ითხოვდა თუ არა კენედი სიკვდილამდე 10 დღით ადრე ილუმინატებთან ბრძოლაში დახმარებას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

11k
VIEWS

19 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა თორნიკე სოხუმელი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც, მისი თქმით, მოყვანილია ციტატა 1963 წლის 12 ნოემბერს ჯონ კენედის მიმართვიდან.

 

 

 

“ქალბატონებო და ბატონებო საიდუმლოება თვისობრივად ეწინააღმდეგება ღია და თავისუფალ საზაგადოებას. ჩვენი ერი ბუნებით, ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა საიდუმლო საზოგადოებებს, საიდუმლო ორდენებს და დახურულ შეკრებებს. მთელი მსოფლიო მასშტაბით ჩვენს წინაშეა მონოლითური და დაუნდობელი შეთქმულება, რომელიც ფარული საშუალებებით ცდილობს ზეგავლენის გაფართოებას დედამიწაზე საკუთარი იდეების გასატარებლად. თავისუფალი არჩევნების მაგივრად, ცვლის ხელისუფლებებს. ამ სისტემას გააჩნია განუზომელი ადამიანური და მატერიალური რესურსი. მათ შექმნეს ძლიერი და ეფექტური „მანქანა“, რომელიც ანხორციელებს სამხედრო, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს. მათი მათი საქმიანობა საიდუმლოა და გაუხსნელი საზოგადოებისთვის. მათი შეცდომები იმალება, სისტემა კი უჩუმრად მკვიდრდება. ძველ საბერძნეთში მოქმედებდა კანონი, რომელიც უკრძალავდა მოქალაქეებს საჯარო მსჯელობისგან თავის არიდებას. მე ვითხოვ თქვენს დახმარებას ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც გამოიხატება ამერიკელი ხალხისთვის ინფორმირებულობასა და გაფრთხილებაში. დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარების შედეგად, ხალხი გახდება ისეთი, როგორიც დაიბადა, თავისუფალი და დამოუკიდებელი.“

პოსტში ნათქვამია, რომ კენედი ცდილობდა ილუმინატების განიარაღებას და სწორედ ამიტომ ამ გამოსვლიდან 10 დღის შემდეგ, 1963 წლის 22 ნოემბერს ის ილუმინატების მსხვერპლი გახდა. პოსტს თან დართული აქვს კენედის ფოტო. ფოტოზე ასევე გამოსახულია ილუმინატების სიმბოლო.

1

თორნიკე სოხუმელის მიერ გავრცელებული ციტატა გაყალბებულია და ის ჯონ კენედის არ ეკუთვნის. ღია წყაროებში არ იძებნება აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება. კენედის ბიბლიოთეკის არქივებში არ იძებნება ინფორმაცია 1963 წლის 12 ნოემბერს კენედის სიტყვით გამოსვლის შესახებ. ციტატის ნაწილები აღებულია 1961 წლის 27  აპრილის გამოსვლიდან, რომელიც არა ილუმინატებს, არამედ კომუნისტური საბჭოთა კავშირიდან მომავალ საფრთხეს შეეხებოდა. მტკიცება, რომ კენედი ილუმინატებმა მოკლეს, შეთქმულების თეორიაა.

ღია წყაროებში არ იძებნება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მიერ წარმოთქმული მსგავსი ციტატა. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ყველა საჯარო გამოსვლის ტექსტი განთავსებულია ჯონ ჯენედის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის და მუზეუმის ვებ-გვერდზე, სადაც 12 ნოემბერს კენედის მიერ გაკეთებული მიმართვის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

კალიფორნიის სანტა ბარბარას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, სადაც განთავსებულია აშშ-ს პრეზიდენტების საჯარო გამოსვლების ტექსტები, წერილები და მათ მიერ გამოცემული ბრძანებები გვხვდება 1963 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული ერთი წერილი, რომელიც გზატკეცილებს შეეხება და მასში საიდუმლო საზოგადოებებზე საუბარი არ არის.

პოსტში მოყვანილი ციტატის ნაწილები საიდუმლო, დახურული საზოგადოებების და “ეფექტური მანქანის” შესახებ აღებულია 1961 წლის 27  აპრილის გამოსვლიდან, როდესაც კენედი “ამერიკული გაზეთების გამომცემლების ასოციაციას” პრესის თავისუფლებაზე და სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვაზე ესაუბრა.

პოსტში მოყვანილი ციტატა, რომელიც კენედიმ თითქოს 1963 წლის 12 ნოემბერს წარმოთქვა ციტატები 1961 წლის 27 აპრილის გამოსვლიდან
ქალბატონებო და ბატონებო საიდუმლოება თვისობრივად ეწინააღმდეგება ღია და თავისუფალ საზაგადოებას. ჩვენი ერი ბუნებით, ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა საიდუმლო საზოგადოებებს, საიდუმლო ორდენებს და დახურულ შეკრებებს. მთელი მსოფლიო მასშტაბით ჩვენს წინაშეა მონოლითური და დაუნდობელი შეთქმულება, რომელიც ფარული საშუალებებით ცდილობს ზეგავლენის გაფართოებას დედამიწაზე საკუთარი იდეების გასატარებლად. თავისუფალი არჩევნების მაგივრად, ცვლის ხელისუფლებებს. ამ სისტემას გააჩნია განუზომელი ადამიანური და მატერიალური რესურსი. მათ შექმნეს ძლიერი და ეფექტური „მანქანა“, რომელიც ანხორციელებს სამხედრო, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს. მათი მათი საქმიანობა საიდუმლოა და გაუხსნელი საზოგადოებისთვის. მათი შეცდომები იმალება, სისტემა კი უჩუმრად მკვიდრდება. ძველ საბერძნეთში მოქმედებდა კანონი, რომელიც უკრძალავდა მოქალაქეებს საჯარო მსჯელობისგან თავის არიდებას. მე ვითხოვ თქვენს დახმარებას ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც გამოიხატება ამერიკელი ხალხისთვის ინფორმირებულობასა და გაფრთხილებაში. დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარების შედეგად, ხალხი გახდება ისეთი, როგორიც დაიბადა, თავისუფალი და დამოუკიდებელი.“ “თავად სიტყვა “საიდუმლოება” შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ჩვენ, როგორც ხალხი არსებითან და ისტორიულად ვეწინააღმდეგებით საიდუმლო საზოგადოებებს, საიდუმლო ფიცებს და საიდუმლო საქმეებს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ რელევანტური ფაქტების გადაჭარბებული და უკანონო დამალვის საფრთხეები აღემატება იმ საფრთხეებს, რომელიც ამგვარი ქმედების გასამართლებლად მოჰყავთ ხოლმე”
“მთელს მსოფლიოში ჩვენს წინაშეა მონოლითური და დაუნდობელი შეთქმულება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა ფარულ საშუალებებს, რათა გააფართოვოს საკუთარი გავლენების სფერო – ინფილტრაციას შეჭრის ნაცვლად, დამხობას არჩევნების ნაცვლად, დაშინებას თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, ღამით პარტიზანებს დღისით არმიების ნაცვლად. ეს არის სისტემა, რომელმაც გამოყო უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსები მჭიდროდ შეკრული, ეფექტიანი მანქანის შესაქმნელად, რომელიც აერთიანებს სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს.”
“მისი ზრახვები დაფარულია და არა აფიშირებული. მისი შეცდომები დამარხულია და არა სტატიების სათაურებად დაბეჭდილი. მის დისიდენტებს აჩუმებენ, არათუ აქებენ. არავითარ ხარჯს არ აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, არანაირ მითქმა-მოთქმას არ ბეჭდავენ, არცერთ საიდუმლოს არ ამხელენ. მოკლედ, ის ცივ ომს საომარი დროის შესაფერისი დისციპლინით წარმართავს, რომლის მსგავსის იმედი და სურვილი ვერცერთ დემოკრატიას ვერ ექნება”
“არცერთ პრეზიდენტს არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ ხალხი მის პროგრამას გულდასმით განიხილავს. ამ განხილვიდან მოდის გაგება, ამ გაგებიდან კი მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა. ორივე საჭიროა. მე არ ვთხოვ გაზეთებს მხარი დაუჭირონ ჩემს ადმინისტრაციას, მაგრამ ვითხოვ თქვენს დახმარებას უზარმაზარ საქმეში, რომელიც არის ამერიკელი ხალხისათვის ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება, რადგან მე მაქვს ჩვენი მოქალაქეების საპასუხო რეაქციის და თავდადებისადმი სრული ნდობა, როდესაც მათ ექნებათ სრული ინფორმაცია”.
“ამგვარად, ბეჭდურ მედიას, ადამიანთა საქმეების, მათი სინდისის შემნახავს, მათი ახალი ამბების კურიერს შევცქერით სიმტკიცისათვის და მხარდაჭერისათვის და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი დახმარებით ადამიანი იქნება ისეთი, როგორადაც დაიბადა: თავისუფალი და დამოუკიდებელი”.

რეალური ციტატებიდან ჩანს, რომ კენედის კენედი არა ილუმინატებზე, არამედ ცივი ომის პერიოდში კომუნისტური საბჭოთა კავშირიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობდა. ამ გამოსვლის ტექსტი სოციალურ ქსელებში უკონტექსტოდ ან მცდარი აღწერით, თითქოს კენედი მასონებზე საუბრობდა, წარსულშიც გავრცელებულა. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალას:

კენედის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქმული სიტყვების და შეთქმულების მხილების შესახებ დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

მტკიცება, რომ ჯონ კენედი მასონებმა ან ილუმინატებმა მოკლეს შეთქმულების თეორიაა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. სხვადასხვა შეთქმულების თეორია კენედის მკვლელობის შესახებ ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ვრცელდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist