ისტორიის გაყალბება: ვაცლავ ჰაველმა ზვიად გამსახურდიას უღალატა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

zviadi
854
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2017 წლის 26 ივნისი – 2 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ გიორგი გიგაურის სტატია, რომელშიც ის ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველისთვის თბილისში ძეგლის გახსნას აკრიტიკებს და მას ზვიად გამსახურდიას ღალატში ადანაშაულებს.

გიორგი გიგაური, ასავალ-დასავალი: “ამ “ჰუმანისტმა” ჰაველმა არ შეუშვა ჩეხეთში 1992 წელს სამშობლოდან დევნილი და სისხლიანი პუტჩით დამხობილი საქართველოს კანონიერი პერიზდენტი ზვიად გამსახურდია… ჰაველი თავის თბილ ლოგინში აძაღლდა, ზვიად გამსახურდია კი ამ ჰაველის ბატონებმა მოკლეს სამშობლოს სიყვარულისთვის!”

“ასავალ-დასავალის” ინფორმაცია ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. ზვიად გამსახურდია კი თავის ავტობიოგრაფიაში ვაცლავ ჰაველის მხრიდან საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიმართ მხარდაჭერაზე საუბრობს.

1. ინფორმაცია, თითქოს ჰაველმა გამსახურდია ჩეხეთში არ შეუშვა, წყაროებით არ დასტურდება.

“ასავალ-დასავალის” მტკიცება, თითქოს ვაცლავ ჰაველმა ზვიად გამსახურდია 1992 წელს ჩეხეთში არ შეუშვა, მტკიცებულებებს მოკლებულია. მითების დეტექტორი ეროვნული მოძრაობის წევრებს დაუკავშირდა, მათ შორის გოგი ხოშტარიასაც, რომელიც 1990-91 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, თუმცა ჰაველისა და გამსახურდიას ურთიერთობიდან მსგავსი მომენტი არცერთ მათგანს დაუდასტურებია. ამის შესახებ არც 1992 წლის “იბერია-სპექტრის” ნომრებშია საუბარი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მხარდაჭერი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.

2. ჰაველის მოთხოვნით, სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის მოვლენების გამო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ “საქმე” შეაჩერა.

ხელმისაწვდომი წყარო, რომელიც ჰაველისა და გამსახურდიას ურთიერთობებზე საუბრობს, ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფიაა. მასში პირველი პრეზიდენტი 1990 წელს მოსკოვში ვაცლავ ჰაველთან შეხვედრას იხსენებს, ასევე იმ როლზე საუბრობს, რომელიც მან 1989 წლის მოვლენების შემდეგ გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეჩერების პროცესში შეასრულა:

ზვიად გამსახურდია: “იმ დროს ჩვენს “საქმეზე” გამოძიება კვლავ მიმდინარობდა, პროკურატურა და КГБ მავიწროვებდა და მაიძულებდნენ, დამეცვა ქვეყნიდან გაუსვლელობის წერილობითი მოთხოვნა. 1990 წელს მოსკოვში ვაცლავ ჰაველი ჩავიდა, რომელიც უკვე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი იყო. მან მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში შეხვედრაზე დამპატიჟა. როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ქვეყნის დატოვების უფლებას არ მაძლევდა, მან ეს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გააპროტესტა და “საქმის” შეჩერება მოითხოვა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ 9 აპრილის გამო აღიძრა. პროკურატურამ საქმე შეაჩერა და მე მოსკოვში გავფრინდი.”

"

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის ჯარმა რუსთაველის გამზირზე ქართველების მშვიდობიანი აქცია დაარბია. დარბევის შემდეგ ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააკავეს და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიების პროცესში გამსახურდიას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

ავტობიოგრაფიულ მოგონებებში გამსახურიდა ჰაველის მხრიდან ეროვნული მოძრაობისა და პირადად ზვიად გამსახურდიასადმი მხარდაჭერასაც იხსენებს:

ზვიად გამსახურდია: “მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს იმისთვის, რომ შიდა პატიმრობას გადამარჩინა. მან მიპასუხა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავადაც არაერთხელ ყოფილა მსგავს სიტუაციაში და ესმის, ეს რა არის. ვაცლავ ჰაველმა განაცხადა, რომ საქართველოში 9 აპრილის მოვლენებმა დააჩქარა იმპერიის დანგრევა და გათავისუფლებაში დაეხმარა არა მხოლოდ სსრკ-ს ხალხებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპასაც, რადგანაც ამის შემდეგ კრემლი ვერ ბედავდა ანალოგიურ შემთხვევებში ძალის გამოყენებას.”

3. ვაცლავ ჰაველი 2008 წელს რუსეთს საქართველოში იტნერვენციის გამო აკრიტიკებდა.

2008 წელს Associated Press-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვაცლავ ჰაველმა რუსეთი საქართველოში ინტერვენციის გამო გააკრიტიკა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი დასავლეთისთვის სერიოზული ტესტი იყო.

ზვიად გამსახურდიასა და ვაცლავ ჰაველს შორის მსგავსებებზე არაერთი წყარო საუბრობს. თომას გოლცი წიგნში “საქართველო: ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში” აღნიშნავს, რომ ვაცლავ ჰაველისა და ანდრეი სახაროვის შემდეგ ზვიად გამსახურდია ყველაზე დიდი მოვლენა იყო. გამსახურდიას ხშირად “კავკასიის ჰაველსაც” უწოდებდნენ. ორივე მათგანი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ეროვნულ მოძრაობებში იყო ჩართული, რის გამოც, არაერთხელ დაუკავებიათ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი ჰაველიც და გამსახურდიაც მოქალაქეებმა პრეზიდენტებად აირჩიეს.

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩეხეთი
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist