ირანი კორონავირუსის დიაგნოსტიკას ანტენიანი აპარატით ახდენს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

გეწს
244
VIEWS

polygraph.info-ს მასალის მიხედვით

სწორი ტესტირება კორონავირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ირანი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. თუმცა ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ წარდგენილმა გამოსავალმა შეიძლება, არსებული მდგომარეობა უფრო გააუარესოს.

15 აპრილს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრეს-სპიკერმა ირანის ხელთ არსებული ახალი ხელსაწყოს შესახებ განაცხადა, რომელსაც კორონავირუსის დადგენა რეალურ დროში შეუძლია.

ხელსაწყოს წარდგენის ცერემონიას თეირანში გენერალი ჰოსეინ სალამი დაესწრო. გენერალმა დამსწრეებს აუხსნა, რომ ხელსაწყო მაგნიტური ველის დახმარებით აპარატში ჩაშენებულ ანტენას დაინფიცირებული ადამიანისკენ მიმართავს.

'
ფოტო: Twitter

პრეს-სპიკერი ირწმუნება, რომ აპარატი მომენტალურად ადგენს ვირუსს 70-დან 80% სიზუსტით და მან ათდღიანი ტესტირება, სულ მცირე, 10 საავამდყოფოში გაირა.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში არაერთი სარკასტული პოსტი მოჰყვა. აპარატი ბრიტანელი თაღლითების მიერ გაყიდულ ასაფეთქებლების ყალბ დეტექტორს შეადარეს, რომელმაც 6 წლის წინ ერაყსა და დიდ ბრიტანეთში სკანდალი გამოიწვია. ეს ხელსაწყოც ანტენის მეშვეობით “ადგენდა” ბომბის ადგილსამყოფელს.

ჯოხით და სხვა ხელსაწყოებით ნივთიერებების, მათ შორის, წყლის მოძიების პრაქტიკა შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და მას ფსევდომეცნიერებად მოიხსენიებენ. თუ ძველ დროში ამ მიზნისათვის ხის ტოტს იყენებდნენ, დღეს ქანქარას ან გრძელ ანტენებს იყენებენ. თუ ანტენა მოძრაობს, ეს ნიშნავს, რომ ნივთიერება ახლოსაა. (https://househummus.com/)

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist