იპოვეს თუ არა კაცი მასტურბირებისას პომპეის ნანგრევებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

23
VIEWS

მომზადებულია Snopes-ის მასალის მიხედვით

;

2017 წელს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო სავარაუდოდ ასახავდა კაცს, რომელიც პომპეიში ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად გაქვავდა. ფოტოს თან ახლდა წარწერა: “კაცი, რომელიც მასტურბირებს პომპეი, ახალი წელთაღრიცხვის 79 წელი.” აღწერამ ფოტოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

 ფოტოს ორიგინალი ფერადი ვერსია 2017 წლის 9 ივნისს ინსტაგრამ გვერდზე “ნეაპოლისა და პომპეის არქეოლოგიური მემკვიდრეობა” გამოქვეყნდა. ფოტოს თან ახლდა იტალიური წარწერა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ფოტოზე ამოფრქვევის მსხვერპლი იყო გამოსახული. აღწერაში არ იყო მითითებული, რომ სიკვდილამდე კაცი მასტურბირებდა.

რეალურად ფოტოზე ასახული ადამიანის მდგომარეობა ბევრად უფრო შემზარავია. როცა პომპეის გამანადგურებელი ვულკანი ვეზუვი ამოიფრქვა, ქალაქისკენ უზომოდ ცხელი ვულკანური ტალღა გაიგზავნა. დაახლოებით 2000 ადამიანი მოკვდა, ქალაქი კი ფერფლის სქელი ფენით დაიფარა. სიცხე ძლიერი და ინტენსიური იყო, შედეგად ვულკანის მრავალ მსხვერპს კუნთები შეეკუმშა და მოკრივის მსგავს პოზებში გაქვავდნენ.

პომპეიში ადამიანები სხვადასხვა მდგომარეობაში აღმოაჩინეს – სახეზე ხელებაფარებულნი, მიწაზე მხოხავნი, დაჩოქილნი და სხვა. ყველა ეს მდგომარეობა მეცნიერებას ეხმარება, გაარკვიოს, როგორ დაიხოცნენ რომაელები ჩვენი წელთაღიცხვის 79 წელს

დღემდე მიიჩნევდნენ, რომ მსხვერპლთა უმეტესობა ვულკანურმა ფერფლმა და გაზმა გაგუდა. თუმცა ბოლო კვლევამ ცხადყო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაღალი ტემპერატურისგან მიღებულმა უეცარმა შოკმა გააშეშა. კვლევის მიხედვით, პომპეის მკვდირთა აქამდე ცნობილი მდგომარეობებიც ამას ადასტურებს, რადგან მათი უმეტესობა რაიმე ქმედების შესრულებისასაა გაშეშებული, სახეზეა კუნთების უეცარი შეკუმშვა.

“აქამდე არქეოლოგები არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ და სჯეროდათ, რომ ეს ადამიანები სუნთქვას ცდილობდნენ, თუმცა ფერფლმა დაახრჩოთ.” – განმარტა პროფესორმა მასტროლორენცომ. “ახლა ვიცით, რომ ასე არ ყოფილა.”

უზარმაზარი სიცხის გამო, “როცა პიროკლასიტურმა ტალღამ პომპეის დაარტყა, გაგუდვის დრო აღარ იყო,” განმარტა მან. “დამახინჯებული პოზები არა ხანგრძლივი აგონიის, არამედ ცხედრის სპაზმის შედეგია, რაც გვამებზე სითბურმა შოკმა გამოიწვია.”

“მასტურბაციის პოზიცია” პომპეის მკვდირთა შორის არც ისე უნიკალურია. პოლ კელის 2013 წლის  ფოტოც მსგავს მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლს ასახავს.

;

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist