ioseb.stalini, ილია ჭავჭავაძე – cai.qutaisi და სხვანი პოზნერის ვიზიტის პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

58
VIEWS

რუსეთის პირველი არხის წამყვანი, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 87-ე დაბადების აღსანიშნად დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 31 მარტის ღამეს დემონსტრაცია სასტუმრო “რუმსთან” და “ვინოტელთან” გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პოზნერი საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის მხარდამჭრი და კრემლის პროპაგანდის აქტიური გამტარებელია, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოსვლა დაშვებული არ უნდა იყოს. ამის გარდა, პოზნერმა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად კოვიდ-19-თან დაკავშირებული  იზოლაციისა და კარანტინის რეგულაციები დარღვია.

სამოქალაქო პროტესტის პარალელურად სოციალურ ქსელებში კვლავ გააქტიურდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი და ანტიოპოზიციური გვერდები, რომლებიც პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის გადასაფარად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პუტინთან შეხვედრას, პოლიტიკური მოძრაობის “დროა” დამფუძნებელს ელენე ხოშტარიას რუსულ დიპლომს, ნინო ბურჯანაძის ვლადიმირ პოზნერთან შეხვადრას და გიგა მაქარაშვილის ბიზნესმენ მინდია გულუასთან თანამშრომლობას იხსენებდნენ.

სახელისუფლები გვერდების მიერ გავრცელებული გზავნილები გახმოვანდა მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებშიც. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პოზნერის ვიზიტს ის ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც საკუთარი ქმედებითა და განცხადებებით რუსეთის საქმესა და მიზნებს ემსახურებიან და უფრო მეტიც, გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტები არიან.

 

“მითების დეტექტორმა” რუსი ჟურნალისტის საწინააღმდეგოდ გამართული პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაში ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი 7 გვერდი, 2 ანტილიბერალური გვერდი და 20 ტროლი გამოავლინა.
ანტიოპოზიციური გვერდებიდან ორი გვერდი (“ვადაგასული პოლიტიკოსები”, “FAKE დეტექტორი”) 2021 წლის მარტშია შექმნილი.
ანტიოპოზიციური გვერდებიდან სამს (ვადაგასული პოლიტიკოსები, არქივი • Archive, ნაცები, შმაცები და შმაცუნები) ოპოზიციის წინააღმდეგ პოსტები 10-ჯერ აქვს დარეკლამებული. “ვადაგასული პოლიტიკოსებისა” და” ნაცები, შმაცები და შმაცუნების” პოსტებს ერთი და იგივე ადამიანი, გიორგი კვარაცხელია ასპონსორებს, რაც ამ გვერდების ერთმანეთთან შესაძლო კავშირზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ 1 აპრილს ფეისბუკ გვერდმა “ვადაგასული პოლიტიკოსები” შექმნა ღონისძიება სახელწოდებით “დაწვას ელენე ხოშტარიამ რუსული დიპლომი”, შემდეგ კი ღონისძიების აღწერას ცაკლე პოსტი მიუძღვნა.

;

”ვადაგასული პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ღონისძიება  ფეისბუკ გვერდზე “ტერენტი გლდანელი” გააზიარდა.

;

“ვადაგასული პოლიტიკოსები” ახლადშექმნილი გვერდია, ის 2021 წლის 26 მარტს არის რეგისტრირებული და მითითებული აქვს, რომ გასართობი შინაარსისაა, თუმცა ძირითადად ოპოზიციის მადესკრიტირებელ პოსტებს აქვეყნებს.

;

რეგისტრაციიდან 1 კვირის განმავლობაში გვერდს ოპოზიციის წინააღმდეგ 5 პოსტი აქვს დარეკლამებული, მათ შორის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ შექმნილი ღონისძიების. აღსანიშნავია, რომ ეს პოსტები გიორგი კვარაცხელიას მიერ არის დასპონსორებული.

;

;
ფეისბუკ გვერდი “მიხეილ უკრაინოლოგი” ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პუტინთან შეხვედრას იხსენებდა (ამ დროისთვის პოსტი წაშლილია), მეორე მხრივ კი ელენე ხოშტარიას დისკრედიტაციას ახდენდა.
;

პოზნერთან შეხვედრა გაუხსენეს ნინო ბურჯანაძესაც. ფეისბუკ გვერდმა არქივი • Archive 2017 წელს ჩაწერილი პოზნერის ინტერვიუ ბურჯანაძესთან გამოაქვეყნა. არქივი • Archive-ის პოსტი დასპონსორებულია.
;
;
იდენტური ვიდეო იმავე აღწერასთან ერთად გამოაქვეყნა გვერდმა “სირცხვილის კოროდორი”.
;

პროტესტის პარალელურად ფეისბუკ გვერდზე “ნაცები, შმაცები და შმაცუნები” გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ მინდია გულუასთან ერთად იმყოფება.
;
პოსტი ორჯერ არის დასპონსორებული გიორგი კვარაცხელიას მიერ.;

ფეისბუკ გვერდზე “ტერენტი გლდანელი” გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც სამოქალაქო აქტვისტების  და ელენე ხოშტარიას რუსეთის აგენტობაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას თან ერთვის მოძრაობა “საქართველოსთვის” წარმომადგენლის ალიკა კუპრავას კომენტარი. ვიდეოს თან ახლავს შემდეგი აღწერა: ”პრორუსი სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ რუსი ჟურნალისტის საქართველოში შემოსვლას”.

;
აღსანიშნავია, რომ “ტერენტი გლდანელის” ვიდეო პროსახელისუფლებო ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ პირადი პროფილის გარდა  6 საჯარო ჯგუფში (გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა, ნიუს რუსთავიპროტესტი! Protest! Протест!, პოლიტიკა & საზოგადოება , ‘‘მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია, INFO გააზიარა:
;

;
ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის პრორუსულ ძალად წარმოდგენას ფეისბუკ გვერდი “FAKE დეტექტორიც” შეეცადა, რომელიც გამოქვეყნებული ვიდეოთი ცდილობს დაამტკიცოს, თუ როგორ ბაძავდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს.
;
აღსანიშნავია, რომ “FAKE დეტექტორიც” ახალი გვერდია, რომელიც 2021 წლის 11 მარტს შეიქმნა.

;

ანტილიბერალური გვერდები
პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთვნენ ანტილიბერალური გვერდებიც, რომლებიც ერთი მხრივ, აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ეწეოდნენ, ხოლო მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის რუსეთთან კავშირებზე აპელირებდნენ. ეს გვერდებია: კარდჰუ, კონსერვატიული პლატფორმა
;
;

ფეისბუკ გვერდების პარალელურად სოციალურ ქსელში გააქტიურდნენ ტროლები, რომლებიც, ტრადიციულად, აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დისკრედიტაციას ეწეოდნენ.

ტროლები

“მითების დეტექტორმა” 20 ტროლი გამოავლინა, რომელიც პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ფეისბუკზე აქტიურობდა:

1.იპარავს იდენტობას

ნინი ქობალია
;

იპარავს vkontakte.ru-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის Анастасия Андреевна-ს იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები POSTV – ახალი ამბები, Kakha Kaladze კახა კალაძე

;

2. ტროლები, რომლებსაც პროფილის ბმულში განსხვავებული დასახელება აქვთ მითითებული:

ივერი ქართველიშვილი
;

პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი levani.mchedlishvili. გააზიარა “ტერენტი გლდანელის” ვიდეო სათაურით “პრორუსი სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ რუსი ჟურნალისტის საქართველოში შემოსვლას, ასევე აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს, მოწონებული აქვს სამთავრობო გვერდები.

ილია ჭავჭავაძე
;

პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი cai.qutaisi. აზიარებს “ტერენტი გლდანელის”, “მიხეილ უკრაინოლოგის” “არქივის” პოსტებს. მოწონებული აქვს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდები.

Maria Dekan
;

პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი megi.viktoria. კომენტარებში შეშფოთებას გამოხატავდა იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსი ტურიტები აღარ ჩამოვიდოდნენ
;

Mendes Masieli
;

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი maso.peskatore.

Ni No
;

პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი meoraditansacmelievropidan

ბარონ გრუზინსკი
;

პროფილის ბმულში მითითებული აქვს სახელი ioseb.stalini.

3. ტროლები, რომლებიც იდენტობას მალავენ

Elene Elene
;

მალავს იდენტობას. მოწონებული აქვს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდები. აზიარებს მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს

Goga Kaxidze
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი პოსტები. აზიარებს “მიხეილ უკრაინოლოგის”, “ტერენტი გლდანელის”, “არქივის” პოსტებს

Kato Lomidze
;

მალავს იდენტობას. პროტესტი მიხეილ სააკაშვილის დაკვეთად წარმოაჩინა და რუსეთში მყოფი ქართველების ბედზე ღელავდა

Demetrio Chch
;

ახლადშექმნილი ანგარიში, მალავს იდენტობას. ჰყავს მხოლოდ 1 მეგობარი

Nini Verulashvili
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 16 მეგობარი. მოწონებული აქვს Pos TV და მთავრობის მხარდამჭერი გვერდები

T’amara T’amo
;

არ აზიარებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, არ აქტიურობს პირად პროფილზე

ლია ლია
;

მალავს იდენტობას, აზიარებს მთავრობის მხარდამჭერ პოსტებს

Siko Milano
;

მალავს იდენტობას, აქციის მონაწილეებს ტყიურებს უწოდებს

DK NY
;

პროფილზე უდევს რეალისტური თოჯინას ფოტო, რომელის სხვადასხვა ვებგვერდზე იყიდება. აზიარებს მიხეილ უკრაინოლოგის, სირცხვილის კორიდორის, PosTV-ის პოსტებს.
ბერა ივანიშვილის სავარაუდო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ჩართული იყო მის მხარდამჭერ კამპანიაში

Max Silverman
;

მალავს იდენტობას. მოწონებული აქვს ქართულ ოცნებასთან და შალვა რამიშვილთან დაკავშირებული გვერდები

Nikoloza MG
;

მალავს იდენტობას, არ აქტიურობს საკუთარ პროფილზე

პარა ბელუმ
;

მალავს იდენტობას, არ აქტიურობს საკუთარ პროფილზე

ნიკა გამყრელიძე
;

მალავს იდენტობას, აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს

ტროლები ფესბუკში საპროტესტო აქციის მონაწილეების მისამართით ჰომოფობიურ, მადისკრედიტირებელ კომენტარებს ტოვებდნენ,  სამოქალაქო პროცესის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთად წარმოჩენას ცდილობდნენ და წერდნენ, რომ პროტესტი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა, რაც რუს ტურისტთა რაოდენობასა და რუსეთში მცხოვრები ქართველების ბედზე მოახდენდა გავლენას.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist