ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთში ავტომანქანის მართვისთვის ქალებს სიკვდილით სჯიან და ამ პროცესს ამერიკა ახალისებს, არასწორია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

111111111
108
VIEWS

ბოლო დროს მედიაში კეთდება განცხადებები, რომლებიც საუდის არაბეთთან დაკავშირებული საკითხების მცდარ ინტერპრეტაციას ახდენს და ყოველივე ამას ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირებს. წინა შემთხვევაში მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა შეერთებული შტატების მოკავშირე საუდის არაბეთში ქმრის მიერ საკუთარი ცოლის მოკვლა და ჭამა ნებადართულია, მაროკოელი ბლოგერის სარკასტული პუბლიკაციის რეალურ ფაქტად წარმოჩენას უკავშირდებოდა. მცდარი ინფორმაციის წყარო კი ევრაზიული არჩევანის თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე იყო. მორიგი განცხადება თითქოს საუდის არაბეთში ავტომანქანის მართვისთვის ქალებს სიკვდილით სჯიან და ამ პროცესს ამერიკა ახალისებს, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენელმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გააკეთა.

გიორგი ახვლედიანი,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო: “ქალი საჭესთან რომ ჯდება, იმას სჯიან სიკვდილით. ეს ხომ დემოკრატია არის ამერიკული გაგებით… არის ამერიკის სახელმწიფო ინტერესი რომ საუდის არაბეთი იყოს შენი პარტნიორი და ყველაფერში შენგან მხარდაჭერილი?! მაშინ ყველა დახუჭავს თვალებს იმაზე, რომ მაგალითად [საუდის არაბეთში] მანქანის ტარებისთვის ქალს მოჭრიან თავს.” ტელეკომპანია “კავკასია”, გადაცემა “ბარიერი”. 24 ნოემბერი, 2015.

საუდის არაბეთში ქალებს მართვის მოწმობის მიღებაზე უარს 1957 წლიდან ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ უფლების ამკრძალავი რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო კანონი. სიკვდილით დასჯა კანონდამრღვევის მიმართ არასდროს გამოუყენებიათ.

საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიული სახელმწიფოა, სადაც შარიათის კანონი მოქმედებს, ხოლო ყურანი და სუნა კონსტიტუციად არის გამოცხადებული. რელიგიური კანონი და ისლამური ტრადიცია ძლიერია და ამ შეზღუდვის საფუძველი სწორედ რელიგიურ დოგმებშია. მანქანის უსაფრთხოდ სამართავად საჭიროა სახის გამოჩენა, ან ჰიჯაბის მოხსნა, რაც რელიგიური კუთხით ქალისთვის ცოდვად ითვლება. 2013 წელს, ქალთა უფლებების დაცვის კამპანიის პირობებში საუდის არაბეთის ერთ-ერთმა მაღალმა სასულიერო პირმა შეიხ სალეჰ ალ-ლოჰაიდანმა განაცხადა,  რომ მანქანის მართვისას ქალებმა შეიძლება საკვერცხეები დაიზიანონ და ამან ნაყოფზე ცუდი გავლენა იქონიოს. საუდის არაბეთის მეფის მრჩეველთა საბჭოს “შურა” – ს  წევრების  მიხედვით,  ქალთათვის მართვის უფლების მინიჭება ტრადიციულ არაბულ ოჯახს და ისლამში მიღებული ქალის სახეს უარყოფითად შეცვლის.

ამ დაუწერელი საზოგადოებრივი და რელიგიური წესის დამრღვევებს, როგორც წესი, აკავებენ, ახდევინებენ ფულად ჯარიმას, იბარებენ მათ ოჯახის წევრს (მეუღლეს ან მამას). ხშირად დამნაშავეს ან მის ოჯახის წევრს ათავისუფლებენ სამსახურიდან. დასჯის მეთოდს ასევე წარმოადგენს გაროზგვა, თუმცა ეს მეთოდი იშვიათად თუ არის გამოყენებული. მიუხედავად მკაცრი რელიგიური დოგმებისა, საუდის არაბეთის რეგიონებში ქალები, როგორც წესი, მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან ეს მათი ყოველდღიური საოჯახო საქმიანობისთვის არის აუცილებელი და ამ შემთხვევებზე სახელმწიფოსა თუ რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან პროტესტი ან დასჯა არ განხორციელებულა.

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 90-იანი წლებიდან არაერთი კამპანია განხორციელდა. ძირითადი მოთხოვნა არჩევნებში მონაწილეობა და მართვის უფლების მოპოვება იყო. მოძრაობამ, ერთის მხრივ, წარმატებას 2011 წელს მიაღწია, როდესაც მეფე აბდულამ 2015 წლის არჩევნებში ქალებს ხმის უფლება მიანიჭა.

2011 წლის მაისში  მანალ ალ-შარიფმა წამოიწყო კამპანია “მასწავლე როგორ ვატარო, რომ დავიცვასაკუთარი თავი” და “Woman2Drive”. 2011 წელს, “საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დაცვის ასოციაციის” (Association for the Protection and Defense of Women’s Rights in Saudi Arabia) ერთ-ერთმა დამფუძნებელმადა აქტივისტმა უაჯეჰაალ-ჰუვაიდერმა გადაიღო ვიდეო, თუ როგორ მართავს ავტომანქანას მანალ ალ-შარიფი. მათ ეს ვიდეო
Youtube-ზე განათავსეს.ალ-შარიფი დააკავეს და 10 როზგი მიუსაჯეს, თუმცა მეფეაბდულამ ის შეიწყალა და
ციხიდან გამოუშვა. ზემოხსენებული ორგანიზაცია სახელმწიფოს მხრიდანოფიციალურად დარეგისტრირებული
არ არის და მას აკრძალული აქვსდემონსტრაციების გამართვა.იმავე წლის 29 ივნისს, რამდენიმე ქალმა პროტესტის ნიშნად
ქალაქ ჯიდაში ავტომანქანის მართვით გააპროტესტა უფლებების შელახვა. ისინი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
მას შემდეგ 29 ივნისს ქალები პროტესტის ნიშნად საუდის არაბეთის სხვადასხვა ქალაქში ავტომანქანით მოძრაობენ.
პოლიცია, როგორც წესი, რამდენიმე მათგანს დროებით აპატიმრებს.

საუდის არაბეთში მიმდინარე ქალთა უფლებადაცვით კამპანიებს მხარს შეერთებულ შტატებშიც უჭერენ. საუბარია ორგანიზაციებისა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებზე. 2011 წლის ივნისში საუდის არაბეთის ქალთა სოლიდარობის ნიშნად აშშ-ში საუდის არაბეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 2012 წელს მომღერალმა M.I.A. თავისი ერთ-ერთი სიმღერა (Bad Girls) მიუძღვნა სწორედ არაბი ქალების ბრძოლას მართვის უფლების მოსაპოვებლად.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საუდის არაბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist