ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები არ ტარდება, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

22222222
68
VIEWS

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში განხორციელებული კვლევები ხშირად არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანია. ამ თვალსიზრისით გამოირჩევა პოლიტიკური სპექტრი, რომლის რეიტინგებს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) სწორედ პარტიების განვითარების და ელექტრორატის საჭიროებებზე მათი ფოკუსირების მიზნით ზომავენ.

2015 წლის 22 დეკემბერს რუსთავი 2-ის თოქ-შოუ “არჩევანის” ეთერში თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა თამარ ცინცაბაძემ NDI-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

“რაში არის იცით საქმე? ჩვენ ხომ ხომ ევროპისკენ მივისწრაფით? იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებების უდიდესი ნაწილი არის ჩვენთვის სასურველი. აი, რომელიმე ევროკავშირში შემავალი ქვეყანა თუ აკადრებს თავის ქვეყანას იმას, რომ სხვა ქვეყნის, როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს ის ორგანიზაცია, სხვა ქვეყნის სტრუქტურამ, ჩაუტაროს აი, ასეთი სოციოლოგიური კვლევა და დადგნენ და ამითი მოახდინონ მანიპულირება. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ არ დაგვეხმარება ასეთი კველვა, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ოღონდ ის არ უნდა ოყოს პოლიტიზირებული, ის უნდა იყოს აუცილებლად ობიექტური.”

სინამდვილეში NDI-იც IRI-იც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქმიანობენ, ხოლო ევროკავშირში თუ მის ცალკეულ ქვეყნებში დემოკრატიის მხარდამჭერი სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები იქმნება.

ფაქტები

1982 წელს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე, აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მსოფლიოში დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის ინიციატივით გამოვიდა, რასაც შედეგად კონგრესის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) დაარსება მოჰყვა. NED დაფინანსებას ფედერალური მთავრობისგან იღებს, თუმცა დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭოს მიერ იმართება. ფონდის მიერ გრანტები გაიცემა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების და ინსტიტუტების ხელშეწყობის მიზნით. NED-ს ეკრძალებაპოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსება.

NED-ის დაფინანსების დიდ ნაწილს იღებენ სპეციალურად საამისოდ 1983 წელს შექმნილი სამი კერძო ინსტიტუტი – აშშ-ს ორძირითად პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), აგრეთვე, ბიზნეს სექტორის მიერ დაარსებული საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი (CIPE) – და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის რეგიონული ინსტიტუტი, რომელიც სოლიდარობის ცენტრის (ACILS) სახელითაა ცნობილი. NED-ის ფინანსების განაწილების ამგვარი სტრუქტურა მიზნად ისახავს აშშ-სძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინებას. თუმცა, ზემოთ ხსენებული ინსტიტუტები დაფინანსებას სხვა წყაროებიდანაც იღებენ. (Americanadventure.com) NDI-ს და IRI-სფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე ათეული სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ კერძო ფონდი უზრუნველყოფს.

NDI-სდა IRI-ს პროგრამული პრიორიტეტები მოიცავს მთავრობების მხარდაჭერას რეფორმების გატარებაში, პოლიტიკური პარტიების დახმარებას ორგანიზაციული სტრუქტურების და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, სამართლიანი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას. თავდაპირველად, ორივე ინსტიტუტი აქცენტს ლათინური ამერიკის ქვეყნებზე აკეთებდა, თუმცა ცივი ომის დასრულების შემდეგ მათ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვეს და 100-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელეს დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამები. IRI-მ 54 ქვეყანაში გამართულ 204 არჩევნებზე მოახდინა დაკვირვება, ხოლო NDI-მ 80 ქვეყნის 720 პოლიტიკურ პარტიას გაუწია ტექნიკური დახმარება. ამასთან, NDI-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ხმების პარალელური დათვლის მეთოდის განვითარებასა და პოპულარიზებაში. ამჟამად, ეს ინსტიტუტები 90-მდე ქვეყანაში აგრძელებენ მუშაობას ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

საზოგდოებრივი აზრის კვლევები NDI-სდა IRI-ს პროგრამების განუყოფელი ნაწილია. ორივე ინსტიტუტი აქტიურად იყენებს კვლევის როგორც რაოდენობრივ (გამოკითხვა), ისე თვისებრივ (ფოკუს-ჯგუფი) მეთოდებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები კონკრეტული საკითხების ან პოლიტიკური ძალების მიმართ მოსახლეობაში არსებული დამოკიდებულების დადგენის, ხოლო თვისებრივი კვლევები მისი გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული შესწავლის საშუალებას იძლევა. მსგავსი კვლევები საზოგადოების საჭიროებების და მოლოდინების შესახებ პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების ინფორმირებას ისახავს მიზნად. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა ინტერესებზე მორგებული პლატფორმების და მომგებიანი საარჩევნო სტრატეგიების განსაზღვრა შეუძლიათ. წინასაარჩევნო გამოკითხვები და ეგზიტპოლები არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო დამატებით მექანიზმსაც უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, განვითარებად ქვეყნებში ასეთი კვლევები იშვიათად ტარდება. ამიტომ, NDI-სდა IRI-ს ერთ-ერთი მიზანი ამ ქვეყნებში პოლიტიკური კომუნიკაციის განმსაზღვრელ ელემენტად საზოგადოებრივი აზრის კვლევების დამკვიდრებაა.

NDI-სდა IRI-ს წარმატებული საქმიანობის კარგი მაგალითია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნების დემოკრატიულ გარდაქმნაში შეტანილი წვლილი. მაგალითად, სლოვაკეთში IRI-ს ფართომასშტაბიანი პროგრამა ემყარებოდა სისტემატურ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და გულისხმობდა დემოკრატიული ძალების დახმარებას საარჩევნო სტრატეგიის განსაზღვრასა და კოალიციის ჩამოყალიბებაში, აგრეთვე, ეფექტური პოლიტიკური კამპანიების წარმოებაში. საბოლოოდ, 1998 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა პრო-ევროპულმა დემოკრატიულმა კოალიციამ, რომელმაც ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანება შეძლო. დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი ანალოგიური პროგრამები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის წევრები ან წევრობის კანდიდატები არიან: პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, სერბეთი, მაკედონია და ალბანეთი.

მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერის ამერიკული გამოცდილება მისაბაძი აღმოჩნდა სხვა ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. 1992 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, რომელიც NED-ის მსგავსად ძირითად პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულ კერძო ორგანიზაციებს აფინანსებს და ევროპაში ძირითადად ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში საქმიანობს. 1998 წელს ავსტრალიის მთავრობამ ჩამოაყალიბა დემოკრატიული ინსტიტუტების ცენტრი, რომელიც აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის ახალ დემოკრატიებში პოლიტიკური სისტემების მხარდაჭერას ემსახურება. 2005 წელს გაეროს დემოკრატიის ფონდის, ხოლო 2007 წელს არაბული დემოკრატიის ფონდის დაარსების შემდეგ, 2013 წელს, პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს, NED-ის ანალოგმა, დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპულმა ფონდმა (EED) დაიწყო ფუნქციონირება. მეორე მხრივ, ზოგიერთი ავტორიტარული რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში გაძლიერდა შეტევა დემოკრატიის მხარდამჭერ ამერიკულ ორგანიზაციებზე. 2015 წელს რუსეთში NED-ის საქმიანობა აიკრძალა იმ მოტივით, რომ ის მთავრობის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა და ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიდა საფრთხეს.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist