ინფორმაცია სიმონიანისთვის ეროვნების ჩამორთმევაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

421
VIEWS

22 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდზე ევროპა და ფეისბუქ-ჯგუფში “აფხაზთა კრება” გაზეთ “ახალი თაობის” ვებ-საიტზე 2020 წელს გამოქვეყნებული სტატია გააზიარეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ  კრემლის პროპაგანდისტული მედიის RT-ს რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს სომხეთის პატრიარქმა ეროვნება ჩამოართვა და მისი პორტრეტი არაქსში გადააგდო. სტატიაში ასევე წერია, რომ გა­რე­გინ მე­ო­რემ სიმონიანს ღმერ­თისთვის სომ­ხურ ენა­ზე მი­მარ­თვა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სომ­ხურ სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლა  აუკ­რძა­ლა.

22 აგვისტოს იდენტური სტატია ვებ-საიტ pirvelinews.com-ზეც გამოქვეყნდა.

Screenshot 3 6 ინფორმაცია სიმონიანისთვის ეროვნების ჩამორთმევაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

ინფორმაცია, თითქოს სომხეთის პატრიარქმა მარგარიტა სიმონიანს ეროვნება ჩამოართვა და მისი პორტრეტი მდინარე არაქსში გადააგდო, სათავეს რუსული სატირული გამოცემა panorama.pub-დან იღებს და გამოგონილი ამბავია.

კრემლის სახელმწიფო მედია RT-ის (Russia Today) მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანთან დაკავშირებული გამოგონილი ამბავი “ახალი თაობის” ვებ-გვერდზე 2020 წლის ივლისშია გამოქვეყნებული, თუმცა არსადაა მითითებული, რომ ინფორმაციის პირველწყარო სატირული გამოცემაა.

აღნიშნული სტატია სატირული გამოცემის – panorama-pub-ის ვებ-გვერდზე 2020 წლის 21 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, სიმონიანისთვის ეროვნების ჩამორთმევის მიზეზი მისი მხრიდან სომხეთის ხელისუფლების კრიტიკა გახდა. 

Screenshot 4 7 ინფორმაცია სიმონიანისთვის ეროვნების ჩამორთმევაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

panorama-pub-მა 2 დღით ადრე გამოქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მარგარიტა სიმონიანს აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა და ქალაქ სუმგაითის საპატიო რეზიდენტობა შესთავაზეს.

Screenshot 5 7 ინფორმაცია სიმონიანისთვის ეროვნების ჩამორთმევაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია გაფრთხილება, რომ მასზე განთავსებული ამბები რეალური სიახლეები არ არის და “რეალობის გროტესკული პაროდიაა”.  გარდა ამისა,  საიტის ლოგოზეც აღნიშნულია, რომ გამოცემა სატირული შინაარსისაა.

Screenshot 6 7 ინფორმაცია სიმონიანისთვის ეროვნების ჩამორთმევაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

Panorama-ს მიერ გამოგონილი სატირლი ინფორმაციები რეალური ფაქტების სახით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, სომხეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist