ინფორმაცია, რომ შვედეთში სექსი სპორტად დარეგისტრირდა, სიმართლეს არ შეესაბამება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.5k
VIEWS

მაისის ბოლოდან სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივნისში შვედეთში სექსში პირველი ჩემპიონატი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვედეთი პირველი ქვეყანაა, სადაც სექსი სპორტის სახეობად დარეგისტრირდა. 4 ივნისს აღნიშნულ საკითხზე სიუჟეტი ტელეკომპანია სეზონის ეთერშიც გავიდა.

Screenshot 25 1 ინფორმაცია, რომ შვედეთში სექსი სპორტად დარეგისტრირდა, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, რომ შვედეთში სექსი სპორტის სახეობად დარეგისტრირდა და შვედეთის სპორტის კონფედერაცია პირველ ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

შვედეთში სექსი სპორტის სახეობად არ დარეგისტრირებულა და შვედეთის სპორტის კონფედერაცია არც ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას არ გეგმავს. Deutsche Welle-სთან კომენტარში კონფედერაციის, წარმომადგენელმა ანა სეტცმანმა განაცხადა, რომ საკითხზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და შვედეთის სპორტის კონფედერაცია სექსში ჩემპიონატის მოწყობას არ გეგმავს. სეტცმანის თქმით, ინფორმაციის გავრცელება შვედეთისთვის სახელის შელახვას ემსახურება.

ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები ასოციაცია “შვედეთის სექსის ფედერაციის” ვებგვერდს ეყრდნობოდნენ. ვებ-გვერდზე შესვლისას ახალი ფანჯარა შემოდის, რომელზეც “სექსში ევროპის ჩემპიონატის” შესახებ ინფორმაციაა მოცემული, რომლის თანახმად ჩემპიონატის ორგანიზატორი “შვედეთის სექსის ფედერაციაა”, ღონისძიება 2023 წლის 8 ივნისს გაიმართება და მისი პირდაპირი ჩვენება შედგება. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებისთვის კი დასარეგისტრირებლად ელექტრონული ფოსტის მისამართია მითითებული.

Screenshot 26 1 ინფორმაცია, რომ შვედეთში სექსი სპორტად დარეგისტრირდა, სიმართლეს არ შეესაბამება

ასოციაცია “შვედეთის სექსის ფედერაცია” შვედეთში მართლაც არსებობს. თუმცა ის რაიმე სახის სპორტულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს. შვედური მედიის, Göteborgs-Posten-ის ცნობით, ასოციაციის ჩამოყალიბება დრაგან ბრატიჩს უკავშირდება. ბრატიჩი სტრიპტიზ კლუბების მფლობელი იყო და სურდა, სექსი სპორტის სახეობად დარეგისტრირებულიყო. იანვარში ბრატიჩმა შვედეთის სპორტის კონფედერაციას ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართა. შვედეთის კონფედერაციის თავმჯდომარემ, ბიორნ ერიკსონმა მაშინვე აღნიშნა, რომ ეს ყურადღების მისაქცევად გადადგმული ნაბიჯი იყო და “შვედეთის სექსის ფედერაციის” აპლიკაცია უარყოფილი იქნებოდა. 

2023 წლის მაისში შვედეთის სპორტის კონფედერაციამ წევრობის აპლიკაციები განიხილა, თუმცა იმის გამო, რომ  “შვედეთის სექსის ფედერაციის” აპლიკაცია სათანადოდ შევსებული არ იყო, მისი უარყოფა განხილვის გარეშე მოხდა.

“შვედეთის სექსის ფედერაციასთან” სპორტის კონფედერაციის კავშირი Deutche Welle-სთან კომენტარში კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც. სეტცმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოციაცია შვედეთის სპორტის კონფედერაციის ნაწილი არ არის.

თავად დრაგან ბრატიჩის თქმით, ასოციაცია “შვედეთის სექსის ფედერაცია” ჩემპიონატს თავისი ხარჯებით ჩაატარებდა. 

გავრცელებული ინფორმაცია მედიასაშუალებებმა და ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა სააგენტოებმა გადაამოწმეს, მათ შორის Deutche Welle-მ და Snopes-მა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist