ინფორმაცია დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვოვკის მკვლელობის შესახებ მტკიცებულების გარეშეა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.9k
VIEWS

2022 წლის 28 აგვისტოს ქართულენოვანმა ონლაინ პლატფორმებმა ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნატალია ვოვკის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს (1,2,3). სტატიების მიხედვით, ვოვკი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს, მას 17 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხოლო ხელში კი წერილი ეჭირა. 

Screenshot 6 9 ინფორმაცია დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვოვკის მკვლელობის შესახებ მტკიცებულების გარეშეა

ანალოგიური ინფორმაცია თავდაპირველად ავსტრიულმა გამოცემა Exxpress-მა გამოაქყევნა. სტატიას თან ერთვის მკვლელობის ამსახველი ფოტო. თავად ავსტრიული გამოცემა წყაროდ რუსულენოვან ტელეგრამ არხებს ასახელებს.

Screenshot 7 8 ინფორმაცია დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვოვკის მკვლელობის შესახებ მტკიცებულების გარეშეა

ინფორმაცია, დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნატალია ვოვკის მკვლელობის შესახებ, მტკიცებულების გარეშეა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროებში არ იძებნება, ხოლო ავსტრიული გამოცემის სტატიაში თანდართული ფოტო 2020 წლით თარიღდება და მოსკოვში მოკლულ გოგონას ასახავს. 

ნატალია ვოვკის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ სანდო წყაროებში არ იძებნება. თავად Exxpress და ქართულენოვანი პლატფორმები ინფორმაციის წყაროდ რუსულენოვან ტელეგრამ არხებს ასახელებენ, თუმცა სტატიებში კონკრეტულ წყაროს ვერ ვხვდებით. 

რაც შეეხება ფოტოს, რომელსაც ავსტრიული გამოცემა ნატალია ვოვკს მიაწერენ, სინამდვილეში იგი 2020 წელს მოსკოვში მოკლულ 26 წლის გოგონას ასახავს, რომელიც ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გარდავლილი იპოვეს. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მისი საქმრო იყო, რომელსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Screenshot 8 8 ინფორმაცია დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვოვკის მკვლელობის შესახებ მტკიცებულების გარეშეა
სქრინი: ფოტო 2020 წლის სტატიიდან

აღსანიშნავია, რომ ავსტრიულმა გამოცემა Exxpress-მა სტატია ვოვკის მკვლელობის შესახებ 28 აგვისტოს 08:29-ზე გამოაქვეყნა, თუმცა, 29 აგვისტოს 5:44 ვებგვერდზე ახალი სტატია გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი თავდაპირველი განცხადება ოფიციალურმა მოსკოვმა არ დაადასტურა, ხოლო ვოვკის გლობალური ძებნა კვლავ მიმდინარეობს. 

თავად Exxpress ავსტრიის სახალხო პარტიასთან დაკავშირებული გამოცემაა, რომელსაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია. 2022 წლის მარტში გამოცემას გერმანელი ჟურნალისტისთვის ცილისწამების გამო 10000 ევროს გადახდა მოუწია.  ვერდიქტში აღნიშნული იყო, რომ გამოცემას დარღვეული ჰქონდა ჟურნალისტური სტანდარტები, ვინაიდან გამოქვეყნებული სტატია ფაქტობრივ მონაცემებს არ ეფუძნებოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist