26 მაისს მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე “ინფო 9” ფოტომანიპულაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

257
VIEWS

26 მაისს საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-მ გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც დამოუკიდებლობის დღეს ე.წ. “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეების მსვლელობაზე გადაღებული ორი ფოტოა შეერთებული. საინფორმაციო სააგენტოს აღწერით, ერთ ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ აშუქებენ ოპოზიციური ტელევიზიები აქციას, მეორე ფოტოზე კი ჭავჭავაძის გამზირზე რეალურ მსვლელობას ვხედავთ. იგივე ფოტო საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფეისბუქ-მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა

ინფო 9

“ინფო 9” ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებს. კადრები, რომელსაც მედია ოპოზიციური არხების მიერ გაშუქებულ აქციას უწოდებს, ჭავჭავაძეზე მსვლელობის მიმდინარეობისას არის გადაღებული და მისი ავტორი ევიპტელი ფოტოგრაფი ეზ გაბერია, ხოლო მარჯვენა ფოტოზე მსვლელობის მხოლოდ ბოლო ნაწილია აღბეჭდილი. ხალხის რაოდენობის შესაფასებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული დრონის კადრებიც.  

“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – ამ ლოზუნგით თავისუფლების მარში ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიმართა. აქცია ფილარმონიასთან დაიწყო, მონაწილეებმა მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირები გაიარეს და მსვლელობით მივიდნენ ვაკის პარკამდე

პირველი ფოტო, რომელსაც “ინფო 9” აფასებს, როგორც ოპოზიციური მედიების მიერ გაშუქებულ აქციას, მარშის მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირზეა გადაღებული. ფოტოს ავტორი საქართველოში მცხოვრები ეგვიპტელი ფოტოგრაფი, ეზ გაბერია.   

aqtsia 26 მაისს მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე "ინფო 9" ფოტომანიპულაციას ავრცელებს
ავტორი: Ezz Gaber

აღნიშნულ ფოტოსთან ერთად, ფოტოგრაფს საკუთარ Facebook ანგარიშზე მსვლელობის მიმდინარეობისას დრონით გადაღებული სხვა კადრებიც აქვს გამოქვეყნებული (1;2;3), რომელთა საშუალებითაც აქციაზე ხალხის მრავალრიცხოვნობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. 

Screenshot 2024 05 27 at 3.59.46 PM 26 მაისს მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე "ინფო 9" ფოტომანიპულაციას ავრცელებს
ავტორი: Ezz Gaber

მეორე ფოტო, რომელიც “ინფო 9-ს” კოლაჟში აქვს გამოყენებული და ჭავჭავაძის გამზირზე რეალურ მსვლელობას უწოდებს, ვაკის პარკთან არის გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ხალხის სრული რაოდენობა არ ჩანს, ასევე, მარში სწორედ ვაკის პარკთან დასრულდა, შესაბამისად, კადრებზე მსვლელობის ბოლო ნაწილია ასახული, ამიტომ ფოტო ხალხის რაოდენობაზე სწორ ინფორმაციას ვერ მოგვცემს.  

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მარშიდან დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებდა მედიაც (1;2;3). ფოტოებსა და ვიდეოებზე ხალხის რაოდენობა ბევრად აღემატება რაოდენობას ფოტოზე, რომელიც “ინფო 9-მ” კოლაჟში გამოიყენა. 

Screenshot 2024 05 27 at 4.00.26 PM 26 მაისს მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე "ინფო 9" ფოტომანიპულაციას ავრცელებს
კადრები ფორმულას ვიდეოებიდან (1;2)
Screenshot 2024 05 27 at 4.02.36 PM 26 მაისს მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე "ინფო 9" ფოტომანიპულაციას ავრცელებს
კადრები ტელეკომპანია პირველის ვიდეოდან 

ისევე, როგორც სხვა დღეებში გამართულ აქციებზე, 26 მაისის მარშთან დაკავშირებითაც პროსახელისუფლებო მედია და ფეისბუქ გვერდები ხალხის რაოდენობით მანიპულირებენ  (1;2;3;4). მაგალითად, დრონით გადაღებული კადრებით აჩვენებენ მსვლელობის მხოლოდ ნაწილს – ადგილს, სადაც მარში დაიწყო და დასრულდა (1;2). 

წყაროს შესახებ  

ფეისბუქ-ანგარიშს ფანტინა ფანტინა, მის სხვა ანგარიშებთან ერთად (1,2) დეზინფორმაციული პოსტები წარსულში არაერთხელ აქვს გავრცელებული. “მითების დეტექტორმა” მომხმარებლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist