ინდოეთში WhatsApp-ით გავრცელებულ ყალბ ამბებს ადამიანის ჩაქოლვა და პანიკის დათესვა მოჰყვა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

dead-clipart-death-symbol-1
113
VIEWS

ინდოეთში WhatsApp-ის მეშვეობით გავრცელებული დეზინფორმაციის და ყალბი ვიზუალური მასალის ყველაზე მასშტაბური შემთხვევებია 1) ბავშვების გატაცების შესახებ  და 2) 2018 წლის აგვისტოში წყალდიდობის პერიოდში გავრცელებული ცრუ შეტყობინებები. ორივე მათგანი საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხედ, ძალადობის წახალისებისა და ერთ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზადაც იქცა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი სმარტფონების მოხმარების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია და  მომხმარებელების რიცხვი 300-400 მილიონს აღწევს. ინტერნეტი მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომია, ხოლო WhatsApp-ს ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ყალბი ვიდეოს და ფოტოს გავრცელების შედეგად, ინდოეთში ადამიანები ჩაქოლეს

2017 წლიდან WhatsApp-ის საშუალებით ინდოეთში ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ იტაცებს  ქუჩიდან ბავშვს მამაკაცი. ვიდეოს თან ახლავს “გაფთხილება”, რომ ინდოეთში, განსაკუთრებით სოფლად, ბავშვების გატაცების საფრთხე გაზრდილია. ვიდეოს ასევე ახლავს  გარდაცვლილი ბავშვების ფოტო, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.

"

ინდური ფაქტ-ჩეკინგ ორგანიზაციის BOOM-ის  კვლევის მიხედვით, 2017 წლიდან  ვირუსულად გავრცელებული ეს ვიდეო და მისი თანმხლები ფოტო, ყალბია.

1. ვიდეო. გავრცელებული ვიდეო ასახავს სათვალთვალო კამერით გადაღებულ ჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ ორი მამაკაცი მოტოციკლით იტაცებს ბავშვს დღისით და მათ ბავშვების ჯგუფი მისდევს.  BOOM-მა გადამოწმების შედეგად ვიდეოს სრულ, ორიგინალ ვერსიას მიაკვლია. ის პაკისტანური საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ბავშვების გატაცების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში არის მომზადებული და ინდოეთშუ მის გავრცელებამდე ერთი წლით ადრეა გადაღებული. პაკისტანური სოციალური კლიპი მიზნად ისახავს, მშობლებს აუხსნას, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი უყურადღებოდ დატოვებული ბავშვი კარაჩის, პაკისტანის ქუჩებიდან გაიტაცონ. ვიდეო მშობლებს აფრთხილებს, რომ თვალყური ადევნონ შვილებს, რადგან ყოველწლიურად 3 000-ზე მეტი ბავშვი იკარგება კარაჩიდან.

პაკისტანური საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ  მომზადებულ ვიდეოში “გამტაცებლის” როლში მყოფი პირი ბავშვს უკან აბრუნებს, მას  ხელში უჭირავს ბანერი, წარწერით “კარაჩის ქუჩებიდან ბავშვების გატაცებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება”.

ეს ვიდეო ინდოეთში WhatsApp-ის საშუალებით რედაქტირებული სახით გავრცელდა – მასში ამოჭრილია კადრი, სადაც “გამტაცებელი” ბავშვს აბრუნებს და ბანერს აჩვევენებს კამერას, ასევე ამოჭრილია ვიდეოს ბოლოს მშობლებისათვის განკუთვნილი გამაფრთხილებელი ტექსტი.

"

2. ფოტო. ფოტოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასზე სინამდვილეში სირიაში 2013 წლის აგვისტოში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლია ასახული. აღსანიშნავია ისიც, რომ იდენტური ფოტო 2016 წელს ქართულ ტაბლოიდურ ვებ-გვერდებზეც ვრცელდებოდა, როგორც თურქეთში ბავშვთა ორგანოებით ვაჭრობის მტკიცებულება.

ბავშვის გატაცების შესახებ გაყალბებულმა ვიდეომ და ფოტომ მოსახლეობაში არა მხოლოდ შიში და პანიკა დათესა, არამედ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილის მიზეზადაც იქცა.  აღნიშნულმა დეზონფორმაციამ ინდოეთის ქუჩებში ძალადობა წაახალისა, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. ინდური მედიის ცნობით, 18 მაისს ჯარხანდში, სამხრეთ ინდოეთში ბავშვების გატაცებაში “დადანაშაულებული” 7 ადამიანი ჩაქოლეს, რაც ბავშვების გამტაცებლების არსებობის შესახებ WhatsApp-ში მიღებული შეტყობინებებით გამოწვეული   მასობრივი პანიკის შედეგი იყო.

BBC-ის ცნობით, ამ დეზინფორმაციის ერთ-ერთი მსხვერპლი 26 წლის კაალუ რამია. ადგილობრივებმა ჩათვალეს, რომ ბავშვის გამტაცებელი კაალუ იყო, მათ ის გაკოჭეს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. კაალუ საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა.

ინდოეთში  2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ივლის ჩათვლით ბავშვების გატაცებაში “დადანაშაულებული” პირების მიმართ 69 ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 77 % სოციალური მედიით გავრცელებულ დეზინფორმაციასთან იყო დაკავშირებული. შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 99 დაშავდა.

"

წყარო: Indiaspend

2018 წლის წყალდიდობის დროს WhatsApp -ით გავრცელებულმა ყალბმა ამბებმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია

"

სამხრეთ ინდოეთში 2018 წლის გაზაფხულზე ჭარბმა ნალექიანობამ და წყალდიდობამ ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, არსებული ვითარება ფაისბუკითა და WhatsApp -ში გავრცელებულმა ყალბმა ამბებმა კიდევ უფრო დაამძიმა. ამ პერიოდში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია კაშხლის მოსალოდნელი ნგრევისა და  სამაშველო ვერტმფრენების გამოძახების სერვისის არასწორი სატელეფონო ნომრების შესახებ, ასევე, სიცრუე, თითქოს ცნობილმა პორტუგალიერმა ფეხბურთელმა კრისტიანუ რონალდუმ დაზარალებულთა დასახმარებლად $11 მილიონი გაიღო.

დეზინფორმაციების გავრცელება სამაშველო ოპერაციების ეფექტურ განხორციელებას ხელს უშლიდა, საზოგადოებაში პანიკას და გაურკვევლობას იწვევდა. ინდოეთის სამხედრო სამსახურმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დეზინფორმაციის გამავრცელებელთა იდენტიფიცირებაში დახმარებოდნენ. მთავრობამ განაცხადა, რომ  კიბერ დამნაშავეების წინააღმდეგ „მკაცრ ზომებს“ მიიღებდნენ.

წყალდიდობის პერიოდში WhatsApp -ში გავრცელებული დეზინფორმაცია რამდენჯერმე გახდა ცრუ განგაშისა და საზოგადოებრივი პანიკის მიზეზი.

ერთ-ერთი ვიდეოში თვითმარქვია, რომელიც ინდურ სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, აცხადებდა, რომ რეგიონის  ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინდოეთის არმიამ კერალას რეგიონში (წყალდიდობის ერთ-ერთ ეპიცენტრში) სამაშველო ოპერაციები შეწყვიტა შეწყვიტა.  ვიდეო WhatsApp -ში სწრაფად გავრცელდა.

ინდოეთის არმია გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ აღნიშნული დეზინფორმაციისთვის არ დაეჯერებინათ.

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში აგვისტოში მომხდარი  წყალდიდობის პერიოდში ყალბი ამბებისა და ფოტოების მასობრივად გავრცელებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი ისეთი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით  დეზინფორმაციის გავრცელება, როგორიც WhatsApp-ია და რამდენად სერიოზული, ხშირად ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist