ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

15
VIEWS

დოსიე ცენტრის” მიერ 24 აგვისტოს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების საპასუხოდ,  რომელიც გამოცემის მიერ მოპოვებულ სამუშაო დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსი კრემლიდან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჯგუფებიდან ფინანსდება, 30 აგვისტოს „მედია-კავშირი ობიექტივის“ Facebook-გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელზეც დატანილია წარწერა: „პოლიტიკური სარკაზმი ცილისწამების წინააღმდეგ“, მას არ აქვს ტელევიზიის ლოგო და არც მასალის ავტორია მითითებული. ვიდეოში ჟურნალისტი საუბარს იწყებს ვებ-გვერდ dosier-venezuela.press-ის“ შესახებ. მისი თქმით, ვებ-გვერდზე ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ფინანსებთან დაკავშირებით „სკანდალური ინფორმაცია“ გამოქვეყნდა.

„სააკაშვილი და ბოკერია ვენესუელას პრეზიდენტს ნარკოდამნაშავე გენერალ კლივერ ალკალას შუამდგომლობით 25 მილიონ დოლარს სთხოვენ“ -, ვისმენთ ვიდეოში.

ვიდეოში ირმა ინაშვილის ვრცელი მონოლოგია წარმოდგენილი, სადაც ის ორ მოსაზრებას ავითარებს:

  1. რუსულენოვან “დოსიე ცენტრზე” გამოქვეყნებული ინფორმაცია სანდო არაა და შეუძლებელია, მას რეალური ძალა ჰქონდეს.
  2. ნებისმიერს შეუძლია შექმნას ვებ-გვერდი და მისთვის სასურველი ინფორმაცია განათავსოს მასზე, რომლის დახმარებითაც ცილს დასწამებს ოპონენტებს, რის საილუსტრაციოდაც ვენესუელური dosier-ის მაგალითი მოჰყავს.

ვიდეო „მედია-კავშირი ობიექტივის“ Facebook-გვერდზე 21:36 საათზე გამოქვეყნდა, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, 22:09 საათზე იდენტური ვიდეო “პატრიოტთა ალიანსის” Facebook-გვერდზეც აიტვირთა. 2 საათზე მეტი ხნის შემდეგ, 00:31 საათზე კი ვიდეო Tinp.ge – დღეს პოლიტიკაში“ Facebook-გვერდზეც გამოჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებიდან მეორე დღეს, 31 აგვისტოს ვიდეო “მედია-კავშირი ობიექტივის” ეთერში თითქმის ყოველ საათში ერთხელ გადიოდა.

thea ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

eggre ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

erth ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

“მედია-კავშირ ობიექტივის”, “Tinp.ge – დღეს პოლიტიკაში” და ამ მედიებთან დაკავშირებული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ გავრცელებული ვიდეო არის სატირა (პოლიტიკური სარკაზმი ცილისწამების წინააღმდეგ) და იყენებს “დოსიე ცენტრის” მიერ რუსულ კავშირებზე ბრალდებების გაცხადებიდან 3 დღის შემდეგ, საგანგებოდ შექმნილი ვენესუელური დოსიეს იმიტირებულ გვერდს, ასევე ექსპერტს, რომლის ექსპერტული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

1. გავრცელებული ვიდეო სატირის ფორმას რუსულ კავშირებზე ბრალდებების აბსურდულობის დასამტკიცებლად იყენებს

გავრცელებულ ვიდეოს ტიტრად „პოლიტიკური სარკაზმი ცილისწამების წინააღმდეგ“ გასდევს. სწორედ ეს ფრაზა მიგვანიშნებს, რომ ვიდეო სატირული ხასიათისაა, მისი მთავარი მიზანი კი იმ ბრალდებების გაბათილებაა, რომლებიც ჯერ კიდევ 24 აგვისტოს რუსული “დოსიე ცენტრის” გამოძიებაში გაცხადდა. ინაშვილი ვენესუელური დოსიეს დეტალური განიხილვის პარალელურად ავითარებს მოსაზრებას, რომ ამგვარი ვებ-გვერდის შექმნა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და ის მარტივად შეიძლება იქნას გამოყენებული ოპონენტების დისკრედიტირებისთვის, სწორედ ამიტომ რუსული “დოსიე ცენტრის” გაჟღერებული ბრალდებები “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთიდან შესაძლო დაფინანსებაზე ვერ იქნება სანდო და დადასტურებული ინფორმაცია.

2. ვენესუელური იმიტირებული დოსიე “დოსიე ცენტრის” გამოძიების გამოქვეყნებიდან 3 დღეში შეიქმნა

იმიტირებული ვებ-გვერდი dosier-venezuela.press-ი 6 დღის წინ, dossie.center-ის გამოძიების გამოქვეყნებიდან 3 დღეში, 2020 წლის 27 აგვისტოს შეიქმნა. ვებ-გვერდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ბერლინგტონშია რეგისტირებული.

phsd ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

dosier-venezuela.press-ზე ფოტოს სახითაა ატვირთული ის მასალა, რომელზეც ირმა ინაშვილი ვიდეოში საუბრობს. ვებ-გვერდზე, აღნიშნული სტატია-ფოტოს გარდა, სხვა ინფორმაცია განთავსებული არ არის, დიზაინი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული dossier.center-ის ვებ-გვერდის დიზაინს და უცვლელადაა გადატანილი ვებ-გვერდის ბლოკები, თუმცა არცერთი ბლოკი არ ფუნქციონირებს. გამეორებულია ვებ-გვერდის მარცხენა მხარეს ვერტიკალურად განთავსებული სლოგანი „სიმართლის უფლება“ (Право на справедливость), რომელიც „dosier-venezuela.press-ზე“ ესპანურ ენაზეა გაკეთებული.

ვებ-გვერდ “dosier-venezuela.press-ზე” არ არის მითითებული რაიმე ინფორმაცია მისი შემქნელისა და შექმნის მიზნის შესახებ.

daph ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

3. “დამოუკიდებელი ექსპერტი” ხუან სებასტიან დე ფერეირა Google-ში არ იძებნება

დამატებით არგუმენტად, ინაშვილი ახსენებს „დამოუკიდებელ ექსპერტს“, სახელად ხუან სებასტიან დე ფერეირას, მისი თქმით, ფერეირა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას სააკაშვილისა და ბოკერიას წინააღმდეგ. მამაკაცი, რომელიც ვენესუელას დროშის ფონზე საუბრობს, ორიგინალ, ესპანურ ენაზეც ახსენებს სააკაშვილსა და ბოკერიას. Google-ის საძიებო სისტემაში ხუან სებასტიან დე ფერეირას სახელით არცერთი ექსპერტი არ იძებნება.

sdgv 1 ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

sgr 2 ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

ვიდეოს გავრცელება სოციალურ ქსელში და მის გარეთ

მართალია, ვიდეო პირველად „მედია-კავშირი ობიექტივის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა პოსტი დასპონსორებული არ არის. „მედია-კავშირმა ობიექტივმა“ ვიდეო აღწერის გარეშე გამოაქვეყნა. 2 სექტემბრის მონაცემებით, ვიდეოს 21 000 ნახვა და 543 გაზიარება აქვს. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ Facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეოს, მას 2 სექტემბრის მონაცემებით, 80 000 ნახვა და 631 გაზიარება აქვს. პოსტი დასპონსორებულია, 2 სეტემბრის მონაცემებით, რეკლამაში 200$-მდეა გადახდილი და პოტენციურად, დაახლოებით 1 მილიონ Facebook-მომხმარებელზე ექნება წვდომა.

srggtss ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

გარდა „მედია-კავშირი ობიექტივის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ Facebook-გვერდებისა, ვიდეო განთავსდა „Tinp.ge – დღეს პოლიტიკაში“ Facebook-გვერდზეც, „Tinp.ge-ს“ აღნიშნული პოსტი დასპონსორებულია, 2 სექტემბრის მონაცემებით, რეკლამაში 100$-ზე ნაკლებია გადახდილი. 1 სექტემბრის მონაცემებით, ვიდეოს 8200 ნახვა და 64 გაზიარება აქვს.

ethed ინაშვილი რუსულ ფულზე დოსიეს ბრალდებებს სატირით და 3 დღის შექმნილი ვენესუელური დოსიეთი პასუხობს

სატირული ვიდეო „მედია-კავშირ ობიექტივის“ ეთერშიც გადის, პირველად ვიდეო 30 აგვისტოს, 22:21 საათზე, Facebook-გვერდზე გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ გავიდა ეთერში. ვიდეო გადიოდა არხის გასართობ, ანალიტიკურ და საახალამბებო პროგრამებს შორის, საშუალოდ 1 საათში ერთხელ. ვიდეოს არ ახლდა დამატებითი ინფორმაცია ვიდეოს მიზნისა და სპეციფიკის შესახებ. 31 აგვისტოს აღნიშნული ვიდეო „ობიექტივის“ ეთერში 11-ჯერ გავიდა.

„დოსიე ცენტრის“ გამოძიების მეორე ნაწილი

31 აგვისტოს „dossier.center-მა“ გამოძიების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. ახალ მასალაში მოცემულია ახალი დოკუმენტები, რომელთა წყაროდ, ძველი დოკუმენტების მსგავსად, გენერალი ჩერნოვია მითითებული. ახალი დოკუმენტები მოიცავს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას, კამპანიის შენიშვნასა და სამუშაო გეგმას. რამდენიმე საათში ირმა ინაშვილმა ახალ გამოძიებასაც ვიდეოთი უპასუხა. მას „დოსიე ცენტრის“ გამოძიებას „კრამერ-სააკაშვილ-ბოკერია-კუროპტევ-ლევშიც-ხოშტარიას“ სიგიჟის წარუმატებელი გაგრძელება უწოდა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს და საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ერთად სიცილს ურჩევს.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვენესუელა, რუსეთი
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist