Imedinews-ი Sputnik-ზე დაყრდნობით სერბეთში ნატოს ჰუმანიტარულ ინტერვენციას აგრესიას უწოდებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

7
117
VIEWS

2017 წლის 11 აპრილს, ტელეკომპანია “იმედის” ახალი ამბების ვებ-გვერდზე imedinews.ge გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით „სერბეთში ნატოს აგრესიის მსხვერპლთ მემორიალს აუგებენ”.

აღნიშნული მასალა არაობიქტურია და ნათლად არ ასახავს კოსოვოსთან დაკავშირებით რეალურ სურათს, რადგან ინფორმაციის სათაურში, ისევე როგორც შინაარსში, საკითხი გადმოცემულია ისე, თითქოს NATO-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა „აგრესიას” და სამხედრო „თავდასხმას” ყოფილ იუგოსლავიაზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ კოსოვოში განხორციელდა ჰუმანტირაული ინტერვენცია და იგი საერთაშორისო სამართალში, როგორც Sui generis ანუ განსაკუთრებული შემთხვევად არ მიჩნეული.

აღნიშნული ინფორმაცია Imedinews-მა საინფრომაციო პორტალ „Sputnik Сербия“-ზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც Sputnik Сербия  9 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში წერს, “1999 წელს ნატოს აგრესიის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად” ერთიანი უნივერსალური მონუმენტის აღმართვა თავად Sputnik Сербия-ს ინიციატივაა, რომელსაც დადებითად გამოეხმაურა სერბეთის პრემიერი და არჩეული პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, პატრიარქი და საზოგადოებრივი მოღვაწეები. მულტიმედია პლატფორმა „სპუტნიკი” „Россия Сегодня”-ს შემადგენლობაში შედის, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს და მართავს.

inline images kkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkk Imedinews-ი Sputnik-ზე დაყრდნობით სერბეთში ნატოს ჰუმანიტარულ ინტერვენციას აგრესიას უწოდებს

 

imedinews.ge-ის მსგავსი შინაარსის და იდენტურად დასათაურებული მასალა სხვა რუსულენოვანმა მედიებმაც გაავრცელეს:
მედიასაშუალება

ინფორმაცია მედიასაშუალების შესახებ

ახალი ამბის სათაური

Ria.ru შედის ახალი ამბების სააგენტო „Россия Сегодня”-ს შემადგენლობაში, რომელიც რუსეთის

მთავრობის მფლობელობაშია

„სერბეთში ნატო-ს აგრესიის მსხვერლპთ მემორიალს აუგებენ” (В Сербии установят памятник жертвам агрессии НАТО)

სტატია

Tsargrad.tv Царьград ТВ რუსული კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური სატელევიზიო არხია.

მაუწყებლობა დაიწყო 2015 წელს. ტელეარხის მფლობელია რუსი მეცენატი კონსტანტინ მალოფეევი.

2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა ალექსანდრე დუგინი –

ევრაზიული იდეის და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი და აფხაზეთის

და ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი

„სერბეთში ნატოს დაბომბვების მსხვერპლთა მემორიალი აიგება”

(В Сербии появится памятник жертвам бомбардировок НАТО)

სტატია

New.rambler.ru ეკუთვნის Rambler&Co., რომელიც ასევე ფლობს ვებ-გვერდებს Lenta.ru, Gazeta.ru. ზემოთაღნიშნული

საინფორმაციო საშუალებები ღიად პროპაგანდისტულია, ამას მოწმობს მედიის თავისუფლების

საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებები Lenta.ru-ს შესახებ, რომელიც მიუთითებდა ცენზურასა და მედიის შეზღუდვაზე.

2014 წელს მისი რედაქტორის გალინა ტიმჩენკოს ჩანაცვლება ღიად კრემლისტური კადრით მოხდა.

„სერბეთში ნატო-ს აგრესიის მსხვერპლთ მემორიალ აუგებენ” (Сербия воздвигнет памятник жертвам агрессии НАТО)

სტატია

სერბეთში NATO-ს ინტერვენციის შესახებ სპეკულაციები ქართულენოვან მედიაში ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად NATO-ს კოსოვოში ჰუმანიტარული ინტერვენციის შესახებ იხილეთ ჩვენს სტატიაში.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist