#Илон наш: მასკის რუსულად დაწერილი კომენტარი და რუსი მომხმარებლების რეაქცია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sc (1)
88
VIEWS

2019 წლის 11 თებერვალს რუსულმა НТВ-მ ტვიტერში ელონ მასკს ვიდეო გამოუქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მართავს რუსი სტავროპოლელი სტუდენტი ძველ ავტომობილს “Жигул” -ს, რომელიც თვითონ გადააკეთა. НТВ-მ ვიდეოს დაურთო კომენტარი, სადაც  ელონ მასკს ეკითხება, თუ როგორ მოსწონს მას ვიდეო. ელონ მასკმა ტვიტერში გამოქვეყნებულ ვიდეოზე რუსულად დააკომენტარა :  “Хаха офигенно” (მაგარია).

"

ელონ მასკის რუსულად დაწერილ ერთ სიტყვას რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ადამიანები ნახევრად ხუმრობით წერდნენ, რომ  მასკი რუსეთის აგენტია, რომელმაც თავი გამოიაშკარავა.

13 თებერვალს НТВ-მ ტვიტერში ელონ მასკის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

НТВ:“ელონი ჩვენია! მასკი, რომელიც ჩვენთან მოულოდნელად რუსულად ალაპარაკდა, ეჭვის ობიექტი გახდა: ვინ არის ის – კრემლის აგენტი, შტირლიცი თუ რუსი ჰაკერების მსხვერპლი?”

"

სოციალურ ქსელ Telegram-ში  RT-ის და Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა დაწერა, რომ “აგენტმა მასკმა თავი დაიწვა”.

ელონ მასკის შესახებ   НТВ-ს პოსტზე უამრავმა  მომხმარებელმა დააკომენტარა – “ელონი ჩვენია”. ბევრი ელონ მასკს რუსულ ლიტერატურულ პერსონაჟს ოტო ფონ შტირლიცს ადარებდა, რომელიც მესამე რაიხის გერმანიაში კგბ-ს აგენტი იყო.

Polygraph.info-ს თანახმად,  ელონ მასკი არ არის პირველი უცხოელი რომლის “მისაკუთრება” რუსეთმა სცადა. 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელში  ჰეშთეგი – ტრამპი ჩვენია #ТрампНаш აქტიურად გამოიყენებოდა.   2014 წელს განსაკუთრებით პოპულარული იყი ჰეშთეგი “ყირიმი ჩვენია” (“ КрымНаш” ) რაცას მოჰყვა “სირია ჩვენია” (“СирияНаша”).

ჰეშღეგი “ჩვენია” კრემლის პროპაგანდის მიერ აქტიურად გამოიყენება. ეს ჰეშთეგი აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირი თუ ობიექტი რუსული საზოგადოების თვალში “სწორ მხარეს დგას” რაც ასევე ნიშნავს, რომ პუტინის და რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერია.

მოცემულ გრაფიკზე ჩანს, რომ ჰეშთეგი “ჩვენია” 2016 წლიდან პოპულარულია და პიკს 2016 წლის ბოლოს მიაღწია.

"
წყარო:Polygraph.info

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist