იკრძალება თუ არა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ალკოჰოლი და ლგბტ თემის დასწრება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.3k
VIEWS

6-7 ოქტომბერს ქართულენოვანი და რუსულენოვანი ფეისბუქ პროფილები (1,2,3,4) და გვერდები (1,2,3,4,5) ავრცელებდნენ პოსტერს, რომელზეც ინგლისურ და არაბულ ენებზე დატანილია იმ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებსაც კატარი 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩასულ გულშემატკივრებს უწესებს. შეზღუდვებს შორისაა: ალკოჰოლის მიღება, ჰომოსექსუალიზმი, ვულგარული ჩაცმულობა, უხამსი საუბარი, სალოცავი ადგილების უპატივცემულობა, ხმამაღალი მუსიკა და ხმაური, პაემნები და ნებართვის გარეშე ადამიანებისთვის ფოტოების გადაღება.  ფეისბუქ პროფილების და გვერდების ნაწილი (1,2,3) იდენტურ ინფორმაციას პოსტერის გარეშე ავრცელებდა.

Screenshot 4 2 იკრძალება თუ არა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ალკოჰოლი და ლგბტ თემის დასწრება?

გავრცელებული პოსტერი კატარის მთავრობას არ ეკუთვნის და მასზე დატანილი ინფორმაციის ნაწილი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორების აქამდე გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება. არსებული მონაცემებით, კატარში ჩასული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სპეციალურად განსაზღვრულ დროსა და ადგილებში ალკოჰოლის მიღება ნებადართული იქნება. ასევე, არ არსებობს შეზღუდვები მსოფლიო ჩემპიონატზე ჰომოსექსუალების დასწრების ან გულშემატკივართა პაემანზე წასვლის წინააღმდეგ.  

კატარის 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გავრცელებული პოსტერის ნამდვილობა ოფიციალური ტვიტერის გვერდზე უარყვეს. განცხადების მიხედვით, დეტალური ინფორმაცია გულშემატკივრებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

Screenshot 5 2 იკრძალება თუ არა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ალკოჰოლი და ლგბტ თემის დასწრება?

პოსტერზე მოცემული შეზღუდვების ნაწილი კატარის წარმომადგენლების აქამდე გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება. 

მაგალითად, მცდარია მტკიცება, რომ ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია. ორგანიზატორების განმარტებით, “სტრატეგია ალკოჰოლის ირგვლივ” ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სტადიონების პერიმეტრის გარკვეულ ზონებში თამაშების დაწყებამდე და მათი დასრულების შემდეგ ალკოჰოლის მიღება ნებადართული იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ კატარში ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მკაცრი კანონები მოქმედებს, ორგანიზატორების ირწმუნებიან, რომ ლგბტქ+ თემის წევრები ჩემპიონატზე დასწრებას უპრობლემოდ შეძლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გულშემატკივრებს შესაძლოა ლგბტქ+ დროშები მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩამოერთვათ. ამ თემის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

რაც შეეხება პოსტერზე მოცემული კიდევ ერთი შეზღუდვას, რომელიც არაბულად აღწერილია, როგორც “აკრძალული ურთიერთობები”, ხოლო ინგლისურად როგორც “პაემნები”, არსებული შეზღუდვები ვრცელდება საჯარო ინტიმურ ურთიერთობებზე, მაგალითად, როგორიცაა კოცნა და არა ნებისმიერ პაემნის ტიპის შეხვედრაზე და ის ერთნაირად შეეხება როგორც ჰომოსექსუალ, ასევე ჰეტეროსექსუალ წყვილებს

ქართულ სტატიებში (1,2) პოსტერზე მოცემული ტერმინების ნაწილი არასწორადაა თარგმნილი. მაგალითად, შეზღუდვა, რომელსაც არაბულად “ვულგარული ჩაცმულობა” აწერია, აღწერილია როგორც ქალის მიერ სტადიონზე ფეხის ფეხზე გადადების აკრძალვა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist