იძულებითი ვაქცინაცია “სახურავ-სახურავ” თუ სახურავიდან საკარანტინე სივრცეში გადაყვანა? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

23
VIEWS

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც სახლის სახურავზე ასული მამაკაცი და რამდენიმე ექიმია ასახული. ვიდეოების აღწერის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი მამაკაცის იძულებით ვაქცინაციას ცდილობს. ვიდეო გაავრცელეს ფეისბუქ ანგარიშებმა კრიტიკული აზროვნება, გვანცა მაჭავიარიანი, გვერდებმა ეროვნული იდეოლოგია უალტერნატივოა, !!მნიშვნელოვანი!!, ანგარიშმა კრიტიკული აზროვნება ვიდეო ჯგუფში ლევან ვასაძის მხარდამჭერები ატვრითა.

;
ვიდეოს იძულებით ვაქციანციასთან კავშირი არ აქვს, ის არგენტინის რეგიონ ფორმოსაშია გადაღებული და მოქალაქის საკარანტინე სივრცეში გადაყვანას ასახავს. 

ვიდეო არგენტინის ჩრდილოეთ რეგიონში ფორმოსაშია გადაღებული და ადგილობრივი მთავრობის  მიერ პანდემიის დროს იზოლაციისთვის შექმნილ სპეციალურ ზონაში კოვიდინფიცირებული ან ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი მოქალაქის იძულებით გადაყვანას ასახავს. ამის შესახებ თავიანთი იუთუბ არხის საშუალებით არგენტინელმა და ბრაზილიელმა ჟუნრალისტებმა მარია ევგენიამ და მარია ლაურამ 2021 წლის 25 მაისს ისაუბრეს.

;

ჟურნალისტები თავიანთ მიმართვაში ხაზს უსვამდნენ, რომ ფორმოსაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რადგან ისინი იზოლაციის მიზნით ციხის მსგავს საკონცენტრაციო ბანაკებში იძულებით გადაჰყავთ და ზოგჯერ, კოვიდ ტესტის პასუხის ცოდნის გარეშე, იქ კვირების განამვლობაში უწევთ ყოფნა.

კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ფორმოსას პროვინციის ადგილობრივი მთავრობის მიერ მიღებული კანონის პრობლემატურობაზე ორგანიზაცია Human Rights Watch-ც წერდა. HRW-ისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან ფორმოსას საიზოლაციო ბანაკებში 24 000-ზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს, მათ შორის იყვნენ ფორმოსაში სხვა პროვინციებიდან შესული პირები, კოვიდდადებითი მოქალაქეები და მათთან კონტაქტში მყოფები. HRW აღნიშნავს, რომ ამ ტიპის ცენტრებში მოხვედრილ ადამიანებთან ინტერვიუების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბანაკებში დაცული არ იყო სანიტარული და იზოლაციის პირობები, არ ნიავდებოდა ოთახები და კოვიდდადებითი პირები მათთან ერთად იყვნენ მოთავსებულნი, ვინც ჯერ კიდევ ტესტის პასუხს ელოდა. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი დაწესებულებაში კარანტინისთვის რეკომენდირებული 14 დღეზე ბევრად მეტს ატარებდა, რადგან დროის მონიტორინგი არ ხდებოდა.

აღნიშნული ვიდეოში სწორედ ამ ტიპის დაწესებულებაში ერთ-ერთი მოქალაქის გადაყვანაა ასახული, ჟურნალისტები ვიდეოს გადაღების თარიღს არ ასახელებენ, თუმცა მათი ვიდეომიმართვა 25 მაისს გამოქვეყნდა, ვიდეოს იძულებით ვაქცინაციასთან დაკავშირება კი მოგვიანებით ივლისში დაიწყო.

9 ივლისს კანადელმა ჟურნალისტმა ეზრა ლევანტმა ვიდეო ირონიული წარწერით გამოაქვეყნა, ლევანტი წერდა, რომ სანდო პირები კარდაკარ და თუ საჭირო იქნებოდა, სახურავ-სახურავ მივიდოდნენ მოქალაქეების ასაცრელად, ვიდეოში ასახული ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ვაქცინებს, თუმცა მასაც “დაარწმუნებდნენ”. ლევანტის ტვიტერის ანგარიშზე ამჟამად ვიდეო აღარ იძებნება, შემორჩენილია მხოლოდ მისი აღწერა.

;
11 ივლისს ეზრა ლევანტის ვიდეო და ტექსტი ტიკ-ტოკის ანგარიშის nahnews-ის გვერდზეც მოხვდა, nahnews-ი ვიდეოში ასახულ მოვლენებს კანადას აწერდა.

;

13 ივლისს ვიდეო სოციალურ ქსელ Bigchute-ზეც გამოჩნდა, სათაურის მიხედვით ვიდეო არგენტინის იძულებით ვაქცინაციას ასახავდა.

;

იძულებით ვაქციანაციასთან არასწორი აღწერით დაკავშირებული ვიდეო “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
2018 წლის დაკავება ნარკოტიკისთვის თუ 2021 წლის იძულებითი ვაქცინაცია?
ცრიან თუ არა ავსტრალიაში მოქალაქეებს იძულებით ქუჩაში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: არგენტინა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist