იბერიული ერთობის მანიპულაცია მუსლიმთა მშვიდობიანი დემონსტრაციის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

share
298
VIEWS

2018 წლის 29 მაისს ულტრანაციონალისტურმა ფეისბუკ გვერდმა “იბერიული ერთობა”  გაავრცელა ვიდეო, სათაურით “#ოკუპაცია”, რომელიც მუსლიმების მსვლელობას ასახავდა და თან ერთვოდა ქსენოფობიური ტექსტი. “იბერიული ერთობა” ლონდონში მუსლიმების მსვლელობას “უიარაღო ოკუპაციას” უწოდებს და ქართველ მომხმარებელს უცხოელების წინააღმდეგ რადიკალური ფორმების მიღებისკენ მოუწოდებს.

იბერიული ერთობა: “მუსლიმი ქალების მარში ლონდონში. 13 წლის ჯორჯიანელი ნინჩო და ლიბერასტები იტყვიან რომ ეს პროგრესია. ეს არის ოკუპაცია უიარაღოდ! ისედაც გადაშენების პირას მყოფი ერებიდან ხუთეულში ვართ და უცხოელების რაოდენობა საქართველოში დღითიდღე იმატებს. მალე ჩვენც ასე ვიქნებით. უფრო რადიკალური ფორმების მიღებაა საჭირო. აქციებზე ყვირილი და ფეისბუქზე წერა არაფერს შეცვლის.”

ვიდეოს 15 ათასი ნახვა და 270 გაზიარება აქვს, მას სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

"

“იბერიული ერთობის” გავრცელებული ვიდეო და თანდართული აღწერა მანიპულაციურია. სინამდვილეში, ვიდეოში ასახულია 2017 წლის 1 ოქტომბერს მუსლიმების მიერ ლონდონში ჩატარებული მარში, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მუსლიმების მიერ “ოკუპაციად” და “საფრთხედ” წარმოჩენა მანიპულაციურია და მკითხველში მუსლიმების წინააღმდეგ ფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

რეალურად, იბერიული ერთობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ლონდონში მცხოვრები მუსლიმების მშვიდობიანი დემონსტრაციაა ასახული. 2017 წლის 1 ოქტომბერს ათასობით მუსლიმმა ლონდონში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო (ISIS)“ და ტერორიზმი გააპროტესტა. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა ტერორიზმის მსხვერპლები გაიხსენეს და მუსლიმებისთვის წმინდა დღე აშურა აღნიშნეს.

მსვლელობაში მონაწილეებს აღმართული ჰქონდათ ბანერები, წარწერებით “ტერორისტები, ალაჰისა და კაცობრიობის მტრები“, „ისლამი პატივს სცემს ყველა რწმენას.” მსველობაში ასევე მონაწილეობდა დევიდ ჰეინსის ძმა. ჰეინსი ჰუმანიტარული მუშაკი იყო, რომელსაც 2014 წლის სექტემბერში “ჯიჰადი ჯონის” სახელით ცნობილმა ISIS-ის ტერორისტმა თავი მოჰკვეთა.

"

"

“იბერიული ერთობის” შესახებ

“იბერიული ერთობა” ულტრა-ნაციონალისტური და ქსენოფობიური ჯგუფია, რომელიც  სოციალურ ქსელში მუსლიმი თემისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ სიძულვილის ენითა და ძალადობისკენ მოწოდებებით გამოირჩევა. “იბერიული ერთობა” მონაწილეობას იღება 2018 წლის 13 მაისს ე.წ. “კონტრაქციაში”, რომელიც ყოფილი პარლამენტის შენობის წინ აქცია #თავისუფლებისთვის მონაწილეთა წინააღმდეგ იყო მიმართული.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

ბორ
იბერიული ერთობა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist