ჰაკერული თავდასხმა ბრიტანულ ინსტიტუტზე, რომელიც რუსულ დეზინფორმაციას ებრძვის, დიდი ალბათობით, ГРУ-მ განახორციელა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

oriii
92
VIEWS

6 მარტს გამოცემა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია,  რომ ბრიტანეთის დანაშულის ეროვნული სააგენტო ბრიტანულ ორგანიზაცია Institute for Statecraft-ზე სავარაუდო ჰაკერულ თავდასხმას იძიებდა. სამთავრობო წყაროების ცნობით, თავდასხმა ორგანიზაციაზე, რომელიც რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ებრძვის, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა ГРУ-მ განახორციელა.

იგივე  წყაროების თანახმად, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი, შესაძლოა, განპირობებული იყოს ბრიტანეთის განცხადებით, რომლითაც გასულ წელს  ქვეყანამ ГРУ სკრიპალების მოწამვლაში დაადანაშაულა და მისი ფარული საქმიანობის გამოაშკარავების პირობა დადო.

თავდაცვის სამონსიტროს ყოფილი თანამდებობის პირი და Institute for Statecraft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრის დონელი  Sky News-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი აზრით, ჰაკერული თავდასხმის უკან ГРУ დგას, მაგრამ  ამის მტკიცებულება არ გააჩნია, რადგან ჰაკერებმა დახვეწილი ტექნოლოგიები გამოიყენეს და მარტივად აღმოსაჩენი კვალი არ დაუტოვებიათ.  

დონელის შეფასებით, რადგან საქმეს ელიტარული ქვედანაყოფი – დანაშაულის ეროვნული სააგენტო იძიებს, რომელსაც ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებები გააჩნია, ბრიტანეთის ხელისუფლება მომხდარს მტრული სახელმწიფოს მიერ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ განხორციელებულ სერიოზულ თავდასხმად აფასებს.

ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერი დიმიტრი პერსკოვი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით, რუსეთი სხვა ქვეყნებს საეთაშორისო თანამშრომლობას თავად სთავაზობს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist