ჰაინრიხ ჰიმლერი თუ ვასილი მიხაილის ძე ალექსეევი?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

დფგ
153
VIEWS

“დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 75 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში “უკვდავი პოლკი” ოფიციალურ საიტზე ომში მონაწილე ვეტერანების ფოტოებსა და პროფილებს აქვეყნებდა. თითოეულ მსურველს ოჯახის ვეტერანი  წევრის მონაცემების გაგზავნა შეეძლო, “უკვდავი პოლკის” საიტზე კი მონაცემები იმ რეგიონების მიხედვით განთავსდა, თუ რომელ ფრონტზე იბრძოდნენ, სად დაიბადნენ ან ცხოვრობდნენ მეომრები.

ამ პროექტის ფარგლებში უკვდავი პოლკის საიტზე, როსტოვის განყოფილებაში გამოჩნდა პოლკოვნიკ ალექს მიხაილის ძე ალექსეევის ფოტო, რომელიც სინამდვილეში გერმანიის ნაცისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ჰაინრიხ ჰიმლერს ეკუთვნის.

'
წყარო: https://pdmnews.ru/12247/

“უკვდავი პოლკის” პარტნიორობით შექმნილ პორტალზე “ხსოვნის ბანკი” კიდევ ერთი “ვეტერანის” ფოტო  მოხვდა. დიდი სამამულო ომის მონაწილე გიტლე ადოლ ალიოსო რეალურად ადოლფ ჰილტერი არმოჩნდა. სავაჭრო-გასართობმა ცენტრმა “კოსმოსმა”  ხსოვნის ბანკის მონაცემების საფუძველზე ВКонтакте-ში აქცია სახელწოდებით “გმირების სახელები” ( “Имена героев”) წამოიწყო. ამ აქციის ფარგლებში ჰიტლერის ფოტო ამჯერად ვლადიმირ ვლადიმირის ძე სუმინის სახელით გავრცელდა, რომელიც ნაცისტების წინააღმდეგ ომში 1942 წელს ჩაერთო და კურსკის და მოსკოვის ფრონტზე იბრძოდა.

"

ორივე გვერდიდან ჰიტლერის და ჰიმლერის ფოტოები აღებულია. ნაცისტი ლიდერების ფოტოების განთავსების გამო რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. “უკვდავი პოლკის” როსტოვის კოორდინატორმა ჰიმლერის ფოტოს გამოქვეყნებას პროვოკაცია უწოდა, სავაჭრო ცენტრმა კოსმოსმა კი ჰილტერის ფოტოს გამო ბოდიში მოიხადა.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist