Guria Times ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის შესახებ გაყალბებულ პოსტერს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

40
VIEWS

29 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “Guria Times – გურია თაიმსი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ოზურგეთის მოქმედი მერის და ამჟამად მუნიციპალურ არჩევნებში მერობის დამოუკებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის პლაკატების ფოტოებია მოყვანილი. პლაკატებზე შარაშენიძე ნაციონალური მოძრაობის ლოგოსთან და ნომერ 5-თან ერთადაა გამოსახული და მასზე დატანილია ტექსტი “ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობა უნდა დავაბრუნოთ”. გურია თაიმსის მიხედვით შარაშენიძე მოსახლეობას წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ “ქართული ოცნების” ერთგული იყო და ის საარჩევნო კამპანიის დროს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსპირაციულ შეხვედრებზე დააფიქსირეს.

"

ფოტოზე გამოსახული პლაკატები კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო კამპანიის ნაწილს არ წარმოადგენს, ისინი სავარაუდოდ ფოტოშოპშია დამუშავებული და მათი მიზანი დამოუკიდებელი კანდიდატის დისკრედიტაციაა.

“მითების დეტექტორი”  ინფორმაციის გადასამოწმებლად ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პლაკატები გუშინ ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” აქტივისტებმა გამოაკრეს და თავად მას “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი არ აქვს. ამასთან ერთად, პლაკატზე გამოსახულია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი 5, კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო ნომერი ადგილობრივ არჩევნებზე კი 56-ია.

"

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ გვერდი გურია თაიმსი თავდაპირველად 2015 წლის 27 აგვისტოს შეიქმნა სახელწოდებით Georgian Wall Street, 2019 წლის 14 მაისს გვერდს Sharebook – შეარბუქი დაერქვა, გურია თაიმსად კი 2021 წლის 30 ივლისს გადაკეთდა. გვერდი რეგიონული მედიის სახელით პოზიციონირებს, თუმცა უმეტესწილად ოზურგეთის მოქმედი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის დისკრედიტაციის და პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერის შემცველ პოსტებს აქვეყნებს. გვერდს მსგავსი შინაარსის არაერთი პოსტი აქვს დასპონსორებული. ჯამში გვერდს რეკლამებზე 780 დოლარი აქვს დახარჯული. (www.ghgossip.com) ბოლო 1 კვირის განმავლობაში შარაშენიძის დისკრედიტაციის შემცველი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი პოსტების დარეკლამებაზე გვერდს 103 დოლარი აქვს დახარჯული. მათ შორის იყო პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ოზურგეთის მერიის შენობის იმ სართულიდან, სადაც შარაშენიძის კაბინეტი მდებარეობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს, თავად შარაშენიძე კი აქციას გეგმავდა, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდებოდა.

გვერდი გურია თაიმსი წინასაარჩევნო პერიოდში “მითების დეტექტორის” ანგარიშშიცმოხვდა როგორც რეგიონული მედიის სახელით მოქმედი გვერდი, რომელიც რეალურად პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერ და ოპონენტების მადისკრედიტებელ პოსტებს აქვეყნებდა.

"

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist