გულისხმობს თუ არა ხელოვნური საშვილოსნო ადამიანის კლონების შექმნას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

139
VIEWS

2021 წლის 29 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ნავი გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ის ირწმუნება, რომ 1955 წლიდან ადამიანების და ცხოველების კლონების შესაქმნელად ცდები ტარდება და რომ ეს პროცესი გლობალური შეთქმულების ნაწილია. პოსტში საუბარია, რომ “სატანისტების სექტა”, რომელიც ყველაფერს მართავს, ბავშვების სისხლით იკვებება და სატანისტურ რიტუალებს ატარებს.

 

;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 1955 წლიდან ექსპერიმენტები ტარდება, რისი მეშვეობითაც ხელოვნურ ადამიანებს ქმიან, დეზინფორმაციაა. პოსტის თანდართული ვიდეო კი ხელოვნური საშვილოსნოს პროტოტიპს წარმოადგენს, რომლის დანიშნულება ნაადრევად დაბადებული ნაყოფის გადარჩენა და განვითარებაა.

აღნიშნული ვიდეო ეკუთვნის ტიკ-ტოკის მომხმარებელს – @vertitas, რომელიც ძირითადად შეთქმულების თეორიების ამსახველ შინაარსს ავრცელებს. ვიდეო აერთიანებს ფეისბუქ გვერდის – Hashem Al-Ghaili კადრებს, ასევე ემანუელ გრინბერგის შემქნილ ვიზუალს, რომელმაც 1955 წელს ხელოვნური საშვილოსნოს მოდელი მართლაც დააპატენტა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ხელსაწყო მისი მოდელის მიხედვით მართლაც შეიქმნა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გრინბერგის შექმნილი ხელოვნური საშვილოსნოს მოდელი არ გულისხმობს ხელოვნური ადამიანების ან მისი კლონების შექმნას, როგორც ეს ლევან ნავის პოსტშია მითითებული, არამედ აღნიშნული მოდელის მიზანი იყო, რომ ნაადრევად დაბადებული ნაყოფი გადაერჩინა. მოდელში ხელოვნურ საშვილოსნოს აქვს განყოფილება ნაყოფის მოსათავსებლად, ჭიპლარი და პლაცენტა უერთდება ხელოვნურ სისტემას, რომელიც ნაყოფს კვებავს. ხელოვნური საშვილოსნოს დანიშნულებაა ნაყოფი მიიყვანოს განვითარების იმ ეტაპამდე, რომ საშვილოსნოდან მოხსნის შემდეგ მან სიცოცხლე ჩვეულებრივ განაგრძოს.

;

მიღწევა ხელოვნური საშვილოსნოს შექმნის მიმართულებით იყო 2017 წელს ცხვრებზე განხორციელებული წარმატებული ექსპერიმენტი, როდესაც მეცნიერებმა ნაყოფისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ხელოვნურ საშვილოსნოში მოახერხეს.

;
წყარო:The Guardian. ფოტო: Emily A Partridge / Nature communications/CHOP handout/EPA

2019 წელს ნიდერლანდელმა მეცნიერებმა 2.9 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღეს, რაც მომავალ ხუთ წელიწადში ხელოვნური საშვილოსნოს პროტოტიპის შექმნას ემსახურება. მისი დანიშნულება ორსულობის 22-ე კვირამდე გაჩენილი ახალშობილებისთვის სასიცოცხლო პირობების შენარჩუნება იქნება, სანამ ისინი ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოს განივითარებენ. წარმატების შემთხვევაში მეცნიერები შექმნიან პირველი ხელოვნური საშვილოსნოს მოდელს ადამიანებისთვის. აღნიშნული კვლევა ევროკავშირის დაფინანსების პროგრამის – Horizon 2020 ნაწილია, რომელიც მეცნიერული ინოვაციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist