გორი თუ იემენი – სად არის გადაღებული მაღაზიის ფოტო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

149
VIEWS

Სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც მაღაზიის ვიტრინების წინ  ჩამოკიდებული მანეკენებია გამოსახული, აღწერის მიხედვით, ფოტო გორშია გადაღებული. Ფოტო გამოქვეყნდა ფეისბუქ ჯგუფებში 1.000.000 ქართველი, ახალი ენერგია, ასევე ფეისბუქ გვერდებზე გადარეული გურული და მსოფლიო სიხალეები.

 

"

მანეკენების ამსახველი ფოტო არა გორში, არამედ იემენის ქალაქ ელ-ბეიდაში 2020 წლის თებერვალშია გადაღებული. 

ამ დროისთვის ინტერნეტში ფოტოს ყველაზე ადრეული ვერსია 2020 წლის 9 თებერვალით თარიღდება. ფოტო მისი გადაღების ადგილის მითითების გარეშე სოციალურ ქსელ Reddit-ზე იყო გამოქვეყნებული.

"

"

ადგილობრივი იემენური გამოცემა Alshahed News-ის 2020 წლის 28 თებერვლის მასალის მიხედვით, ფოტო იემენის ქალაქ ელ-ბეიდაშია გადაღებული, ის სიკვდილით დასჯის სცენის შთაბეჭდილებას ტოვებს და ინტერნეტში სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა.

"

Ფოტო სოციალურ ქსელში ძირითადად სახალისო აღწერებით სხვადასხვა უცხოენოვანი გვერდების მიერ ვრცელდებოდა.

"

აღსანიშნავია, რომ ფოტოზე არაბულ წარწერებიანი ბანერიც ჩანს.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (www.fcsn.org) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იემენი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist