“გონების მომნიჭებელი” თუ კორონავირუსისგან დამცავი ხატი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

48
VIEWS

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად სოციალურ ქსელში მომხმარებლები ხშირად აზიარებენ რელიგიური შინაარსის სიმბოლოებს, მათ შორის ხატებს, რომლებიც მათი რწმენით ადამიანებს ვირუსისგან იცავს. 29 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა საქართველოს მარგალიტები, ხოლო მოგვიანებით 3 და 6 მარტს გვერდებმა ქრისტიანიჭეშმარიტება გაავრცელეს ხატი, შემდეგი აღწერით: ,,სასწრაფოდ! კორონავირუსისგან დამცავი ხატი. გააზიარე ეს ხატი, დაწერე ამინ და კორონა ვირუსი არ შეგხვდება. ძალიან ძლიერი სასწაულმოქმედი ხატია”

მიუხედავად იმისა, რომ პოსტები რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, გვერდი “ქრისტიანის” მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ფეისბუქ მომხმარებლები ახლაც აზიარებენ და მას ბოლო 24 საათში 90 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ფეისბუქ გვერდების ,,საქართველოს მარგალიტები”, ,,ჭეშმარიტება” ,,ქრისტიანის” მიერ გავრცელებული ხატი მართლმადიდებულ წყაროებში სულ სხვა შინაარსითა და დატვირთვით იძებნება. რეალურად, ხატის დასახელება არის “გონების მომნიჭებელი” და არ უკავშირდება კორონავირუსს. 

ინფორმაცია იდენტური ხატის შესახებ მართლმადიდებლური ჟურნალ „კარიბჭის” გვერდზე 2008 წლით არის დათარიღებული და ის “გონების მომნიჭებელ” ხატად არის მოხსნიებული. იმავე წყაროს განმარტებით, ხატის პირველი გამოსახულება ქალაქ რიბინსკში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარშია მოთავსებული. მისი შექმნა კი დაკავშირებულია  რწმენასთან, რომ “ღვთისმშობელი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა და ძისა თვისისა, იგი ადამიანებს მიმადლებს სულიერ და ხორციელ ნიჭებს.” ხატის დათარიღების შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს, თუმცა მკვლევართა ნაწილი მას მე-18, მე-19 საუკუნეებით ათარიღებს.

რაც შეეხება სოციალურ მედიაში გავრცელებულ ხატს, ის 2007 წელს არის შესრულებული და მისი ავტორი ქართველი მხატვარი და იკონოგრაფი თამარ რიგიშვილია.

პოსტის გავრცელების შესახებ 

აღსანიშნავია, რომ გვერდი საქართველოს მარგალიტები, რომელმაც ხატი პირველად გაავრცელა, გასართობი შინაარსის მასალებს ავრცელებს და არაერთგვაროვანი პოსტები აქვს, მას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა რელიგიური შინაარსის გვერდებზე  ქრისტიანი და ჭეშმარიტება პოსტებს ამ დრომდე ერთ შემთხვევეაში 22 000-მდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 3 500-მდე გაზიარება აქვს.

წმინდა კორონა

აღსანიშნავია, რომ Covid-19-ის გამოჩენასთან ერთად მსგავსი შინაარსის პოსტები სხვა ქვეყნებშიც ვრცელდებოდა. მაგალითად, Snopes.com-ის მასალის მიხედვით, სოციალურ ქსელში ზიარდებოდა ინფორმაცია ეპიდემიისას ადამიანების მფარველ წმინდანზე სახელად კორონაზე. აღნიშნული ცნობები უარყვეს ბოსტონის კოლეჯის საეკლესიო ისტორიის კათედრაზე. წმინდა კორონას შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში 2008 წელსაც გამოქვეყნდა, თუმცა დღემდე მისი კავშირი ეპიდემიასთან არ ჩანს.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist