გომბორი, კარპატები, დილიჯანი თუ იაპონია? – სად მდებარეობს ფოტოზე ასახული უღელტეხილი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

342
VIEWS

22 ოქტომბერს ფეისბუკ ჯგუფში 1.000.000 ქართველი გამოქვეყნდა ფოტო, რომელიც პოსტის ავტორის მტკიცებით, გომბორის უღელტეხილს ასახავს. იდენტური ფოტო 2018 წლის მარტშიც გავრცელდა და ფეისბუკ გვერდის “რაც მაგრები ვართ კახელები ვართ” მტკიცებით ფოტო შემოდგომით, გომბორში იყო გადაღებული.
"
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს აღწერა სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტოზე ასახული ადგილი არა გომბორის უღელტეხილი, არამედ იაპონიაში ტოჩიგის პრეფექტურაში მდებარე იროჰაზაკას გზის მონაკვეთია.

იროჰაზაკას 15.8 კილომეტრიანი მონაკვეთი ცენტრალური ნიკოტოს ტერიტორიის ოკუნიკოს რეგიონის მთიან ნაწილთან აკავშირებს.  “იროჰა”  ძველი იაპონური ანბანის პირველი სამი (48 -დან) სიმბოლოა, რომელსაც ახლა “აიუეო” ჰქვია, ხოლო ზაკა ფერდობს აღნიშნავს.  მონაკვეთი მთლიანობაში 48 მოსახვევს მოიცავს და თითოეულ მოსახვევს ანბანის ასო შეესაბამება. იროჰაზაკას გზის მონაკვეთში საბაგიროს, კეგონის ჩანჩქერსა და ტბა ჩუზენჯის ვხვდებით. ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით, გზის მიმდებარედ ფერდობები წითელ-ყვითელი ტონებით ფერადდება, რის სანახავადაც ასობით ტურისტი დადის.
"
ფოტო:prlog.org
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რუმინეთის კარპატების ერთ-ერთი უღელტეხილი ჰგონიათ, თუმცა აღნიშნული Bicaz Gorge-ის მონაკვეთი წიწვოვანი ტყით არის შემოსაზღვრული, რომელიც შემოდგომაზე ფერს არ იცვლის.
"
აღნიშნული გზის მონაკვეთი გომბორისა და კარპატების გარდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დილიჯანიც კი ეგონათ.  უფრო მეტიც, 2020 წელს გავრცელებული ფოტო  სომხეთში ტურისტული მარშრუტების აღსაწერადაც გამოიყენებოდა.
"

რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, იგი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედზე, ზღვის დონიდან 1620 მეტრზე მდებარეობს და იგი შიგნით და გარე კახეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა, რომელიც გომბორის უღელტეხილზე გადის, მთლიანობაში 65 კილომეტრი სიგრძისაა თელავისა და ახმეტის რაიონებს, ნაწილობრივ ყვარელის რაიონს და მიმდებარე სოფლებს თბილისთან აკავშირებს.

"
ირაკლი გედენიძის ფოტო
გომბორის უღელტეხილი 360°-ით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე"
ირაკლი გედენიძის ფოტო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist