ღარიბაშვილის 3 გზავნილი, რომელიც კრემლის მედიამ აიტაცა 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

332
VIEWS

2023 წლის 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელისუფლებო სარედაქიო პოლიტიკის ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის კვირას” სტუმრობდა, სადაც, ვრცელი ინტერვიუს დროს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონისა და 7-9 მარტის საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა.  

დემონსტრაციებზე საუბრისას ღარიბაშვილმა უკრაინა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა და პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, “საკუთარი ქვეყნისთვის მიეხედა.” აქვე, ღარიბაშვილმა უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყანაში “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობას დაუკავშირა. 

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული გზავნილები კრემლის პროპაგანდისტური მედიის ობიექტივში მალევე მოექცა. 12-13 მარტს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიებმა საქართველოს პრემიერის განცხადებიდან შემდეგი 3 გზავნილი აიტაცეს:

  1. ზელენსკის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს
  2. ზელენსკი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ერევა
  3. უკრაინამ სააკაშვილი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად გამოგზავნა

აღნიშნული გზავნილები რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებზე შემდეგი სათაურებით გაშუქდა:

  1. ზელენსკის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია TV Zvezda: Премьер Грузии Гарибашвили заявил, что страна не станет открывать второй фронт для Украины (“საქართველოს პრემიერმა ღარბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინის გამო მეორე ფრონტს არ გახსნის”) ; სხვა პროპაგანდისტული გამოცემები: Russia Today – Власти Грузии пообещали не допустить «второго фронта» для Украины (“საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ უკრაინის გამო მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებს”); Взгляд (Vz.ru) – Премьер Грузии обвинил Украину в намерении втянуть республику в войну (“საქართველოს პრემიერმა უკრაინა ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა”);  Eurasia Daily და Tvesti.– “Зеленский мотивирован на войну в Грузии — Гарибашвили” (“ზელენსკი საქართველოში ომის დაწყებაზეა მოტივირებული – ღარიბაშვილი”) ;
  2. ზელენსკი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ერევა: Gazeta.ru – “Премьер Грузии Гарибашвили призвал Зеленского не вмешиваться в их политическую жизнь” (“საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა მოუწოდა ზელენსკის, არ ჩაერიოს მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში”); Lenta.ru – Зеленского призвали не вмешиваться в политическую жизнь Грузии” (“ზელენსკის მოუწოდეს, არ ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში”); Московский Комсомолец – “Премьер Грузии Гарибашвили раскритиковал Зеленского за поддержку протестов в Тбилиси” (“საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა ზელენსკი თბილისის აქციების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა”); Vedomosti– “Премьер Грузии призвал Зеленского не вмешиваться в политическую жизнь республики” (“საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა მოუწოდა ზელენსკის, არ ჩაერიოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”).
    აღსანიშნავია, რომ  იგივე სათაურებს სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების (1, 2) გვერდზეც ვხვდებით.

     

  3. უკრაინამ სააკაშვილი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად გამოგზავნა: იმედთან ინტერვიუში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ პროგნოზი 2021 წელსვე არსებობდა, შესაბამისად, სააკაშვილის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლა საქართველოს პოტენციურ საომარ მოქმედებებში ჩათრევას უკავშირდებოდა.  ღარიბაშვილის მტკიცება, თითქოს სააკაშვილი კიევმა ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩასართავად გამოგზავნა  Russia Today, Tass.ru,-მ და Gazeta.ru-მ შემდეგი სათაურებით გაავრცელეს: 
    • Russia Today: “Премьер Грузии: Киев вернул Саакашвили на родину для включения в военные действия” (საქართველოს პრემიერი: კიევმა სააკაშვილი სამშობლოში საომარ მოქმედებებში ჩასართავად დააბრუნა);
    • Tass.ru: “Гарибашвили: Украина прислала Саакашвили в Грузию для включения страны в военные действия” (“ღარიბაშვილი: უკრაინამ სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის საომარ მოქკედებებში ჩასართავად გაგზავნა”);
    •  Gazeta.ru: “Гарибашвили: Украина прислала Саакашвили в Грузию, чтобы втянуть ее в конфликт.” (“ღარიბაშვილი: უკრაინამ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ გაგზავნა, რომ ქვეყანა კონფლიქტში ჩაეთრია”).

მოსკოვის რეაქცია 7-9 მარტის აქციებზე

აღსანიშნავია, რომ თბილისში 7-9 მარტის “უცხო ქვეყნის გავლენის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას კრემლის აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. რუსი პოლიტიკოსები და კრემლის პროპაგანდისტული მედია, ერთის მხრივ, პროტესტს 2014 წლის მაიდნის მოვლენებთან აკავშირებდნენ და ქართველებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ აფრთხილებდნენ, მეორე მხრივ კი, საპროტესტო აქციების წაქეზებაში დასავლეთს ადანაშაულებდნენ და მას ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდმემ. 

9 მარტს რუსეთის პირველი არხის გადაცემაში “დიდი თამაში” რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პროცესი ძალიან ჰგავს მაიდანს, ხოლო კანონის კრიტიკა მხოლოდ საბაბია იმ ფართე მიზნის მისაღწევად, რაც ხელისუფლების ცვლილებაა.

სერგეი ლავროვი, რფ საგარეო საქმეთა მინისტრი: “ძალიან ჰგავს კიევის „მაიდანს“. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ მათი ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო, რომ ზოგადად, ძალაუფლების ძალით შეცვლის მცდელობა დაწყებულიყო.” 

თბილისის მოვლენებს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა, რომელმაც პროცესს “გარედან მართული” უწოდა.

დიმირი პესკოვი: „ამავდროულად, ვხედავთ, რომ ვიღაცის „ხელი“ და კვლავ, შეუძლებელია „უხილავი ხელი“ უწოდო, ხილულია, ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი თავის ხალხს, საქართველოდან არ მიმართავს ქართველ მამაკაცებსა და ქალებს, ის ამერიკიდან მიმართავს. ამიტომ, ვიღაცის „ხილული ხელი“ გულმოდგინედ ცდილობს აქ ისევ ანტირუსული ელემენტის ჩამატებას.“

7-9 მარტის აქციები “მაიდანის მოვლენებს” “ყირიმში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს” Twitter გვერდმაც დაუკავშირა. 10 მარტს გამოქვყენებულ პოსტში სამინისტრო ქართველ მოსახლეობას მოუწოდებს, დაფიქრდეს, თუ რა შედეგებამდე მიიყვანა უკრაინა მსგავსმა მოვლენებმა. 

7-9 მარტს გამართული საპროსტესტო აქციები “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ და შემდეგ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს მოჰყვა. 9 მარტს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი  მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist