Geworld: რუსეთში ნარკოტიკების მოხმარება ცუდ ტონად ითვლება, სტატისტიკა: რუსეთში ნარკოდამოკიდებულება ევროპული ქვეყნებზე მაღალია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ნინა 1
811
VIEWS

2018 წლის 21 ივნისს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “როცა რუსეთის ჯიბრზე საუდის არაბეთს ქომაგობთ, ისტორიას ცალი თვალი მაინც გადაავლეთ!”.  პუბლიკაციის ავტორი რუსეთის უპირატესობებს მოზარდების სწორი აღზრდით და საერთო ფასეულობებით ასაბუთებს, რა დროსაც  ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ შეფასებებს აკეთებს. ამავე დროს ერთ-ერთ მაგალითად ნარკოტიკებთან დაკავშირებით რუსეთში არსებული აღმზრდებლობითი დამოკიდებულება მოჰყავს:

Geworld.ge: “იქ [რუსეთში] მთავარი ქვეყნის მომავალია, ბავშვების სწორად აღზრდა. იქ თავიდანვე უნერგავენ მომავალ თაობას, რომ ნარკოტიკი ცუდია, რომ არატრადიციული ორიენტაცია ცუდია, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში სექტები არ უნდა იყოს. ჩვენ კი ტოლერანტები ვართ, ყველას ვუღიმით, ყველას ყველაფრის უფლებას ვაძლევთ, ოღონდ არა რუსეთს, იმიტომ, რომ რუსეთის გინება ევროპულ-ამერიკული დღის წესრიგია და ჩვენი მედიის უმეტესობა ხომ ამ დღის წესრიგით ცხოვრობს.”

რეალურად ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, რუსეთში ნარკოდამოკიდებულების, მათ შორის ახალგაზრდებში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არაეფექტური ნარკოპოლიტიკის გამო რუსეთი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დარღვევების გამო გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

რუსეთი

რუსეთის ფედერაციაში ზუსტი სტატიკის ნაკლებობა, სრულფასოვანი შედარების საფუძველს არ იძლევა, თუმცა არსებული მწირი მონაცემებიც საკმაოდ სავალალო სურათს ქმნის.

გაეროს ნარკოტიკებთან და კრიმინალთან ბრძოლის ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2009 წლის მონაცემებით, ნარკომომხმარებლების 80% რუსეთში 18–30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.

ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, ნარკომომხმარებელთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთშია, რაც არაეფექტური პოლიტიკით არის გამოწვეული.

აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტის  საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ნარკომომხმარებელთა რიცხვმა რუსეთში 7.3–დან 8.5 მილიონამდე მიაღწია. ნარკოდამოკიდებულების “ყველაზე შესაბამისი თერაპია” რელიგიაა”. ამის შედეგად, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა აგონისტური და ანტაგონისტური აგენტების ნაცვლად, ანტიფსიქოზური საშუალებებით ხდება, რომელიც ჩვეულებრივ შიზოფრენიის სამკურნალოდ ინიშნება.

რუსეთში არ არსებობს რეაბილიტაციის ეფექტური პროგრამა. რუსეთის ფედერალურმა ნარკოტიკების კონტროლის სამსახურმაც აღიარა, პაციენტების 90%–ზე მეტი ერთი წლის მანძილზე კვლავ უბრუნდება მოხმარებას. მთავრობის არაეფექტური მიდგომის გამო, ნარკომომხარებელთა რიცხვი სავალალოა, ამავდროულად  აივ–ინფიცირებულთა რიცხვიც რეგულარულად იზრდება.  აივ–სა და შიდსზე ცნობიერების ამაღლება პრაქტიკულად არარსებულია, ორგანიზაციები კი, რომლებიც ცდილობენ ზიანის შემცირებას, იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს, როგორიცაა სუფთა ნემსების და პრეზერვატივების გავრცელება, სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობა იზღუდება.

ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაცვალების მაჩვენებლით რუსეთი საგრძნობლად უსწრებს ევროპის ქვეყნებს. ყოველ 100 000 ადამიანზე ეს რიცხვი 10.2-ია. შედარებისთვის, ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი 0.9 არის.

ინფოგრაფიკა #1.

"
რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების წილითაც.

ინფოგრაფიკა #2.

"

ნიდერლანდები

საინტერესოა, რომ ნიდერლანდების ღია მიდგომა, რომელიც პრაგმატულია და ზიანის შემცირებაზეა ორიენტირებული,  გაცილებით უფრო პოზიტიური შედეგების მომტანი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის მიერ ამოქმედებული შემზღუდველი პოლიტიკა. ნიდერლანდებში ნარკომომხმარებლებში აივ–ინფექციის გავრცელების ძალიან დაბალი დონეა, ჰეროინის მოხმარება იმდენად მცირეა შეიძლება ვუგულებელყოთ, კანაფის მოხმარება ახალგაზრდებში კი ევროპის საშუალოს შეესაბამება და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც შემზღუდველი პოლიტიკაა.

პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა და დამოკიდებულების მკურნალობის პროგრამაში ჩართული პირები

"
წყარო: ფონდი ღია საზოგადოება

მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მოეხდინათ „ბაზრის დანაწილება“ და ერთმანეთისგან მკვეთრად გაემიჯნათ ის საშუალებები, რომელთა  რისკებიც „მიუღებელია“ („მძიმე ნარკოტიკები“) და რომლებიც შედარებით უფრო „მისაღებია“ (მსუბუქი ნარკოტიკები და კანაფი). არსებობდა რისკი, რომ კანაფის მომწოდებელისგან, შესაძლებელი იქნებოდა მძიმე ნარკოტიკების შეძენაც, შესაბამისად, გაჩნდა სპეციალური დაწესებულებები, სადაც მარიხუანა ლეგალურად იყიდებოდა. ამ პოლიტიკის შედეგად, ნიდერლანდებში მარიხუანას მომხმარებლების მხოლოდ 14 %-ს მიუწვდება ხელი უფრო მძიმე ნარკოტიკებზე. შედარებისთვის, შვედეთში, რომელსაც ნიდერლანტებთან შედარებით შემზღუდველი, თუმცა წარმატებული ნარკოპოლიტიკა აქვს, ეს მაჩვენებელი 50 %-ია.

რაც შეეხება ჰეროინს და სხვა მძიმე ნარკოტიკებს, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე მთავარი აქცენტი სოციალური და ინდივიდუალური ზიანის შემცირებაზე გაკეთდა. ფართო ჯანდაცვის და სოციალური სერვისები ხელმისაწვდომი გახდა. მეტადონის პროგრამამ, უსაფრთხო მოხმარების ოთახებმა და ნემსების გაცვლის პროგრამამ ინფექციური დაავადებების გავრცელება და ასევე უკონტროლო კრიმინალური ელემენტების რაოდენობა შეამცირა.

პორტუგალია

პორტუგალია, სადაც  ნარკოდამოკიდებულებას უდგებიან როგორც სამედიცინო საკითხს და არა დანაშაულს, 2001 წელს  იქცა პირველ ქვეყნად, რომელმაც მოახდინა ყველა ნივთიერების მოხმარების და ფლობის დეკრიმინალიზაცია. სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად, ადამიანებისთვის მიეცათ პირადი გაფრთხილებები, ჯარიმა, ხდებოდა მათი ადგილობრივ კომისიასთან თანამშრომლობის წახალისება, რომლებშიც შედიოდნენ ექიმი, იურისტი და სოციალური მუშაკი – მათთვის ხელმისაწვდომი იყო მკურნალობის მხარდაჭერის სხვადასხვა სერვისები.

პორტუგალიური მიდგომა თვითონ ნარკოტიკებს კი არ აღიქვამდა პრობლემად, არამედ მათთან ადამიანების დამოკიდებულებას. რადიკალური ნარკოპოლიტიკის ცვილებებიდან მალევე, ოპიოიდური კრიზისი დასტაბილურდა და მომდევნო წლებში პრობლემატური ნარკოტიკების მოხმარება, HIV–ისა და ჰეპატიტის დონეები, დოზის გადაჭარბებით სიკვდილი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები დრამატულად შემცირდა. მაგალითად, თუ HIV-ს დიაგნოზის მაჩვენებელი 1 მილიონ ადამიანზე 104.2 შემთხვევა იყო, 2015 წლისთვის ეს რიცხვი 4.2-მდე ჩამოვიდა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist