Geworld-ის რუსული კონსპირაცია “ვირთხების მეფის” შესახებ მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

244
VIEWS

2018 წლის 24 მაისს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” სტატია, სათაურით “ზნეობის ნგრევა და კაციჭამიობა ტექნოლოგიით “ვირთხების მეფე”  გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ გლობალურმა ძალებმა სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელი ხალხებისათვის შეიმუშავეს ტექნოლოგია, სახელწოდებით “ვირთხების მეფე”, რომლის არსიც ადამიანში ზნეობისა და მორალის განადგურებაა. Geworld-ი ამის ილუსტრირებას ვირთხებზე ჩატარებული ცდების მაგალითზე ახდენს, თუ როგორ ჭამს გალიაში მყოფი ძლიერი ვირთხა თვითგადარჩენის მიზნით უფრო სუსტ არსებას.

Geworld.ge: “ამ ტექნოლოგიის მიზანია სოციალური კონსტრუქციის მთავარი კვანძების, უხილავისაფუძვლებისა და ბმულების დანგრევა, დაქუცმაცებულობის, გაუცხოების ატმოსფეროს შექმნა, როდესაც თითოეული ადამიანი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და არ არსებობს ცნება “ჩემიანი”. ამის მისაღწევად აუცილებელია, წინ წამოიწიოს რაციონალური, ამწუთიერი ეგოისტურ–პრაგმატული მოტივები და დაინგრეს ზნეობა. დანგრეული ზნეობის საუკეთესო მარკერი, მაჩვენებელია საქციელი, როცა ადამიანი ღალატობს თავისიანს.”

“ვირთხების მეფე” მორიგი რუსული კონსპირაციაა. Geworld.ge-ს სტატია წყაროს მითითების გარეშე სრულად არის ნათარგნი რუსული ვებ-გვერდებიდან. “ვირთხების მეფე” კი რეალურად 1962 წელს გამოცემული მხატვრული ნაწარმოების სათაურია,  რომლის ავტორიც ბრიტანელი მწერალი ჯეიმს კლაველია. კონსპირაციის სიუჟეტი, თუ როგორ ჭამენ ვირთხები გალიაში ერთანეთს, სწორედ ამ წიგნიდან არის აღებული.

1. “ვირთების მეფე” მხატვრული ნაწარმოებია და არა გლობალისტების მიერ შემუშავებული ტექნიკა

1962 წელს გამოშვებული წიგნი “ვირთხების მეფე” ბრიტანელ მწერალს ჯეიმს კლაველს ეკუთვნის. წიგნის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ნაწარმოების გმირები სინგაპურში ომის ტყვეების ბანაკში გადარჩენას ცდილობენ. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მეგობრებთან ერთად ვირთხების მოშენებასა და ვირთხის ხორცის საკვებად გაყიდვას გადაწყვეტენ. საბოლოოდ, ბანაკის გათავისუფლების შემდეგ, წიგნის გმირები ვირთხებს გალიებში ტოვებენ. წიგნის ბოლო სცენაში ვირთხები ერთმანეთის ჭამას იწყებენ. ყველაზე ძლიერი, რომელიც გადარჩება კი “ვირთხების მეფე” ხდება.
"

2. Geworld-მა სტატია რუსული პორტალებიან წყაროს მითითების გარეშე თარგმნა

“ვირთხების მეფის” კონსპირაცია რუსულ პორტალებზე იდენტური ტექსტით 2013 წლიდან იძებნება. განსხვავებულია პუბლიკაციების სათაურები. მაგალითად, “ვირთხების მეფე ანუ როგორ ვჭამთ ერთმანეთს”, “კაციჭამიობა ვირთხების მეფის ტექნოლოგიით” და სხვა. ერთ-ერთი უახლესი პუბლიკაციანიკოლაი სტარიკოვს ეკუთვნის, რომელიც მოძრაობა „ანტიმაიდანის” ერთ-ერთ ლიდერი და პარტია „ დიდებული მამულის” დამფუძნებელია. მისი დევიზია: „რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო”. ნიკოლაი სტარიკოვი თავის მხრივ წყაროდ უთითებს რუსულ პორტალს Военное Обозрение.

"

"

"


თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist