გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

6k
VIEWS

13 სექტემბრის განახლება: მასალას დაემატა განმარტება იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ფეისბუქ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პოსტი სატირული შინაარსის იყო და მკითხველის შეცდომაში შეყვანას მიზნად არ ისახავდა.

პირველ სექტემბერს ფეისბუკ გვერდმა Россия без цензуры  ხანდაზმული ქალის ფოტო გამოაქვეყნა.  ფოტოს თან ახლავს პოსტი, რომელშიც ნათქვამია,  რომ გერმანელ ბებიას ცივი ზამთრის მოლოდინში სახლში შეშა მოაქვს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულ სოფლებში გაზის მოხმარება ბევრად გაზრდილია და ის სოფლები და დასახლებები, სადაც ამ დრომდე არ იყო გაზი შეყვანილი, ევროპელ მოსახლეობასთან შედარებით არ გაიყინება. 

იდენტური ტექსტი  განსხვავებულ ფოტოსთან ერთად აგვისტოში სხვა რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმაც (1, 2, 3, 4, 5, 6 ) გაავრცელეს. 

Screenshot 20 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?

გავრცელებული პოსტები ფოტომანიპულაციას შეიცავს. აღნიშნულ ფოტოებზე არა გერმანელი ბებიები, არამედ რუსეთში მცხოვრები ხანდაზმულები არიან გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ფეისბუქ ანგარიში მას სატირულად ავრცელებს, ხოლო სხვა პოსტების მიზანი  გერმანიაში გათბობის პრობლემებზე ხაზგასმაა, თუმცა, აღნიშნული პრობლემის წინაშე თავად რუსეთი უკვე დიდი ხანია დგას, სადაც გარკვეულ რეგიონებში ხანდაზმულებს კრედიტის აღება და გასათბობად შეშის გამოყენება უწევთ.

პირველი ფოტო ღია წყაროებში 2019 წლის აგვისტოდან გვხვდება. ფოტოს ავტორი Аргументы и Факты-ის  ფოტორეპორტიორი სტანისლავ ლომაკინია, რომელიც კალინინგრადში ცხოვრობს.

Screenshot 21 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?

გამოცემა Аргументы и Факты-ის 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელსაც მოხუცი ქალის ფოტო ახლავს თან,  შემდეგი სათაური აქვს: “ვასწრებთ თუ არა ზამთრისთვის მომზადებას?”

Screenshot 22 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?
2019 წლის ოქტომბერში  გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამია, რომ ცივი ზაფხულის გამო ბევრმა პენსიონერმა წინასწარ გამოიყენა შეშის ისედაც მწირი მარაგი, რამდენადაც “პურის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია, შეშის გარეშე კი არა“.  სტატიაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ტვერის ოლქში ცამეტ რაიონს გაზი არ მიეწოდება და ერთადერთი გზა, რომ ზამთარში მოსახლეობა არ გაიყინოს, შეშის შეძენაა, რაც დაახლოებით 20 ათასი რუბლი ჯდება. ამავდროულად, პენსიები ძალიან მცირეა, რის გამოც მოხუცებს შეშით მომარაგება უჭირთ. 

Screenshot 23 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?
იდენტური ფოტო გამოყენებულია Аргументы и Факты-ის სხვა მასალებშიც. მაგალითად 2021 წელს სტატია მოხუცი ქალის ფოტოსთან ერთად შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა:
“ტყეში შეშისთვის. დაისჯებიან თუ არა ტვერის რეგიონში შეშის შეგროვებისთვის.”
Screenshot 24 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?

აღსანიშნავია, რომ ფოტოს ავტორს, სტანისლავ ლომაკინს ამავე ბებოს ფოტო 2017 წლის 7 დეკემბერს ფეისბუკის პირად გვერდზე ალბომში სახელწოდებით “ადამიანები” აქვს გამოქვეყნებული.

Screenshot 25 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?
სქრინშოთი: Stan Lomakin

რაც შეეხება ფეისბუკზე გავრცელებულ მეორე ფოტოს, ის 2018 წელს მარატ მაგოვის მიერ არის გადაღებული და არა გერმანელ პენსიონერს, არამედ 86 წლის დაღესტნელ მოხუცს ასახავს.
Screenshot 26 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?

სქრინშოთი: 35photo.pro

ინტერნეტში გვხვდება ამავე ქალის სხვა ფოტოებიც, რომელიც მარატ მაგოვმა გადაიღო. ფოტოსერიას “ერთი დღე 86 წლის ბებოს ცხოვრებიდან” ჰქვია.
Screenshot 27 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?

ფოტო: Marat Magov

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნები რუსეთიდან შემოსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად მაღალი ხარჯების შესამცირებლად იბრძვიან. გერმანიაში ბუნებრივ აირზე მზარდი ფასები მოსახლეობას ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძიებისკენ უბიძგებს. ალტერნატივებს შორისაა შეშის მომარაგება და შეშის ღუმელების შეძენა. ღუმელების მშენებლების თქმით, გერმანიაში შეშის ღუმელებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სახლების თითქმის 50% ბუნებრივი აირით თბება, დაახლოებით 25% გასათბობად ზეთის გამათბობლებს იყენებს. წარსულში გასათბობად გერმანელების 6%-ზე ნაკლები იყენებდა შეშას, რაც შეიძლება წელს უფრო გაიზარდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიაში ბუნებრივი აირის ფასის მატებასთან ერთად შეშის ფასიც გაიზარდა.

Screenshot 28 გერმანელი თუ რუსი ბებო, ვინ აგროვებს შეშას ცივი ზამთრისთვის?
წყარო : www.dw.com

რაც შეეხება რუსეთს, ამ დროისთვის ქვეყნის 72% არის გაზიფიცირებული, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე გასათბობად შეშასა და ნახშირს გამოიყენებს. შეშის გარდა რუსეთის პროვინციებში გასათბობად ელექტროენერგიაც გამოიყენება, რაც მოსახლეობას ასევე ძვირი უჯდება. გარდა ამისა, ძველი ელექტროგაყვანილობის გამო სოფლებში ხანძრებიც ჩნდება. მაგალითად, სარატოვის რაიონში 2021 წელს 2 სახლი გაუმართავი გაყვანილობის გამო დაიწვა.

როსსტატის მონაცემების თანახმად, რუსეთში საცხოვრებლების 13 % გათბობით არ არის აღჭურვილი. ზოგიერთ რეგიონში ოჯახების მესამედზე მეტი შეშის ღუმელს გამოიყენებს. შეშა სითბოს მთავარი წყაროა ალტაისა და ებრაელთა ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ამ ადგილებში მოსახლეობის 39% საცხოვრებლებს ნახშირითა და შეშით ათბობს. ბურიატიის ტერიტორიაზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 40%-ს, იმიერბაიკალში კი 50%-ს აღწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ტუვაში მოსახლეობის 88% გასათბობად შეშის ღუმლებს გამოიყენებს.

რუსეთში გათბობის პრობლემებზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველწლლიურად აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში არაერთი სტატია ქვეყნდება, სადაც ნათქვამია, თუ როგორ უწევთ მოხუცებს კრედიტის აღება შეშის ყიდვის გამო და რამდენად რთულია ზამთრის გადატანა რეგიონის მოსახლეობისთვის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist