Gen-Z თაობის ბოლო ზარი თუ ამერიკული ბენდი – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

156
VIEWS

24 აპრილს ფეისბუქ გვერდმა ჩემი საქართველო აქ არის გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა ჩანს. მათგან ერთ-ერთი ბეისბოლის ბიტას ნაგვის ურნას ურტყამს, მეორე მიწაზე გორაობს და მღერის, დანარჩენები კი მათ უყურებენ. ვიდეოს დართული აქვს აღწერა ”GEN–Z” თაობის ,,ბოლო ზარი.”. დამატებით, პოსტის ავტორი კომენტარებში ირწმუნებოდა, რომ ვიდეო საქართველოშია გადაღებული. 

Screenshot 23 Gen-Z თაობის ბოლო ზარი თუ ამერიკული ბენდი - რას ასახავს ვიდეო?

2022 აგვისტოში ვიდეო რუსულენოვანმა ფეიქბუქ გვერდმა და ანგარიშმაც გაავრცელეს. მათი აღწერის მიხედვით, ვიდეო ნორვეგიაში ავანგარდული ხელოვნების გამოფენას ასახავს. 

Screenshot 18 Gen-Z თაობის ბოლო ზარი თუ ამერიკული ბენდი - რას ასახავს ვიდეო?

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება და ქართულენოვანი პოსტი ქართველი ახალგაზრდების, ხოლო რუსულენოვანი პოსტები ევროპული კულტურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიდეო არა საქართველოში ან ნორვეგიაში, არამედ აშშ-ის შტატ ნევადაშია გადაღებული და ამერიკული ბენდის – Body War-ის შოუს ასახავს. 

ვიდეოს თანდართული აღწერის მიხედვით, ის ბოლო ზარს ასახავს. ამასთან ერთად, პოსტის ავტორი კომენტარებში სხვა ფეისბუქის მომხმარებლებს არწმუნებდა, რომ ვიდეო საქართველოშია გადაღებული. 

ვიდეოზე ვხედავთ წარწერას “UNILAD”, რაც ბრიტანული ონლაინ მედია კომპანიის სახელწოდებაა. აღნიშნული ვიდეო მედიის ფეისბუქ გვერდზე 2022 წლის 9 სექტემბრიდან 2023 წლის 17 აპრილის ჩათვლით რამდენიმეჯერ გამოჩნდა (1,2,3,4,5) და ყველა შემთხვევაში პოსტის კომენტარებში წყაროდ ინსტაგრამის ანგარიში dilligafft-ა დასახელებული. აღნიშნული ანგარიშის ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო არ იძებნება, თუმცა ის ამავე ანგარიშის ტიკტოკის გვერდზეა განთავსებული. ვიდეო 2022 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნდა და ამ მონაცემებით მას 4.7 მილიონი ნახვა აქვს

Rolling Stone-ის მიხედვით, მანამდე სანამ ვიდეო ტიკტოკზე გახდებოდა პოპულარული, ის რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფსა და ტვიტერზე გავრცელდა. ვიდეოში ამერიკული ბენდი, სახელად Body War-ია ასახული, მათი ერთ-ერთი კონცერტის დროს. 

ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოს თავად ჯგუფიც გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ვიდეოში ბენდის ლას ვეგასში გამართული შოუა ასახული. შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული მტკიცება, რომ ვიდეო ქართველი ახალგაზრდების “ბოლო ზარს”, ან ნორვეგიაში ავანგარდული ხელოვნების გამოფენას ასახავს, მცდარია. 

Screenshot 19 Gen-Z თაობის ბოლო ზარი თუ ამერიკული ბენდი - რას ასახავს ვიდეო?

ბენდი 2022 წლის მაისში ჩამოყალიბდა და ის 4 წევრისგან შედგებოდა. ვოკალისტი, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში თეთრი ტანისამოსი აცვია და მიწაზე გორავს, ასტრიდ ვაგნერია, ხოლო ბიჭი, რომელიც ნაგვის ურნას ბეისბოლის ბიტას ურტყამს, ჯგუფის გიტარისტი აირონია. ტვიტერის ამავე პოსტის კომენტარებში ჯგუფი საკუთარ თავს იმპროვიზაციულ, ავანგარდისტულ ბენდად ახასიათებდა, რომელიც მუსიკის ჩაწერით დაინტერესებული არაა და მხოლოდ ცოცხალ შოუებს მართავს

2022 წლის 22 დეკემბერს ბენდის ტვიტერის გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომ ბენდი დაიშალა

Screenshot 20 Gen-Z თაობის ბოლო ზარი თუ ამერიკული ბენდი - რას ასახავს ვიდეო?

ორივე რუსულენოვანი პოსტი შეიცავს ფრაზას “აგრესიული ომის შედეგად რუსეთი ევროპულ კულტურას მოსწყდება”. ფრაზა ირონიულია და პოსტების მიზანი ევროპული კულტურის დისკრედიტირებაა. 

27 აპრილს ვიდეო ასევე გაავრცელა გვერდმა Gen-Z თაობა, რომელიც 2023 წლის 3 აპრილს შეიქმნა, ლაზარე გრიგორიადისისა და იმ პირების დისკრედიტაციის მიზნით, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ, ან მის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ. გვერდზე განთავსებული პოსტების ნაწილი ჰომოფობიური შინაარსისაა, ნაწილი კი ინდივიდუალური ქალი აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების პირადი ფოტოების შერჩევას და გავრცელებას უკონტექსტოდ ახდენს. ზოგადად, გვერდი ახალგაზრდა თაობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

Screenshot 21 Gen-Z თაობის ბოლო ზარი თუ ამერიკული ბენდი - რას ასახავს ვიდეო?

ვრცლად იმის შესახებ, თუ რა გზავნილები ვრცელდებოდა ლაზარე გრიგორიადისისა და მისი მხარდამჭერი ახალგაზრდების დისკრედიტაციის მიზნით, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში: 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში ჩემი საქართველო აქ არის ანტიდასავლური და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს, მათ შორის, ყალბ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს.

Screenshot 22 Gen-Z თაობის ბოლო ზარი თუ ამერიკული ბენდი - რას ასახავს ვიდეო?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist