GDS-ის ცალმხრივ საარქივო სიუჟეტს “კოლხურ-იბერიული ორდენი” არმენოფობიის გაღვივებისთვის იყენებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

share1
876
VIEWS

10 აგვისტოს, Facebook გვერდმა „კოლხურ-იბერიული ორდენი“  ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30 ში 2016 წლის 22 იანვარს გასული სიუჟეტი გამოაქვეყნა. მასალას თან ერთვოდა წარწერა „მორიგი სკანდალი, სომხებმა – ცეკვა „დაისი“ სომხურ საქორწინო ცეკვად გამოაცხადეს“ . GDS-ის სიუჟეტი 2016 წელს Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოს შეეხებოდა, რომელიც აშშ-ში მოქმედი სომხური ცეკვის აკადემიის მიერ შესრულებულ ქართულ ცეკვა „დაისს“ ასახავდა და სომხურ საქორწინო ცეკვად იყო მოხსენიებული. მასალას სოციალურ ქსელში 4, 200  გაზიარება და 267 000 ნახვა აქვს (17 აგვისტოს მონაცემებით), ხოლო მომხმარებლების მიერ დატოვებული კომენტარების უმრავლესობა არმენოფობიული ხასიათისაა და სიძულვილის ენას შეიცავს.

"

“კოლხურ-იბერიულმა ორდენმა” ტელეკომპანია  GDS-ის გადაცემა 20/30 ის მიერ  2016 წელს მომზადებულ ცალმხრივი, გადაუმოწმებელი სიუჟეტი გაავრცელა, როლის თვითრეგულირებაში გასაჩივრების შემდეგ, GDS-მა შეცდომა ნაწილობრივ აღიარა და შესწორება მოამზადა.  შესწორებაში განმარტებული იყო, რომ აკადემიის საკონცერტო აფიშებში ცეკვა დაისი ქართულად იყო მოხსენიებული, ხოლო Youtube-ზე მესამე პირის მიერ ატვირთულ ვიდეოზე გაკეთებულ რუსულ წარწერასთან აკადემიას არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

2016 წლის 22 იანვარს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით “ქართული ცეკვა სომხურად?!” სიუჟეტი ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ ფაქტებს იმის შესახებ, თითქოს  youtube-ზე გავრცელებული ქართული ცეკვა, რომელიც სომხურ საქორწილო ცეკვად იყო მოხსენიებული, სომხური აკადემიის მიერ ქართული ცეკვის მითვისების მცდელობას და შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრებისთვის დავას წარმოადგენდა.

გავრცელებულ ვიდეოსთან და სიუჟეტთან დაკავშირებით „მშვიდობის ფონდის“ დამფუძნებელი გიორგი თუმასიანმა ტელეკომპანია  GDS-ის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა და გავრცელებული უზუსტობების თანაზომადი ფორმით შესწორება მოითხოვა. 25 იანვარს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ის რედაქციამ გიორგი თუმასიანის მიმართვის საფუძველზე საპასუხო სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც  ცეკვის აკადემიის დირექტორის ვართან გევორქიანის 23 იანვარს გავრცელებული საპასუხო განცხადება ნაწილობრივ გააშუქა.

გევორქიანის განცხადების თანახმად, Youtube-ზე ვიდეოს ატვირთვა MENQ meroncov-ის ანგარიშიდან, აკადემიასთან შეუთანხმებლად მოხდა და აკადემიამ MENQ meroncov-სა და Youtube-ს ადმინისტრაციას შეცდომის გასწორებისა და მათი ვიდეოს აღების მიზნით მიმართა. რედაქციას გადაეცა აფიშები, სადაც ქართული “დაისი” ქართულ ცეკვად იყო მოხსენიებული.

ინფორმაციის წარმომავლობის დადგენა განსაკუთრებით აქტუალური სოციალური მედიის ეპოქაში გახდა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა სოციალური პლატფორმის მეშვეობით გაავრცელოს მის მიერ შექმნილი მასალა.  მომხმარებლის მიერ შექმნილი მედია პროდუქციის გადამოწმებისას ტრადიციულ მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც არ ყოფილა დაცული 20/30-ის რედაქციის მხრიდან.

იდენტურ თემაზე გაზეთ “კვირის პალიტრის” მიერ 2016 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული სტატიის (“ტაში, ბიჭო, ვართ ანუშა!“) გამო მშვიდობის ფონდმა, მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს. ქარტიის საბჭოს 26 მარტის გადაწყვეტილებით, პუბლიკაციის ავტორმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მეხუთე და მეშვიდე პრინციპები.

Gevorkian Dance Academy  ცეკვების საერთაშორისო სკოლაა, რომელიც სხვადასხვა  ხალხების ცეკვებს ასრულებს და ხელს უწყობს მულტიკულტურალიზმის წარმოჩენას. სხვადასხვა ერების ცეკვის შესრულების გაიგივება მათ მითვისებასთან შეცდომაში შემყვანია და ხელს უწყობს ეროვნების ნიშნით მცდარი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ არმენოფობიულ განწყობებზე აისახება.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist