გაზპრომში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე ყალბი რეკლამა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

139
VIEWS

10 ნოემბერს ფეისბუკ გვერდებმა Quotes of great men და Office “გაზპრომის” სახელით ორი სარეკლამო რგოლი გაავრცელეს. ვიდეოებში ბუნებრივი აირის მწარმოებელი რუსული კომპანია “გაზპრომი” საქართველოს მოქალაქეებს თვეში ათასობით დოლარის გამომუშავებას სთავაზობს.
""
ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეოში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე “გაზპრომში” მხოლოდ 14 ადგილია დარჩენილი, ამიტომ სამსახურის დაწყების მსურველებმა უნდა იჩქარონ. მეორე ვიდეო გვამცნობს, რომ 28 570 საქართველოს მოქალაქე ამ შესაძლებლობით უკვე სარგებლობს და დახურულ პლატფორმაზე რეგისტრაციის საშუალებით უკვე სხვა მსურველებიც შეძლებენ თვეში 10 000-დან 35 000-მდე ლარის გამომუშავებას. დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთ ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში თან ახლავს “გაზპრომის” ლოგო.  ვიდეოს მარცხენა მხარეს კი ვხედავთ წარწერას НОВОСТИ – ГРУЗИЯ информационный портал, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაკანსიას საინფორმაციო სააგენტო newsgeorgia.ge აშუქებს.
"
ორივე ვიდეოში აღნიშნულია, რომ დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ღილაკს “ПОДРОБНЕЕ” უნდა დააჭირონ, თუმცა არც პოსტის აღწერასა და არც ვიდეოებში სარეგისტრაციო ბმული ან ტელეფონის ნომერი მითითებული არ არის.
"
ფეისბუკ გვერდები სოციალური ქსელის მომხმარებლებს “გაზპრომის” სახელით გაყალბებულ ვაკანსიებს სთავაზობენ, რაც თაღლითური სქემის ნაწილია. სინამდვილეში, “გაზპრომის” ვებ-გვერდზე და ვაკანსიების ჩამონათვალში მსგავსი შინაარსის განცხადება ან ვიდეო რგოლი არ გვხვდება.

გაზპრომის” ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანიას არაფერი აქვს საერთო საიტებთან, რომლებიც გაზპრომის, მისი ოფიციალური პირების ან შვილობილი კომპანიების სახელით გამდიდრების სხვადასხვა სქემას გვთავაზობენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ტიპის ვაკანსიები შესაძლოა შეიცავდეს უკანონობის ნიშნებს, რაც სამართალდამცავებმა უნდა შეაფასონ.

გარკვეული ვებსაიტები, რომლებიც დასაქმებას გაზპრომთან დაკავშირებულ კომპანიებში გვთავაზობენ, განმცხადებლებისგან ფასიანი SMS შეტყობინებების გაგზავნას ითხოვენ.  იმისათვის, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ, ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად არ უნდა დარეკოთ და გაგზავნოთ SMS – შეტყობინებები მითითებულ ნომრებზე.  გაზპრომის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ  მათი კომპანიების ყველა ვაკანსია მხოლოდ ოფიციალურ ვებ-საიტებზეა  (www.gazpromvacancy.ru, www.hh.ru) განთავსებული და გაზპრომის ჯგუფის ორგანიზაციების რესურსებზე წვდომა აპლიკანტებისთვის უფასოა.
"
რომელი გვერდები ავრცელებენ ყალბ ვაკანსიას და რა ვიცით მათ შესახებ?

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეისბუკ გვერდი ახლადშექმნილია.  Office 2021 წლის 7 ნოემბერს, Quotes of great men კი 2021 წლის 21 ოქტომბერს შეიქმნა. მათ მიერ გავრცელებული სარეკლამო რგოლები გვერდის Timeline-ზე არ ჩანს, თუმცა ორივე ვიდეო დასპონსორებულია, სამიზნე აუდიტორიად კი, სავარაუდოდ, საქართველოა შერჩეული, რამდენადაც ვიდეოები სწორედ საქართველოში მცხოვრები ადამიანების დასაქმებაზე საუბროს და მათ ქართველი ფეისბუკ მომხმარებლები ხედავენ.

"
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ვიდეოს  მარცხენა მხარეს თან ახლავს წარწერა НОВОСТИ – ГРУЗИЯ информационный портал, სინამდვილეში newsgeorgia.ge-ზე მსგავსი განცხადება არ გვხვდება. “ლიბერალის” 2014 წლის ინფორმაციით, „ნიუს ჯორჯია“ საქართველოში დარეგისტრირებული გამოცემაა, რომელიც რუსულენოვანი შინაარსის მასალას „რასია სივოდნიასთვის“ ამზადებს. სუბიექტი საჯარო რეესტრში 2013 წელს არის რეგისტრირებული, ხოლო საიტის დომეინი registrator.ge-ს მონაცემებით – 2011 წელს.

საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში FM 101.4 სიხშირეზე უკანონოდ სცადა. აღნიშნული სიხშირე “რ რადიოს” ეკუთვნოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ-რადიო“ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia უკანონო მაუწყებლობის გამო ერთობლივად 5 ათასი ლარით დაaჯარიმა. შპს „რ-რადიო“ კი N B104 ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

ფეისბუკ გვერდების (OfficeQuotes of great men) თაღლითური საქმიანობის შემჩნევა ერთი შეხედვით შეუძლებელია. Quotes of great men გვერდზე ფრთიან გამონათქვამებსა და შთამაგონებელ ფოტოებს აქვეყნებს, გვერდის “შესახებ” განყოფილებაში კი თავი კვების ობიექტად აქვს იდენტიფიცირებული. ფოტოების ატვირთვის გარდა, სხვა აქტივობა არც Office-ის ფეისბუკ გვერდზე შეიმჩნევა, თუმცა მის აღწერაში ვკითხულობთ, რომ აქსესუარების მაღაზიაა. საკონტაქტო ინფორმაციაში უკრაინული ნომერი (+380 99 976 0270) და ვებგვერდი http://c.ua/ არის მითითებული.
"
ფეისბუკ გვერდ Office-ს სანდოობის მოსაპოვებლად აღწერაში უკრაინული ონლაინ-მაღაზიის (ИНТЕРНЕТ-МАГАЗИН CACTUS) ვებ-გვერდი (http://c.ua/) აქვს მითითებული. თუმცა Office-ის ფეისბუკ გვერდზე წარმოდგენილი ნომერი((+380 99 976 0270) ) ამ ონლაინ მაღაზიის ნომრებს(099 61 93 777, 063 61 93 777, 098 61 93 777, 044 334 77 77) არ ემთხვევა.  ამასთან ერთად CACTUS-ს განსხვავებული ფეისბუკ გვერდი  CACTUS – гаджеты и аксессуары აქვს.
"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist