გაჟღერდა თუ არა ევროკავშირში საზღვრებზე ღობეების აღმართვის ინიციატივა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

191
VIEWS

2022 წლის 20 დეკემბერს, კრემლისტური მედია ალტ-ინფოს ვებ-გვერდზე ევროკავშირის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, საკუთარ საზღვრებზე ღობეების აღმართვა შესთავაზა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო  პარტიის თავმჯდომარემ, მანფრედ ვებერმა, მოცემული გადაწყვეტილების შესახებ Funke-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ალტ-ინფო წყაროდ ბელარუსულ მედიასაშუალება Брестский вестник-ის იდენტურ სათაურიან სტატიას იყენებს. 

იგივე ინფორმაცია სოციალური ქსელის რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს.

Screenshot 2022 12 23 110549 გაჟღერდა თუ არა ევროკავშირში საზღვრებზე ღობეების აღმართვის ინიციატივა?

გავრცელებული ინფორმაცია არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საზღვრებზე ღობეების აღმართვის შესახებ ნაწილობრივ მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ ვებერს მსგავსი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციით, ორგანიზაცია კედლების მშენებლობას არ დააფინანსებს. 

ალტ-ინფოსა და რუსულენოვანი წყაროების სტატიების სათაური ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირი არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად წევრ სახელმწიფოებს ღობეების აღმართვას ურჩევს. თუმცა, სტატიების ძირითად ტექსტში აღნიშნულია, რომ იდეა ერთ კონკრეტულ ევროპარლამენტარ, ანფრედ ვებერს, ეკუთვნის. 

Welt-ის თანახმად, ვებერმა Funke მედია ჯგუფთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიგრაციის ახალი კრიზისის თავიდან ასარიდებლად,  წევრმა სახელმწიფოებმა საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვა უნდა გააძლიერონ. “თუ საჭირო გახდება, უნდა აშენდეს ღობეები, მაგალითისთვის, ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან, რათა შემომავალი მიგრანტების ნაკადის მაქსიმალური კონტროლი მოხდეს.”- განაცხადა ვებერმა. ევროპის სახალხო  პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი ღობეების მშენებლობა ევროკავშირმა უნდა დააფინანსოს. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული განცხადებები ევროპარლამენტარს ეკუთვნის და ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს. 

ვებერს განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ღობეების მშენებლობა უნდა დააფინანსოს, წარსულშიც გაუვრცელებია. 2015 წელს ვებერმა განაცხადა, რომ ევროპის საზღვრების დასაცავად მეტი ღობე იყო საჭირო. 2021 წელს მან 12 ქვეყნის (მათ შორის პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის) მსგავსი ტიპის მოთხოვნას დაუჭირა მხარი. მოთხოვნის პასუხად, ევროკომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ევროკავშირი საზღვრებზე ბარიერებისა და მავთულხლართების განთავსებისთვის ფულს არ გამოყოფდა. 

ევროკავშირის საზღვრებზე ღობეების აღმართვის თემაზე ევროკომისიის სპიკერი ოფიციალური კომენტარის მიხედვით, ევროკავშირის ღობეების აშენების პროექტს არ დააფინანსებს. “კომისიის საქმიანობა საზღვრების სწორი კონტროლისკენაა მიმართული და არა მათი დახურვისკენ. კომისიას ღობეების მშენებლობა არასდროს დაუფინანსებია და ამას არც ახალი ბიუჯეტის პირობებში აპირებს.” – ნათქვამია განცხადებაში.


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist