გავრცელებული ვიდეო არ ამტკიცებს, რომ ისრაელში ადამიანი ვაქცინაციით გარდაიცვალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

16
VIEWS

6 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Leri Kurdadze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით “ისრაელში ფაიზერის ვაქცინის გაკეთების დროს ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა! (ფარულად გადაღებული კადრები…),” იგივე ვიდეო შინაარსობრივად იდენტური ტექსტით 2 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა ვალერი გოგნაძემაც გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს იატაკზე დაწოლილი კაცი, რომელსაც თეთრხალათიანი ახალგაზრდების ჯგუფი თავს ეხვევა და სამედიცინო ინსტრუმენტების მაგიდა მოაქვთ. 11 თებერვლის მონაცემებით Leri Kurdadze-ს პოსტს 5 300, ვალერი გონგაძის ვიდეოს კი 333 გაზიარება აქვს.

 

;

ვიდეო მტკიცებულებების გარეშეა, კადრებში არ ჩანს, რომ მამაკაცმა ნამდვილად გაიკეთა ვაქცინა. ვიდეოს საფუძველზე არც იმის თქმა შეიძლება, გარდაიცვალია თუ არა ის, ვრადგან შესაძლოა მას მხოლოდ ანაფილაქსიური შოკი აქვს. ინგლისურ ან ებრაულენოვან მედიაში ცნობები ამგვარი შემთხვევის შესახებ არ იძებნება. ისრაელში ვაქცინის მიღების დღეს გარდაცვალების ერთ შემთხვევაში ვაქცინასა და სიკვდილს შორის კავშირი არ დადგინა, მეორე შემთხვევაზე კი, რომელიც 88 წლის მამაკაცს უკავშირდება, გამოძიება მიმდინარეობს. 

  • სად არის გადაღებული ვიდეო და რას (ვერ) ვხედავთ კადრებში?

ვიდეოში ჩანს კლინიკის ლოგო და სიმბოლო (პატარა ბავშვის გამოსახულება), მათზე დაყრდნობით უნდა ვივარაუდოთ, რომ კადრები ისრაელის ყველაზე დიდი კერძო კლინიკების ქსელი Clalit-ის მიერ მოწყობილ ვაქცინაციის რომელიმე ცენტრშია გადაღებული.

;

;

Clalit-ი ქვეყნის მასშტაბით 14 საავადმყოფოს და ათასზე მეტ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებას ფლობს. ისრაელის ვაქცინაციის პროცესში კომპანია აქტიურადაა ჩართული, მათ საიტსა და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულია ვაქცინაციისთვის საჭირო ინფორმაცია და ვიდეოები, სადაც ჩანს  Clalit-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოწყობილი ვაქცინაციის ცენტრები. კომპანიის საიტსა და ფეისქბუზე ვაქცინაციის შემდეგ უეცარი გარდაცვალების შემთხვევის შესახებ რაიმე ცნობა ან განცხადება არ იძებნება.

რაც შეეხება თავად გავრცელებულ ვიდეოს, პირველ კადრში ჩანს, რომ მამაკაცი იატაკზე წევს, თუმცა ვერ ვხედავთ მომენტს, როცა მას ვაქცინა უშუალოდ გაუკეთეს. აღნიშნული ვიდეო კადრებით შეიძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა. შესაძლებელია მამაკაცს ანაფილაქსიური შოკი აქვს, რაც ვაქცინაციის დაშვების შემთხვევაში, ზოგჯერ მოსალოდნელია. ვაქცინის გაკეთების შემდეგ გულის წასვლისა და ანაფილაქსიური შოკის რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა და ეს უკუჩვენებები Pfizer/BioNTech-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ კვევებშიც გამოვლინდა, თუმცა ასეთი მოვლენები რაოდენობრივად მცირე და ხანმოკლეა.

ამასთან ერთად ინგლისურ ან ებრაულენოვან მედიაში არ იძებნება ინფორმაცია ვაქცინის მიღებისთანავე აცრის ცენტრშივე ადამიანის გარდაცვალების შესახებ. თუმცა ვაქცინაციის დღეს დაფიქსირებული უკუჩვენებებზე ცნობები მედიაში სხვადასხვა დროს ფართოდ ვრცელდებოდა.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან გარდაცვალების შესაძლო კავშირის  პირველი შემთხვევა 2020 წლის 21 დეკემბერს დაფიქსირდა, როცა 75 წლის მამაკაცი ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 2 საათში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გამოძიების შემდეგ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მამაკაცის გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდებოდა და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ოჯახმა ითხოვა, რომ შემთხვევა ვაქცინაციასთან არ დაეკავშირებინათ.

ვაქცინის მიღების დღეს გარდაცვალების მეორე შემთხვევა 88 წლის მამაკაცს უკავშირდება, შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. 

საქართველოში გავრცელებულ ვიდეოში ასახული წაქცეული მამაკაცი ახალგაზრდაა და შეუძლებელია 75 ან 88 წლის იყოს. ვაქცინის მიღების შემდეგ გართულებული უკუჩვენის კიდევ ერთი შემთხვევა 49 წლის მამაკაცთან დაფიქსირდა, მას ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის მიღებიდან 1 საათში გამოუვლინდა, თუმცა ჩარევის შედეგად მისი მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა და ის არ გარდაცვლილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ განხილულ 3 შემთხვევაში ადამიანებმა ვაქცინა სხვადასხვა კლინიკაში მიიღეს და არც ერთი Clalit-ის ვაქცინაციის ცენტრებს არ უკავშირდება.

  • ისრაელში დაფიქსირებული უკუჩვენებების რაოდენობების შესახებ

9 თებერვალს ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ წინა 30 დღის განამვლობაში Covid-19-ის დიაგნოზით  1 536 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა 97% კი ვაქცინირებული არ იყო. ნეთანიაჰუ ვაქცინაციის შესახებ სკეპტიციზმსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ყველა მოქალაქისთვისაა და მისი გაკეთების შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, უკუჩვენებები აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 0.3%-ს გამოუვლინდა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა და ვაქცინის დადასტურებამდე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ისინი უკვე დაფიქსირებული და განხილული იყო, მათ უმრავლესობა კი მალევე გაქრა.

 “მითების დეტექტორი” გავრცელებული ვიდეოს შესახებ დაუკავშირდა Clalit-ის კლინიკასა და ისრაელის ჯანდაცვის სამინსიტროს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

“მითების დეტექტორმა” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებული ყალბი ვიდეოები ადრეც გადააამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist