გარდაიცვალა თუ არა მოხალისე კორონავირუსის ვაქცინისგან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დწს
187
VIEWS

snopes.com-ის მასალის მიხედვით

2020 წლის 23 აპრილს მეცნიერი ელისა გრანატო ერთ-ერთი პირველი მოხალისე გახდა, რომელზეც ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ COVID-19-ის წინააღდეგ შემუშავებული ვაქცინა გამოსცადეს. მეორე დღესვე ინტერნეტში მისი გარდაცვალების შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთ სტატიაში მითითებული იყო, რომ გრანატოს გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა გახდა.

"

ინფორმაცია გრანატოს გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

"

გავრცელებულ ცნობას ოქსფორდის უნივერსიტეტის პრეს სამსახური გამოეხმაურა და სიყალბე უწოდა. “მართალია, გრანატო მონაწილეობდა ვაქცინის ტესტირებაში, თუმცა ის ცოცხალია”. (umm.net) კომენტარი თვითონ ელისა გრანატომაც გააკეთა. მან ტვიტერის ანაგრიში განაახლა და მიუთითა, რომ 100%-ით ცოცხალია.

"

BBC-ს კორესპონდენტი ფერგუს ვოლში გრანატოს 26 აპრილს ესაუბრა, რა დროსაც მეცნიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი გარდაცვალების ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა მკითხველები გააფრთხილა, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი ყალბი ამბავი, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე გაავრცელებენ და მოუწოდა, მხოლოდ ოფიციალური წყაროებით მიწოდებულ ინფორმაციას ენდონ.

მეცნიერი ელისა გრანატო იმ 800 ადამიანს შორისაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს კოორნავირუსის პირველი ევროპული ვაქცინის გამოცდაში. მოხალისეთა ნაწილს კორონავირუსის ვაქცინას გაუკეთებენ, მეორე ნაწილს კი –  მენინგიტისგან დამცავ საკონტროლო ვაქცინას. არც გრანატომ და არც ექსპერიმენტის სხვა მონაწილეეებმა არ იციან, რომელი ვაქცინა შეუყვანეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist