განცხადება, თითქოს პოლონეთში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აკრძალულია, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

mj-ch
94
VIEWS

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება, თითქოს პოლონეთში არასამთავრობო ორგანიზაციები აკრძალულია, წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას. მსგავსი სახის განცხადება ევრაზიული კავშირის თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ 2015 წლის ივლისში გააკეთა.  “მითების დეტექტორი” მაშინაც წერდა, რომ მსგავსი სახის რეგულაციები პოლონეთში არ არსებობს. მეტიც, 2015 წლის მონაცემებით, პოლონეთში 45 000 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული. პოლონეთის მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი გადასახადებიდან 1% კონკრეტულ ორგანიზაციას გადაურიცხონ. მეორეს მხრივ, თავად პოლონეთის ხელისუფლება აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც უცხო ქვეყნის საზოგადოების განვითარებას ისახავენ მიზნად.

პოლონეთში, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. არც პოლონეთის კანონი „საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობასა და მოხალისეობაზე”, არც „ასოციაციების” ან „ფონდების შესახებ” საკანონმდებლო ნორმები არ შეიცავს ჩანაწერს, რომელიც უცხო ქვეყნის მიერ არასამთავრობო ორგანოზაციების დაფინანსებას კრძალავს. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს დოკუმენტი „ფუნდამენტური პრინციპები არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსის შესახებ ევროპაში” და განმმარტებელი მემორანდუმი მკაფიოდ განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, მოიძიონ ფინანსური სახსრები უცხო ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან ინდივიდუალური დონორებისგან.

განსხვავებით პოლონეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, 2015 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს “არასასურველი ორგანიზაციების შესახებ”. კანონის მიხედვით, რუსეთის მთავარ პროკურორს ან მისი მოადგილეებს ენიჭებათ უფლება “არასასურველად” ჩათვალონ ორგანიზაციები, რომელთა ქმედებაც მათი აზრით წარმოადგენს საფრთხეს კონსტიტუციური წესრიგისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

მსგავსი სტატუსის მინიჭების შემდეგ, თუკი ორგანიზაცია მაინც გააგრძელებს საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე, ის ვალდებული იქნება გადაიხადოს ადმინისტრაციული ჯარიმა (100 000 რუსული რუბლი) ან პასუხი აგოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რაც ითვალისწინებს 500 000 რუსულ რუბლამდე ფულად ჯარიმას, 5 წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. “არასასურველ” ორგნიზაციად გამოცხადების შემთხვევაში გაიყინება ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშები, ამასთანავე ჯარიმდება მსგავს ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში ცალკეული პირების ჯარიმა შეადგენს 20-25 000 რუსულ რუბლს.

კანონი ითვალისწინებს ასევე ორგანიზაციის სტატუსის შეცვლას და მის ამოღებას “არასასურველი” ორგანიზაციების სიიდან.

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: ამისთვის აუცილებელია, მივბაძოთ ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას – პოლონეთს და საქართველოშიც უნდა აიკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უცხოეთიდან შემოსული ფულით. ხმამაღლა ვაცხადებ: ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ესენი სინამდვილეში უცხო სახელმწიფოთა სპესამსახურების აგენტები არიან, რომლებიც ქართულ სახელმწიფოთა სპეცსამსახურების აგენტები არიან, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტებს უქმნიან.
ასავალ-დასავალი, 18-24 აპრილი

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist