27 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშებმა Irakli Zakareishvili და ქართველი ქართველი, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) მილანში ამერიკის საკონსულოს ოფიციალური ტვიტერის ანგარიშზე განთავსებული ტვიტის სქრინშოთი გამოაქვეყნეს. ტვიტს, რომელშიც უკრაინის დროშის უკან ნაცისტური გერმანიის დროშა ჩანს, შემდეგი ტექსტი ახლავს: “სიმართლე ყველამ ვიცით!”.
მილანში ამერიკის საკონსულოს ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე უკრაინის დროშის უკან დამალული ნაცისტური დროშის ფოტო მართლაც გამოქვეყნდა, თუმცა US Consulate Milan-მა ტვიტერზე აღნიშნული ფოტო რამდენიმე საათში წაშალა და დაწერა, რომ ანგარიში ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა და პოსტიც ამის შედეგი იყო. ანგარიშზე მსგავსი შინაარსის სხვა ტვიტი არ იძებნება.
მილანში ამერიკის საკონსულომ 27 თებერვალს 14:52 საათზე გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო საათებში მათი ტვიტერის ანგარიში ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც ანგარიშზე გამოქვეყნებული კონტენტიც არაავტორიზებული გზით მოდიფიცირდა. საკონსულოს თქმით, თავდასხმის გამომწვევი მიზეზისა და დამნაშავეების დასადგენად მუშაობენ.
Archive Today-ზე, რომელიც ვებ-გვერდების დასაარქივებლად გამოიყენება, US Consulate Milan-ის უკრაინისა და ნაცისტური დროშის ტვიტი ნამდვილად იძებნება. ტვიტი 27 თებერვალს, დილის 02:11 საათზე გამოქვეყნდა. ტვიტის პასუხებში US Consulate Milan წერს, რომ უკრაინიდან არის და მის ქვეყანაში ხალხს რუსულად საუბარს უკრძალავენ, რაც ნაციზმია. ტვიტის პასუხებში ერთ-ერთი ანგარიშმა დასვა შეკითხვა, ეს ანგარიში ვინმემ ხომ არ დაჰაკა, US Consulate Milan კი პასუხობს – “დღეს არა. სალამი კიევიდან!”
US Consulate Milan ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე სხვა მსგავსი შინაარსის ტვიტი არ იძებნება. ანგარიში უკრაინის მიმართ მხარდაჭერასა და სოლიდარობას აქტიურად გამოხატავს.
წყაროების შესახებ
ირაკლი ზაქარეიშვილი პროფესიით ადვოკატია. ის საკუთარ პრორუსულ შეხედულებებსა და საბჭოთა კავშირის ნოსტალგიებს სოციალურ ქსელში აქტიურად აფიქსირებს. ზაქარეიშვილის დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებზე, რომლებიც “მითების დეტექტორმა” უკვე გადამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? – სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები
- იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?
- მანიპულაცია, თითქოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით NATO-ში გაწევრიანება უკანონოა
- რა ვიცით დრონ SEAFOX-ზე და ვინ აკავშირებს მას ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენების აფეთქებასთან?
რაც შეეხება ფეისბუქ-ანგარიშს ქართველი ქართველი, ის საკუთარ პოსტებზე ანგარიშ სიდონია ბელლ-ს ნიშნავს, მათთან კიდევ რამდენიმე ანგარიშია დაკავშირებული, ესენია: სიდონია ბელლ (სიდონია), სიდონია სათადარიგო გვერდი, Bell Bell (ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის). ერთ-ერთი ანგარიშის URL მისამართში იზაბელა ხომერიკია მითითითებული. ქართველი ქართველი და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ანგარიშები მხარს პრორუსულ პარტია “კონსერვატიულ მოძრაობასა” და მათთან დაკავშირებულ ტელევიზია “ალტ-ინფოს” უჭერენ.
ანგარიშების მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ფეისბუკზე გავრცელებულ პორნოგრაფიულ ვიდეოს ჯო ბაიდენს უკავშირებენ
- დაუშვა თუ არა ევროკავშირმა მწერების საკვებში გამოყენება და რა ვიცით მათ უვნებლობაზე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.