გამოიწვია თუ არა ხმელნიცკში მომხდარმა აფეთქებამ პოლონეთში რადიაციის დონის გაზრდა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

811
VIEWS

2023 წლის 16 მაისს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია MK.Ru-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, ხმელნიცკის რეგიონში მომხდარის აფეთქების შემდეგ, რომელიც რუსული სარაკეტო თავდასხმით იყო გამოწვეული, პოლონეთში რადიაციის დონე გაიზარდა. იდენტური ინფორმაცია აგრეთვე გამოაქვეყნეს სხვა რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის osnmedia.ru, news22.ru, adi19.ru, news.ru, dzen.ru და riamo.ru.

სტატიების მიხედვით, 15 მაისს, პოლონეთის ქალაქი ლუბლინის რადიაციის საზომმა მოწყობილობებმა რადიაციის დონის მკვეთრი, დაახლოებით 6-7ჯერადი ზრდა დააფიქსირეს. სტატიები წყაროდ კრემლის პროპაგანდისტი პოლიტოლოგის, იაკოვ კედმის Telegram არხს უთითებენ და ამტკიცებენ, რომ პოლონეთის მოსახლეობის აზრით, რადიაციული საფრთხე სწორედ უკრაინიდან, კეროდ კი ხმელნიცკის რეგიონიდან მომდინარეობს.  

Screenshot 1 4 გამოიწვია თუ არა ხმელნიცკში მომხდარმა აფეთქებამ პოლონეთში რადიაციის დონის გაზრდა? Screenshot 2 9 გამოიწვია თუ არა ხმელნიცკში მომხდარმა აფეთქებამ პოლონეთში რადიაციის დონის გაზრდა?

პოლონეთში რადიაციის დონის ზრდის ხმელინცკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირება მანიპულაციურია. პოლონეთის ატომური ენერგიის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, ბისმუთის დონის მოკლევადიანი ზრდა  ბუნებრივ პირობებს უკავშირდება და რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.

პოლონეთის ატომური ენერგიის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია. განცხადების თანახმად, მოვლენა ბუნებრივი ფაქტორებით აიხსნება და რადიაციის დონე არ არის საშიში ადამიანების ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა თუ გარემოსთვის. 

აღნიშნული მტკიცება პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Fakenews.pl-მაც გადაამოწმა. კერძოდ, მათ შეადარეს ბისმუთის დონეები ქვეყანაში 2022 წლის სექტემბერსა და 2023 წლის მაისში. შედარებამ აჩვენა, რომ ბისმუთის დონე ქვეყანაში 2022 წლის სექტემბერში უფრო მაღალი იყო ვიდრე 2023 წლის მაისში. ბისმუთი, კონკრეტულად კი იზოტოპი ბისმუთი-214, გაღარიბებული ურანის შემადგენელი კომპონენტია, რომელიც საბრძოლო მასალაში გამოიყენება. ბისმუთი მიწიდან ამოსული უფერო და უსუნო აირის, რადონის, დაშლის შედეგად წარმოიქმნება. 

Screenshot 3 7 გამოიწვია თუ არა ხმელნიცკში მომხდარმა აფეთქებამ პოლონეთში რადიაციის დონის გაზრდა?
ბისმუთის დონე 2022 წლის სექტემბერში წყარო: UMCS
Screenshot 4 6 გამოიწვია თუ არა ხმელნიცკში მომხდარმა აფეთქებამ პოლონეთში რადიაციის დონის გაზრდა?
ბისმუთის დონე 2023 წლის მაისში წყარო: Fakenews.pl

პროფესორი პაველ მოსკალის თანახმად, ბირთვული რადიაციის მიერ გამოწვეული მოწამვლის ეფექტი ინდივიდუალური იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უნივერსალური მომაკვდინებელი დოზის ცალსახად დადგენა. მეტწილად, დოზა განისაზღვრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ნახევარი იღუპება 30 დღის განმავლობაში. ადამიანების შემთხვევაში, ეს არის დაახლოებით 3,5 ზივერტი (Sv), რაც გამოხატავს ცოცხალი ქსოვილის მიერ შთანთქმული რადიაციული ენერგიის რაოდენობას რადიაციის ბიოლოგიურ ეფექტებთან მიმართებაში. 15 მაისს ლუბლინში გაზომილი რადიაციის დონე 0,66 μSv/სთ იყო, შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად დაბალი იყო სიცოცხლისთვის საშიშ ნიშნულზე.

ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაციამ 13 მაისს განაცხადა, რომ ღამით რეგიონზე რუსული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

რუსეთმა 13 მაისს ღამით უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის მიზნით ირანული წარმოების 21 კამიკაძე „შაჰიდის“ ტიპის დრონი გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედროებმა 17 მათგანის ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა ოთხმა თავდაცვის გარღვევა და შეტევის განხორციელება მოახერხა. 

წყაროს შესახებ

პოლიტოლოგი იაკოვ კედმი Free Russia-ს მიერ მომზადებული “პუტინის სიაში” ფიგურირებს, როგორც პირი, რომელიც თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან და ჩართულია რუსული ტელევიზიების პროპაგანდაში. 2010-იანი წლების დასაწყისიდან კედმი რუსული ტელეარხების, განსაკუთრებით Россия 1-სა და ITON.TV-ის, ხშირი სტუმარი გახდა.

კედმი რეგულარულად აკრიტიკებს უკრაინას და მუდმივად ანტისემიტიზმსა და ნაციზმთან კოლაბორაციაში სდებს ბრალს.  გარდა ამისა, კედმი სირიაში რუსეთის ქმედებებსაც ამართლებს. რუსული პროპაგანდისთვის კედმი სანდო წყაროა არა მარტო თავად რუსეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მაგალითისთვის, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა “სპუტნიკი” კედმის ფიგურას სხვადასხვა მოსაზრების ლეგიტიმაციისთვის ბელარუსში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში იყენებს. 

იაკოვ კედმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist