გამოიწვევს თუ არა საქონლის შეჯვარება არასრულწლოვნის თვალწინ მეპატრონის დაჯარიმებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

92
VIEWS

2 მარტს სოციალურ ქსელში  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეჯვარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.   სიახლის თანახმად, პირველი მარტიდან საქართველოში 500 ლარით დაჯარიმდებიან ის პირები, რომელთა საქონელიც არასრულწლოვანის თვალწინ შეჯვარდება. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედის” ლოგო და საქონლის შეჯვარების ამსახველი ფოტო აქვს დართული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია ამ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა.

Screenshot 7 გამოიწვევს თუ არა საქონლის შეჯვარება არასრულწლოვნის თვალწინ მეპატრონის დაჯარიმებას?
სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინშოთი ყალბია, ხოლო ინფორმაცია თითქოს არასრულწლოვანის თვალწინ საქონლის შეჯვარების შემთხვევაში, პატრონი 500 ლარით დაჯარიმდება, სიმართლეს არ შეესაბამება. სიახლე ახალი რეგულაციის შესახებ იმედის ფეისბუკ და ვებ-გვერდებზე არ გვხვდება და არც ოფიციალურ წყაროებში იძებნება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინშოთი ვიზუალურად ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ქარდების მსგავსია, თუმცა მსგავსი ფოტო და ტექსტი “იმედის” არც ფეისბუკის გვერდზე და არც ვებ-საიტზე  არ იძებნება. ტელეკომპანია იმედს ფეისბუკის გვერდზე ბოლო პერიოდში შინაური ცხოველებზე ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ხოლო, პირველ მარტს გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ინდოეთის შტატ კერალას ერთ-ერთი ინდუისტური ტაძრის ადმინისტრაციამ ტრადიციულ რიტუალებში მონაწილე სპილო მექანიკური მოდელით ჩაანაცვლა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეჯვარებისას პირველი მარტიდან ამოქმედებული რეგულაციის შესახებ ინფორმაცია არც ოფიციალურ წყაროებში იძებნება.  “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ 2023 წელს  საქართველოს მთავრობას სამი დადგენილება აქვს მიღებული, საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმების დამტკიცების, მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცებისა და ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ. მათგან არც ერთი დადგენილება არ ითვალისწინებს მსხვილფესა რქოანი პირუტყვის შეჯვარებისას გარკვეული რეგულაციების დაცვას. მსგავსი რეგულაცია არ იძებნება არც გასული წლების დადგენილებებში.

Screenshot 8 გამოიწვევს თუ არა საქონლის შეჯვარება არასრულწლოვნის თვალწინ მეპატრონის დაჯარიმებას?
წყაროს შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელი იოსებ სირაბიძე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია და როგორც პროფილის ასევე გარეკანის ფოტოზე ამავე პარტიის ლოგო აქვს ატვირთული. ფეისბუკ ანგარიში უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ამართლებს და ანტილიბერალური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.

სირაბიძეს მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

Screenshot 9 გამოიწვევს თუ არა საქონლის შეჯვარება არასრულწლოვნის თვალწინ მეპატრონის დაჯარიმებას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist