გამოგონილი სიკვდილები: ცნობადი სახეები, რომლებიც “მკვდრეთით აღსდგნენ”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

37
VIEWS

მომზადებულია Stories-ის მასალის მიხედვით

როგორც მარკ ტვენი წერდა, სიკვდილის ისტორიები ძალზედ გაზვიადებულია. სერ პოლ მაკკარტნიდან დაწყებული, ბიონსეთი და ტომ კრუზით დამთავრებული, არაერთი ცნობადი სახე გამხდარა ყალბი ინფორმაციის სამიზნე. წარმოგიდგენთ იმ ცნობილი პიროვნებების სიას, რომლებიც ყველას გარდაცვლილი გვეგონა, თუმცა “მკვდრეთით აღსდგნენ”.

პოლ მაკკარტნი: The Beatles-ის ლეგენდა, 1960-იან წლებში შეთქმულების თეორიის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ზოგიერთს სჯეროდა, რომ მომღერალი გარდაიცვლა და ის ორეულით ჩაანაცვლეს. Abbey Road-ის ალბომის გარეკანმა მოცემული მითი კიდევ უფრო გააძლიერა, ვინაიდან ზოგიერთმა ფანმა ის როგორც დაკრძალვის პროცესი, ისე აღიქვა, სადაც ფეხშიშველი მაკარტნი გვამს განასახიერებდა, ხოლო თეთრებში გამოწყობილი ჯონ ლენონი კი, მღვდელს. მაკკარტნიმ არაერთხელ უარყო მისი სიკვდილი, ერთხელ BBC-საც კი უთხრა: „თუ იმ დასკვნამდე მიდიხართ, რომ მე მკვდარი ვარ, მაშინ ცდებით, რადგან მე ცოცხალი ვარ და შოტლანდიაში ვცხოვრობ.“

ტომ კრუზი: „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავს გაეცინა, როდესაც მას 2010 წელს სანტექნიკური ინციდენტის შედეგად მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. კრუზი ხუმრობდა, რომ ის რეალურად კამერაზე ჰოლოგრამის სახით ჩნდებოდა, შემდეგ კი თაყვანისმცემლებს სთხოვა, გაევრცელებინათ შემდეგი შეტყობინება: ”მე ნამდვილად ცოცხალი ვარ. ინტერნეტმა ისევ არასწორად გაიგო?”

მეთ დეიმონი: ჯეისონ ბორნის ვარსკვლავი საკმაოდ გააოცა მისი გარდაცვალების ამბავმა, როდესაც 2009 წელს გამოჩნდა სიუჟეტი ტექსტით, რომელიც “ბელ-ერის ახალი პრინცის” ტექსტს ჰგავდა. მისმა ოჯახმა მისი გარდაცვალება სერიოზულად მიიღო. “ჩემმა ცოლმა მხოლოდ ის თქვა: “რა უცნაურია”, – იხსენებს დეიმონი. “შემდეგ მან გამახსენა, რომ იგივე დაემართა ჯორჯს [კლუნის] რამდენიმე წლის წინ.”

ჯორჯ კლუნი: მეგა-ვარსკვლავობას მეგა-სიკვდილიც მოსდევს თან. მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკელი კინოვარსკვლავი არც პირად თვითმფრინავში გარდაცვლილა და არც ახალ ზელანდიაში გადმოვარდნილა კლდიდან. თუმცა, ამას კლუნის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის ვირუსულად გავრცელებისთვის ხელი არ შეუშლია. მსახიობმა ყალბ ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ მარკ ტვენის ციტატით უპასუხა.

ბიონსე ნოულსი: პოპვარსკვლავი ბიონსე 2015 წელს Twitter-ის ჭორების ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ყალბი ახალი ამბების საიტმა მსოფლიოს მისი “საბედისწერო” ავტოკატასტროფაში გარდაცვალების შესახებ ცეცხლოვანი ავარიის ფოტოსთან ერთად აცნობა. მომდევნო წელს, ბიონსე ყურის დაზიანების შედეგად გადაჭარბებული სისხლდენის გამო „გარდაიცვალა“.

ჯინ ჰეკმენი: The Conversation-ისა და French Connection-ის მსახიობმა გაიგო მისი გარდაცვალების შესახებ სტატიიდან, სათაურით: “უდიდესი ამერიკელი მსახიობი 85 წლის ასაკში გადაიცვალა: ჯინ ჰეკმენი წავიდა, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს მართვის სადავეებს“. ამბავი სწრაფად გადაიწერა, რათა შეცვლილიყო სიტყვა „გარდაცვლილი“ „გადამდგარით“, მაგრამ არა მანამ, სანამ Twitter-მა სამძიმარი გამოაცხადა და Facebook-ის გვერდი – RIP Gene Hackman – გაჩნდა, რომელიც „ლაიქებს“ ითხოვდა.

დუეინ ‘როკ’ ჯონსონი: 2014 წელს გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი ახალ ზელანდიაში კაურის კლდეებიდან ტრიუკის გადაღებისას გადავარდა. ამბავი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში, ამიტომ ჯონსონმა ტროლების დატროლვა გადაწყვიტა, და შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „მე სიამოვნებით შევხვდებოდი იმ ადამიანს, რომელიც იწყებს ჭორებს ჩემი სიკვდილის შესახებ – ვაჩვენებდი, თუ როგორია მკვდარი ფეხი მათ უკანალში“.

ჯეიმს ერლ ჯონსი: ჯონსი, რომელიც ზოგიერთისთვის უფრო ცნობილია, როგორც დართ ვეიდერი და “წითელ ოქტომბრის ნადირობის” ვარსკვლავი, პაროდიული ვებსაიტის სამიზნე გახდა. ფეისბუკმა და ტვიტერმა „სიახლე“ მალევე აიტაცეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დართ ვეიდერი მხოლოდ ეკრანზე გარდაიცვალა.

რასელ ქროუ: გლადიატორის ვარსკვლავი 2010 წელს ნიუ-იორკის რადიოსადგურმა გარდაცვლილად გამოაცხადა. რადიოს ცნობით, იგი ავტრიაში ერთ-ერთი მთდან ჩამოვარდა. „ვერ გვპასუხობთ, ავსტრიაში მთიდან ჩამოვვარდი,. არ ვიცი, როგორ მოვხვდი იქ, მაგრამ მედია არასოდეს ცდება. G’Bye.“ – დაწერა ქროუმ ტვიტერზე.

ჰილარი დაფი: დუეინ ჯონსონის მსგავსაც, ჰილარი დაფიც ახალი ზელანდიის კაურის კლდეების „მსხვერპლი“ გახდა. ამბის გავრცელების დროს, დაფი ლოს ანჯელესში იმყოფებოდა. საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს, კაურის კლდეებმა ტომ კრუზი, ორლანდო ბლუმი, ტომ ჰენკსი, ბრედი პიტი და ნატალი პორტმანიც „შეიწირეს.“

ბრედ პიტი: ვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ ჭორები რამდენჯერმე გავრცელდა, მაგრამ 2016 წელს მისი დახვრეტის შესახებ ცნობები ისეთი მასშტაბით გავრცელდა, რომ პიტმს განცხადების გაკეთება მოუწია. სროლის სიუჟეტი გამოგონილი იყო, რათა მკითხველები საიტის დასაკლიკად მიეტყუებინათ და მათი პირადი მონაცემები მოეპარათ.

კირიკ დუგლასი: ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი ვერტმფრენის ჩამოვარდნას და ინსულტს გადაურჩა, თუმცა მედიამ ორჯერ მოკლა. Action News 3 კვლავ ამტკიცებს, რომ მსახიობი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა (მან 103 წლამდე იცოცხლა) და ჟურნალმა People Magazine შემთხვევით 2014 წელს მისი ნეკროლოგი გამოაქვეყნა.

მორგან ფრიმენი: ფრიმენი Facebook გვერდის RIP Morgan Freeman-ის ხუმრობის სამიზნე გახდა. თუმცა, მსახიობმა ხუმრობას ასე კრეატულად უპასუხა: ”ვკითხულობ, რომ მოვკვდი. იმედი მაქვს, რომ ეს ისტორიები სიმართლეს არ შეესაბამება…”

სტივენ სიგალი: Shadow Men-ისა და Under Siege-ის ვარსკვლავი არ მომკვდარა, როდესაც 2013 წელს “RIP Steven Seagal”-ის ფეისბუქის გვერდი შეიქმნა  და არც მასიური გულის შეტევა ჰქონია 2015 წელს. თუმცა, მისი კარიერა ნამდვილად მოკვდა 2011 წელს როდესაც იგი სახლს ტაკით დაეჯახა და ლეკვი მოკლა.

ჯეკი ჩანი: ცნობები ჯეკი ჩანის გარდაცვალების შესახებ არაერთხელ გავრცელდა, ორჯერ  მხოლოდ 2013 წელს. ასე რომ, როდესაც #RIPJackieChan კვლავ გახდა ტრენდული, მსახიობმა დაარწმუნა თაყვანისმცემლები, რომ მას არც გულის შეტევა განუცდია, არც ავტოკატასტროფაში მოყოლილა და არც  12 სართულიანი შენობიდან ჩამოვარდნილა. ჩანის განცხადებით: „დღეს ყველამ დამირეკა, რათა ჩემთვის ნიშნობა მოელოცათ, ამის შემდეგ ყველამ დამირეკა იმის გასარკვევად, ცოცხალი ვარ თუ არა“.

არნოლდ შვარცნეგერი: როდესაც ტერმინატორი კვდება, ეს დიდი ამბავია, მაგრამ შვარცნეგერის სიკვდილი Twitter-ს არ გასცდენია. ვარსკვლავი 2015 წელს არ გარდაიცვლილა გულის შეტევით, მაგრამ, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ყველამ ვიცით, რა იქნებოდა მისი ბოლო სიტყვები.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist