გადასცა თუ არა ბილ გეიტსმა ჟურნალისტს ჩეკის წიგნაკი წარმატების საიდუმლოზე კითხვის პასუხად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

742
VIEWS

23 მარტიდან ქართულენოვანი ფეისბუქ გვერდები (1,2) და ანგარიშები (1,2,3) ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი ბილ გეიტსის ინტერვიუს ამსახველ ფოტოს ავრცელებდნენ. თანდართული აღწერის მიხედვით, ერთ-ერთ გადაცემაში ბილ გეიტსს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი წარმატების საიდუმლო. პასუხად გეიტსმა ჯიბიდან “საბანკო წიგნაკი” ამოიღო და ჟურნალისტს მასში ნებისმიერი თანხის ჩაწერა სთხოვა, რაზეც ჟურნალისტმა უარი უთხრა. გეიტსმა ჟურნალისტს მეორედაც იგივე შესთავაზა, მორიგი უარის მიღების შემდეგ კი წიგნაკი შეინახა და თქვა, რომ მისი წარმატების საიდუმლო შანსის ხელიდან არგაშვებაშია, რაც ჟურნალისტმა, რომელსაც შეეძლო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ჟურნალისტი გამხდარიყო,  სწორედ იმ მომენტში გააკეთა. 

ინფორმაციას ბილ გეიტსის ინტერვიუს შესახებ რუსულენოვანი ანგარიშები ფოტოს გარეშე ავრცელებდნენ (1,2). იდენტური ინფორმაცია, ფოტოსთან ერთად ქართულენოვან ფეისბუქ გვერდებსა (1,2,3) და ჯგუფებში (1,2,3) გასულ წლებშიც ვრცელდებოდა.

bili da cheki გადასცა თუ არა ბილ გეიტსმა ჟურნალისტს ჩეკის წიგნაკი წარმატების საიდუმლოზე კითხვის პასუხად?

bili da cheki 1 გადასცა თუ არა ბილ გეიტსმა ჟურნალისტს ჩეკის წიგნაკი წარმატების საიდუმლოზე კითხვის პასუხად?

ინფორმაცია ბილ გეიტსის ინტერვიუს შესახებ, რომლის დროსაც მან წამყვანს საფულე ჩეკის წიგნაკში ნებისმიერი სასურველი თანხის ჩაწერა შესთავაზა, სანდო ღია წყაროებში არ იძებნება, ხოლო გეიტსის ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ფოტო, რომელიც გავრცელებულ პოსტებს ახლავს, 2016 წელს გეიტსის ბრიტანულ გადაცემაში “ეს დილა” სტუმრობას ასახავს, სადაც მას საჩუქრად გადაცემის ბრენდირებული ჭიქა გადასცეს. 

ინფორმაცია ბილ გეიტსის ინტერვიუს შესახებ Reuters Fact Check-მა ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, მსგავსი დიალოგი სანდო ღია წყაროებში არ იძებნება. ბილ გეიტსის ფონდის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა Reuters-თან კომენტარში უარყო მსგავსი ფაქტის ნამდვილობა. 

რაც შეეხება ფოტოს, რომელიც გავრცელებული პოსტების უმრავლესობას ჰქონდა დართული, ის ამოჭრილია ბრიტანული გადაცემიდან “ეს დილა” (This Morning). ბილ გეიტსი გადაცემას 2016 წლის ოქტომბერში ესტუმრა, რა პერიოდშიც გადაცემა ჟურნალისტებს ბენ შეფარდსა და ჰოლი უილობის მიჰყავდათ.  გავრცელებულ კადრში ჩანს როგორ გადასცემს უილობი გეიტსს საჩუქრის პატარა ყუთს, რომელსაც, წამყვანების მტკიცებით, “ფულით ვერ იყიდი”. გეიტსი ყუთში გადაცემის ბრენდირებულ ჭიქას პოულობს.

bili da cheki 2 გადასცა თუ არა ბილ გეიტსმა ჟურნალისტს ჩეკის წიგნაკი წარმატების საიდუმლოზე კითხვის პასუხად?

შესაბამისად, გავრცელებული კადრი გეიტსის მიერ ჟურნალისტისთვის ჩეკის წიგნაკის გადაცემას და მასში სასურველი თანხის ჩაწერას არ ასახავს. 

წყაროების შესახებ: 

გვერდი თემო ბოკელავაძე’ 2021 წლის დეკემბერში შეიქმნა და ის ფეისბუქ მომხმარებელ თემო ბოკელავაძესთანაა დაკავშირებული. გარდა გვერდისა, ბოკელავაძემ 2022 წლის მარტში ფეისბუქ ჯგუფი თემურ ბოკელავაძე და საზოგადოებაც შექმნა. როგორც პირად გვერდზე, ასევე გვერდსა და ჯგუფში ბოკელავაძე ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მათ შორის, დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

ფეისბუქ მომხმარებელი ნინო კვარაცხელია პარტია “პატრიოტთა ალიანსის” აქტივისტია, რომელიც პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფებში ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის, მცდარ ინფორმაციას, ხშირად ავრცელებს (1,2). 2023 წლის თებერვალში კვარაცხელიამ გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტოც გაავრცელა

bili da cheki 3 გადასცა თუ არა ბილ გეიტსმა ჟურნალისტს ჩეკის წიგნაკი წარმატების საიდუმლოზე კითხვის პასუხად?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist