გადაკვეთეს თუ გადმოკვეთეს საზღვარი 2008 წლის ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

740
VIEWS

8 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებელმა თათა მურაჩაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2008 წლის ომის დროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები და პარლამენტის დეპუტატები ქვეყნიდან გაიქცნენ.  24 კაციან სიაში, რომლებმაც პოსტის ავტორის მტკიცებით ქვეყანა დატოვეს, ნიკა რურუა, გიგა ბოკერია და გიორგი მელაძეც არიან დასახელებულები.  აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ნიკა რურუამ, რომელიც იმ პერიოდის საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ქვეყანა 10 აგვისტოს დატოვა და აზერბაიჯანში წითელი ხიდით გადავიდა; გიგა ბოკერიასთან, იმ დროს  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, თითქოს  მან  საქართველო  9 აგვისტოს დატოვა. თათა მურაჩაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტის ბოლოს მითითებულია, რომ ინფორმააცია “კვირის პალიტრის არქივიდან” არის აღებული. ომის პერიოდში ხელისუფლების მიერ ქვეყნის დატოვების შესაახებ ინფორმაცია წინა წლებშიც ვრცელდებოდა.

esphsz გადაკვეთეს თუ გადმოკვეთეს საზღვარი 2008 წლის ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა?

ფეისბუკ მომხმარებლის თათა მურაჩაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც წლებია ვრცელდება, თითქოს აგვისტოს ომის დროს  24-მა იმდროინდელმა ხელისუფლების წარმომადგენელმა და დეპუტატმა დატოვა ქვეყანა, უზუსტობებს შეიცავს. 2014 წელს გასაჯაროვებული საზღვრის კვეთის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ გავრცელებული სიიდან 9 ადამიანი ომის მომდინარეობის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში დაბრუნდა, ხოლო 4 გავიდა და უკან შემოვიდა. 

აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ირაკლი სესიაშვილმა 2014 წელს გაასაჯაროვა,  გავრცელებული სიიდან  9 ადამიანი ომის მომდინარეობის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ქყვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის არის ნიკოლოზ რურუა, გიგა ბოკერია  და გიორგი მელაძე, რომლებიც ქვეყანაში 9-10 ავისტოს დაბრუნდენ.

2014 წელს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 2008 წლის 7-14 აგვისტოს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია გამოაქვეყნა. სესიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სია აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა და  დოკუმენტი პარლამენტის არქივში ინახება.

ირაკლი სესიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად 9 აგვისტოს ქვეყანაში დაბრუნდნენ: გიგა ბოკერია,ბაკურ კვეზერელი და გიორგი მელაძე. 10 აგვისტოს დაბრუნდნენ ნინო კალანდაძე, ნიკოლოზ რურუა და კობა სუბელინი. 11 აგვისტოს საქართველოს საზღვარი გიორგი ღვინიაშვილმა და  პარუთიუნ ჰოვჰანესიანმა, 12 აგვისტოს კი პაატა ლეჟავამ გადმოკვეთეს.

ომის პერიოდში ქვეყნიდან გავიდნენ და უკან დაბრუნდნენ დავით ბეჟუაშვილი (7-11 აგვისტო), გიგი წერეთელი (7-9 აგვისტო), მერაბ სამადაშვილი (12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა) და გოჩა მამაცაშვილი (8-12 აგვისტო).

ნიკოლოზ რურუა აშშ-დან, სადაც ის შვებულებაში იმყოფებოდა,  საქართველოში 10 აგვისტოს დაბრუნდა. 

“მითების დეტექტორი”  დამატებითი ინფორმაციის მისაღებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს დაუკავშირდა, რომელთანაც  2008 წლის აგვისტოში გარდაცვლილი ნიკოლოზ რურუა სტუმრად იმყოფებოდა.

დათო სიხარულიძე: როგორც მახსოვს 30 ივლისს ჩამოვიდა ნიკა ამერიკაში, ორი კვირით იყო ჩამოსული  Შვებულებაში. Საბრძოლო მოქმედებები რომ დაიწყო ბილეთის საშუალება აღარ იყო. Მიუნხენამდე იშოვა ბილეთი და 7 ში თუ 8 რიცხვში გაფრინდა მიუნხენში. გერმანიაში რომ ჩავიდა ლუფტანზა უკვე აღარ ასრულდება ფრენებს საქართველოში. Ამიტომ იქიდან წავიდა ვენაში, საიდანაც იყო ფრენა ბაქომდე. გაემგზავრა აზერბაიჯანში და იქედან მანქანით წავიდა თბილისში”.

ნიკოლოზ რურუას მიერ 2008 წლის აგვისტოში საზღვრის კვეთის ინფორმაციას, მისმა ძმა გიორგი  რურუამაც  საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. გიორგი რურუას განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. დოკუმენტში ჩანს, რომ წითელი ხიდის გავლით 10 აგვისტოს ნიკოლოზ  რურუა ქვეყანაში დაბრუნდა.

dphaz გადაკვეთეს თუ გადმოკვეთეს საზღვარი 2008 წლის ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა?

“მითების დეტექტორი” ასევე დაუკავშირდა გიგა ბოკერიას, რომელმაც განაცხადა, რომ უცხოეთიდან 8 აგვისტოს ქვეყანაში მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.

გიგა ბოკერია: მე საქართველოდან წავედი 2 აგვისტოს, შტაინმაიერის ვიზიტის შემდეგ. და როდესაც შევიტყვე, რომ ვითარება დაიძაბა შვიდში, ბილეთი ვერ ვიშოვე იმ დღეს.  ყველა ავიაკომპანიამ შეაჩერა რეისები, თურქიში იყო რომელმაც შეასრულა ბოლო რეისი და რვაში გამოვფრინდი. ცხრაში ადრე დილით დავბრუნდი საქართველოში. Ჩემი მეუღლე იყო ჩემთან ერთად და ჩემი შვილი თბილისში იყო. 11 ან 12 აგვისტოს, აქცია რომ იყო თბილისში დილით აქცია, სანამ პრეზიდენტები ჩამოვიდოდნენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები სადაც სიტყვით გამოვედი, იმიტომ რომ Ნარატივი ხომ ასეთი არის, რომ გართულდა ვითარება და მერე გაიქცნენო.

2008 წლის 12 აგვისტო, გიგა ბოკერია რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.
2008 წლის 12 აგვისტო, გიგა ბოკერია რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.

მითების დეტექტორის რეგიონული ქსელი

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist