გადაჰყავთ თუ არა ჩინეთში აუცრელი ადამიანები კოლონიებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

933
VIEWS

განახლება: ფეისბუკზე მასალის მონიშვნის შემდეგ ტელეკომპანია “პირველის” პოსტში შესწორება შევიდა.


პირველ თებერვალს ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუკ გვერდზე ხატია სიჭინავასთან ინტერვიუს მონაკვეთი გამოქვეყნდა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ჩინეთში არსებობს კოლონიები, სადაც აუცრელი ხალხი გადაჰყავთ. იდენტური ინფორმაცია ვიდეოპორტალ Age.ge-ზეც გავრცელდა.


ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩინეთში აუცრელ მოქალაქეებს “კოლონიებში” გზავნიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩინეთი “ნულოვანი კოვიდის” პოლიტიკას ახორციელებს, რის გამოც კორონავირუსის შემთხვევების მატების დროს კარანტინს აცხადებს და მოსახლეობა ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, შემდგომი გავრცელების თავიდან არიდების მიზნით საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავს.

ბოლო პერიოდში, ჩი­ნე­თში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცი­რეა. გარდა იმისა, რომ ჩი­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის მოსახლეობის 85% უკვე აცრილია, ჩინეთის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რონავირუსის შემ­თხვე­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მი­მართ ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს და შეზღუდვები ამ დრომდე არ შემსუბუქებულა. ჩინეთში გამკაცრებული ღონისძებები მოიცავს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას, კონკრეტული უბნებისა და დასახლებების სრულად ჩაკეტვას და იზოლაციის მიზნით ინფიცირებული ადამიანების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანას. ამ ეტაპზე კორონავიირუსის ეპიცენტრი ჩინეთში ქალაქისი სიანია, სადაც დეკემბრის ბოლოს კარანტინი გამოცხადდა და მოსახლეობას სახლიდან გასვლა აეკრძალა. მასობრივი ტესტირების დროს ინფიცირების მაღალი მაჩვენებლი გამოვლინდა და ის პირები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათი კონტაქტები, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად,  საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ზედმეტად მკაცრი ზომების გამო მთავრობას სოციალური ქსელის მომხმარებლები აკრიტიკებდნენ, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ საკარანტინე სივრცეებში ცუდი პირობები და საკვების ნაკლებობა იყო. კრიტიკა ასევე გამოიწვია სოციალურ ქსელში გავცელებულმა ვიდეოებმა, სადაც ნაჩვენებია მცირე ზომის ოთახები ლითონის ორსართულიანი საწოლებით, ლეიბების გარეშე.  მიუხედავად ასეთი მკაცრი ზომებისა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები აუცრელები იყვნენ და აუცრელი ადამიანებისთვის ცალკე საკარანტინე სივრცეები არსებობს, არ დასტურდება.

კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჩინეთისთვის დიდ გამოწვევას ზამთრის ოლიმპიადა წარმოადგენდა, რის გამოც ოლიმპიადაზე უცხოელი მაყურებლის დასწრება აიკრძალა, ადგილობრივ მაყურებელთა ჯგუფებს კი,  რომლებიც  “მოწვეულნი” იქნებიან ღონისძიებებზე “თამაშების ყურებამდე, მიმდინარეობისას და მის შემდეგ” მკაცრი ზომების დაცვა მოუწევთოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლეეები  მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან მო­შო­რე­ბულ სივრცეში იასპარეზებენ და მათ ოლიმპიური სოფლების დატოვების უფლება არ ექნებათ. იგივე შეზღუდვები მოქმედებს ადგილობრივი დამხმარე მუშაკებზე, მოხალისეებზე, მზარეულებსა და მძღოლებზე, რომელთაც  გარე სამყაროსთან ფიზიკური კონტაქტი შეზღუდული აქვთ. 

2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, ჩინეთში გარდაცვალების 5 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბევრად ნაკლებია მაგალითად  აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებულ შემთხვევებზე (აშშ- 830 000, დიდი ბრიტანეთი -150 000).  ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთში მილიონ მოსახლეზე სიკვდილის 3,  აშშ-ში 2 500  და დიდ ბრიტანეთში მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების 2 190 შემთხვევა ფიქსირდება.


წყარო: BBC

ჩინეთში დაფიქსირებული ინფექციების რაოდენობა ასევე ძალიან დაბალია და პანდემიის განმავლობაში მთელ ქვეყანაში დღეში 150 შემთხვევას იშვიათად აჭარბებს. Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის  ჩი­ნეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 106,202 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. მათ შო­რის 4 636 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ამა­ვე ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1,802 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა ფიქსირდება.
მცდარი ინფორმაცია ჩინეთში საკარანტინე სივრცეების შესახებ ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად ამ თემებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

საკონცენტრაციო ბანაკები თუ საკარანტინე სივრცეები – სად გადაჰყავთ ბავშვები ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ ვიდეოში?
“გალიები” დაინფიცირებულებისთვის თუ საკარანტინო ბანაკები? – რას ასახავს ვიდეო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist