გაათავისუფლა თუ არა ხრუშჩოვმა სტალინის პატიმრები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

192
VIEWS

2022 წლის 28 მაისს Facebook მომხმარებელმა Nodar Abragi-მ გამოაქვეყნა რუსი ისტორიკოსის ანდრეი ფურსოვის ციტატა, რომლის მტკიცებითაც ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის სიკვდილის შემდგომ ის 100 000 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 1941-1945 წლებში ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ. 

ანდრეი ფურსოვი: “1955 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვმა ამინისტიით გამოუშვა ციხიდან 100 ათასი ყველა ის პატიმარი, რომელიც თანამშრომლობდა ფაშისტებთან 1941-45 წლებში!”

ანდრეი ფურსოვის მტკიცება მანიპულაციურია. ნიკიტა ხრუშჩოვის დროს საქმეების ხელახალი განხილვით ბევრი რეპრესირებულის ბრალეულობა არ გამოიკვეთა ან დანაშაული არ იყო მნიშვნელოვანი, რის გამოც ნაწილმა გულაგი დატოვა. დოკუმენტურად რეპრესირებულთა ნაწილი მართლაც იყო მხილებული ნაცისტებთან/ფაშისტებთან თანამშრომლობაში, თუმცა ეს უმეტესად იმიტომ, რომ სტალინის პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებს ძირითადად ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობას და კონტრრევოლუციურ საქმიანობას აბრალებდნენ და აღიარების ოქმებს ხელს ძალადობრივად აწერინებდნენ. თუმცა, ასეთ ადამიანებს ძირითადად დახვრეტა ჰქონდათ მისჯილი, შესაბამისად, ხრუშჩოვის პერიოდში ისინი გულაგებს მაინც ვერ დატოვებდნენ.

1956 წელს სტალინის გარდაცვალების შემდგომ კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის პიროვნების კულტი დაგმო და მისი პოლიტიკა გააკრიტიკა. ხრუშჩოვმა უარყოფითად დაახასიათა როგორც სტალინის მიერ სსრკ-ის მართვის სტილი, ასევე მის დროს განხორციელებული რეპრესიები, რომლებსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა. 

ნიკიტა ხრუშჩოვი: “იმის ნაცვლად, რომ დაემტკიცებინა თავისი პოლიტკორექტულობა და მასები მობილიზირებულიყვნენ, ის ხშირად ირჩევდა რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების გზას, არა მხოლოდ ნამდვილი მტრების წინააღმდეგ, არამედ იმ პირების მიმართაც, რომლებსაც რაიმე დანაშაული პარტიისა და საბჭოთა მთავრობის მიმართ არ ჩაუდენიათ”. 

ნიკიტა ხრუშჩოვი, სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლას და სტალინური რეპრესიების კრიტიკას ამნისტია და რეპრესირებულთა რეაბილიტაცია მოჰყვა, თუმცა გულაგები და ციხეები, რა თქმა უნდა, ყველა მათგანმა არ დატოვა. ბრძანების თანახმად, გაწერილი იყო ყველა ის ჯგუფი, რომელთაც შეეხოთ რეაბილიტაცია. (amazon pharmacy modafinil) პირველ ეტაპზე მცირე დანაშაულზე დაჭერილი ადამიანების შეწყალება მოხდა, შემდგომში კი უკვე 1954 წელს საქმეების ხელახალი შესწავლა დაიწყო და დაახლოებით 4 მილიონ რეპრესირებულთა საქმე ხელახლა იქნა შესწავლილი

ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით შეწყალებულად შემდეგი პირები გამოცხადნენ:

  1. ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები გათავისუფლდებიან და მოეხსნებათ სასჯელის სხვა ზომები რომლებიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
  2. სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად, მსჯავრდებული პირები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ან სამსახურებრივი მოვალეობის გადაცდომისთვის ან ეკონომიკური დანაშაულისთვის, აგრეთვე 193-4a, 193-7, 193-8, 193-10, 193-10a, 193 მუხლებით გათვალისწინებული სამხედრო დანაშაულებისთვის. 
  3. ქალები, რომლებსაც ჰყავთ ათ წლამდე ასაკის ბავშვები; ორსული ქალები; 18 წლამდე არასრულწლოვანი პირები, 55 წელს გადაცილებული კაცები და 50 წელზე უფროსი ქალები, ასევე მძიმე განუკურნებელი დაავადებების მქონე მსჯავრდებულები.
  4. ​​მსჯავრდებულებს, რომელთა სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სასჯელი სანახევროდ შეუმცირდათ.

მნიშნველოვანია, რომ ამნისტია არ შეეხო მათ, ვინ კონტრრევოლუციურ დანაშაულში იყო მხილებული ან ვისაც ბრალად ბანდიტობა, მკვლელობა და სოციალისტური ქონების მოპარვა ედებოდა.

ამნისტიის განკარგულება: “ამნისტია არ ვრცელდება კონტრრევოლუციურ დანაშაულზე, სოციალისტური ქონების ქურდობაზე, ბანდიტიზმისა და განზრახ მკვლელობისთვის 5 წელზე მეტი ვადით მისჯილ პირებზე.”

საგულისხმოა, რომ დოკუმენტურად რეპრესირებულთა ნაწილს ფაშისტებთან და ნაცისტებთან ურთიერთობა მართლაც ედებოდა ბრალად, თუმცა ძირითად შემთხვევაში სტალინური რეპრესიების დროს პოლიტიკური ოპონენტები ამ შეთხზული მიზეზით ისჯებოდნენ. მაგალითად, სწორედ ამგვარი მიზეზით დაიხვრიტა მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. მისი დახვრეტის ოქმში ვკითხულობთ, “რომ იყო კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრი”. აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია 1954 წლის განჩინებით მოხდა, მიზეზად კი დანაშაულის ნიშნების არარსებობა გამოცხადდა.

ინფორმაცია მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტისა და რეაბილიტაციის შესახებ

როდესაც საუბარია აგენტებისა და შპიონაჟში ჩართული პირების რეპრესიებზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათ წინააღმდეგ საბჭოთა კავშირში არსებული სასჯელის ზომა დახვრეტა იყო. 1934 წლის 8 ივნისის განკარგულებით განისაზღვრა იმ პირთა დასჯის სახე, რომლებიც შპიონაჟში ან მტერთან კავშირში იქნებოდნენ მხილებულები:

  1. სახელმწიფო ღალატი, ანუ ქმედებები, რომლებიც ჩადენილია სსრკ-ს მოქალაქეების მიერ სსრკ-ს სამხედრო ძალაუფლების დაზიანების ან მისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ან მისი ტერიტორიის მთლიანობის შელახვის მიზნით, როგორებიცაა: ჯაშუშობა, სამხედრო საიდუმლოების გათქმა, დეზერტირობა, საზღვარგარეთ გაქცევა – ისჯება უმაღლესი სისხლის სამართლის სასჯელით – – დახვრეტით – – მთელი ქონების ჩამორთმევით, ან შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში – ათი წლით თავისუფლების აღკვეთით მთელი ქონების კონფისკაციით.
  2. თუ აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია მოქმედი სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიერ, ისჯება დახვრეტით და ქონების სრული კონფისკაციით. 

ამის გათვალისწინებით ნათელია, რომ ხრუშჩოვის მიერ გამოცხადებული ამნისტიის პირობებში შპიონაჟსა და აგენტობაში მხილებული პირები გულაგებს ვერ დატოვებნდნენ, რადგან მათი უმეტესობა ჯერ კიდევ სტალინის პერიოდში უკვე დახვრეტილი იყო. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist