გაანადგურა თუ არა რუსეთმა ამერიკული HIMARS – ები უკრაინაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2k
VIEWS

2 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ექვსი ამერიკული HIMARS-ის განადგურების შესახებ განაცხადა. შოიგუს თანახმად, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში “სპეცოპერაციის” მიმდინარეობისას, ექვსი გამშვები და 200-ზე მეტი HIMARS MLRS რაკეტა გაანადგურეს. მისივე თქმით, განადგურდა 33 ამერიკული M777 ჰაუბიცა და Harpoon-ის ხუთი სარაკეტო სისტემა. ჰაიმარსების განადგურების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიებსა 1, 2, 3, 4, 5, 6  და ქართულენოვან ფეისბუკ-გვერდზე New Neu Novo Nuovo Nouveau Новый ახალი-ც გავრცელდა. 

ინფორმაცია, თითქოს რუსულმა მხარემ აშშ-ის მიერ გაგზავნილი ჰაიმარსები გაანადგურა, ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. აღნიშნული ინფორმაცია 2 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმაც უარყო. 

 ჰაიმარსების განადგურებასთან დაკავშირებით კომენტარი 2 აგვისტოს პენტაგონის წარმომადგენელმა ტოდ ბრისილიმ გააკეთა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობები უარყო. აღსანიშნავია, რომ რუსულ მხარეს ამერიკული ტექნიკის განადგურების მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

Screenshot 26 2 გაანადგურა თუ არა რუსეთმა ამერიკული HIMARS - ები უკრაინაში?

HIMARS-  ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
ფოტო: US Army/Sgt. Patrik Orcutt

პენტაგონი ეტაპობრივად ეხმაურება რუსეთის განცხადებებს ჰაიმარსების განადგურების შესახებ. წარსულში, 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ოფიცერმა უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა.  Associated Press-ის ჟურნალისტის კითხვაზე  აშშ-ის მიერ გაგზავნილი ჰაიმარსების განადგურების შესახებ, მან უპასუხა, რომ  რუსულ მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ჰაიმარსებს უკრაინა ძალიან წარმატებით და ეფექტურად იყენებს. პენტაგონის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ აშშ აკვირდება უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკის გამოყენებას. მისი თქმით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობები HIMARS-ის “განადგურების” შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

ჰაიმარსების განადგურების შესახებ რუსული მედია წარსულშიც წერდა. 1 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე, ქალაქ ხარკოვში ჰაიმარსის ორი ერთეულის განადგურების შესახებ განაცხადა. რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა კადრები, რომელიც ავტორების თქმით, განადგურებულ ჰაიამარსებს ასახავდა. ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა პლატფორმა – Stopfake-მა გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამხედრო ტექნიკის ფოტოზე ასახულია  M1083A1P2 MTV სატვირთო და M777 ჰაუბიცა და არა ამერიკული HIMARS. 

Screenshot 27 2 გაანადგურა თუ არა რუსეთმა ამერიკული HIMARS - ები უკრაინაში?

1 ივნისს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჰაიმარსების გადაცემას აპირებდა. 23 ივნისს უკრაინის მხარემ დაადასტურა, რომ ჰაიმარსის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ოთხი ერთეული უკვე უკრაინაშია. 8 ივლისს კი პენტაგონის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ჰაიმარსების მიწოდება 12 ერთეულამდე გაგრძელდება. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თანახმად, ჰაიმარსები უკრაინას არამხოლოდ თავდაცვის, არამედ ზუსტი დარტყმების განხორციელების საშუალებასაც მისცემს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist