გააკრიტიკა თუ არა ნიკოლა ტესლამ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ინტერვიუში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

655
VIEWS

2022 წლის 24-29 ნოემბერს ქართულენოვანმა Facebook მომხმარებლებმა სერბი-ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლას მიერ 1899 წელს ჟურნალისტ ჯონ სმიტისათვის მიცემული ინტერვიუს შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია (1, 2, 3, 4). პოსტების თანახმად, ტესლა სინათლესა და ენერგიას მუსიკას ადარებს და ამბობს, რომ “სინათლის ნაწილაკები დაწერილი ნოტებია.” ინტერვიუში ტესლა ამტკიცებს, რომ ცარიელი სივრცე არ არსებობს, ხოლო ენერგიის ძირითადი წყაროები მთელი მსოფლიოს ირგვლივ გვხვდება. ინტერვიუს თანახმად, ტესლა ამტკიცებს, რომ შავი ხვრელები “ენერგიისა და სიცოცხლის ყველაზე ძლიერი წყაროებია,” ხოლო მატერია იმ პირველადი და მუდმივი ენერგიისაგან წარმოიქმნა, რასაც ჩვენ სინათლეს ვეძახით. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ტესლას აზრით, აინშტაინს მოცემული ბგერები რომ მოესმინა, იგი ფარდობითობის თეორიას აღარ შექმნიდა, ხოლო თავად ეს ბგერები გზავნილია გონებისათვის, რომლის თანახმადაც სოცოცხლეს მნიშვნელობა აქვს, სამყარო ჰარმონიულ პირობებში არსებობს, ხოლო სილამაზე შემოქმედების მიზეზი და შედეგია. 

ინფორმაცია ანალოგიური ინტერვიუს შესახებ რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვრცელდება (1, 2, 3, 4, 5, 6, 7). 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნიკოლა ტესლამ ინტერვიუში აინშტაინის ფარდობითობის თეორია გააკრიტიკა, მცდარია. აღნიშნული ინტერვიუ არასდროს ჩატარებულა. რეალურად, ციტატები აღებულია 1995 წელს სტევან პეზიჩის მიერ დაწერილი სპექტაკლიდან “ტესლა ან ანგელოზის ადაპტაცია,” რომელიც ტესლასა და ჟურნალისტს შორის გამართულ გამოგონილ ინტერვიუს შეიცავს. სპექტაკლზე დაყრდნობით, 2001 წელს, იდენტური სახელის ფილმიც გამოვიდა.

ინფორმაცია აღნიშნული ინტერვიუს შესახებ რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. მაგალითად, Facebook პოსტების ნაწილი ამტკიცებს, რომ იგი 1899 წელს, ჟურნალისტი ჯონ სმიტის მიერ ჩატარდა. თუმცა, ინტერვიუში საუბარია აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე, აინშტაინი კი 1879 წელს დაიბადა, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ინტერვიუს ჩატარების პერიოდში იგი მხოლოდ 20 წლის იქნებოდა. გარდა ამისა, მისი ფარდობითობის თეორია 1915 წელს გამოქვეყნდა. ტერმინი “შავი ხვრელი” ასევე ანაქრონიზმია, ვინაიდან იგი მხოლოდ 1960-იან წლებში დამკვიდრდა

Associated Press-ის ავსტრალიური გამოცემის 2020 წლის ანალიზის მიხედვით, ინტერვიუ სტევან პეზიჩის სპექტაკლ “ტესლა ან ანგელოზის ადაპტაციაში” გვხვდება. არაერთმა მკვლევარმა და მუზეუმმა სცადა მოცემული ფრაზების წარმომავლობა დაედგინა, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ეს სიტყვები ნამდვილად ნიკოლა ტესლას ეკუთვნის, არ არსებობს. სპექტაკლის ტრანსკრიპტი ადასტურებს, რომ ქართულ და რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინტერვიუ სწორედ პეზიჩის სპექტაკლიდანაა ამოღებული. 


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist