გააკონტროლებს თუ არა კანადის მთავრობა ინტერნეტში გამოქვეყნებულ კონტენტს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

193
VIEWS

16-17 ნოემბერს ქართულ (1, 2, 3, 4.) და რუსულენოვანმა (1,2,3) ფეისბუკ მომხმარებლებმა დიდი ოცეულის სამიტზე კანადის პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს სიტყვით გამოსვლის ფრაგმენტი გაავრცელეს.   აღწერის მიხედვით, ტრუდომ კანადელებს გამოუცხადა, რომ ”ინტერნეტში დაიშვება მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული საუბარი და ხელოვნური ინტელექტი მონიტორინგს გაუწევს ჩვეულებრივ ადამიანებს.”

trudo G20 qhalbi გააკონტროლებს თუ არა კანადის მთავრობა ინტერნეტში გამოქვეყნებულ კონტენტს?

მტკიცება იმის შესახებ, რომ კანადაში ინტერნეტში გავრცელებულ კონტენტს მთავრობა გააკონტროლებს, შეცდომაში შემყვანია. ჯასტინ ტრუდო თავის გამოსვლაში გულისხმობს კანონპროექტ C-11-ს, რომელიც დიდი სამაუწყებლო ორგანიზაციების კონტენტის რეგულირებას გეგმავს, რისი მიზანიც ადგილობრივი პატარა კომპანიების გაძლიერება, მომხმარებელთა უსაფრთხობის დაცვა და კანადური წარმოების კონტენტის პოპულარიზაციაა. კანადის მემკვიდრეობის მინისტრის განმარტებით, კანონი არ შეეხება ინტერნეტ მომხმარებელთა კონტენტის შეზღუდვას.

აღნიშნული განცხადება ჯასტინ ტრუდომ 2022 წლის 14 ნოემბერს, ინდონეზიაში გამართულ B20-ის სამიტზე გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გაზრდილი კანადური ინვესტიციები აზიის ქვეყნებში; პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემები; რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში; ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობა ბიზნესის ტრანსფორმაციის, გლობალური ეკონომიკის მსოფლიოს ყველა კუთხეში ხელმისაწვდომობის საქმეში და სხვა.

ტექნოლოგიებზე საუბრისას ტრუდომ აღნიშნა შემდეგი: “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პატარა ბიზნესებს და ეკონომიკებს ჰქონდეთ სრული წვდომა გლობალურ ბაზარზე. თუ ჩვენ გვსურს, რომ ყველა თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ, უნდა ვითანამშრომლოთ ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო სტანდარტების იდენტიფიცირება და განვითარება; მაგალითად, კანადა არის ლიდერი ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებასა და გამოყენებაში; ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მთავარ საკანონმდებლო რეფორმებს, რაც გააძლიერებს კანადელების კონფიდენციალურობის დაცვას, რომელთა შორისაა სპეციალური დებულებები, ბავშვთა დასაცავად; თავისუფალი სიტყვის მუდმივად დაცვის პარალელურად, ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ, რომ ადამიანებზე ონლაინ შეტევა და ბულინგი არ არის დასაშვები; მთავრობებმა და განსაკუთრებით, დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უნდა დაიცვან ხალხის მონაცემები და კონფიდენციალურობა და ყურადღება გაამახვილონ ონლაინ შეურაცხყოფასა და ძალადობაზე, რათა უზრუნველყონ ტექნოლოგიებისადმი ნდობა”. 

კანონპროექტი C-11 (აქტი, მაუწყებლობის აქტის ჩასასწორებლად)  2022 წლის 2 თებერვალს წარუდგინეს პარლამენტს, მას შემდეგ რაც 2021 წლის დეკემბერში, კანადის პრემიერ მინისტრმა აღნიშნულ თემაზე წერილი მოამზადა. წერილში, სხვა საკითხებთან ერთად ტრუდო კანადური მემკვიდრეობის მინისტრს “მაუწყებლობის აქტის” რეფორმისაკენ მოუწოდებს, რათა შეებრძოლონ ინტერნეტში გავრცელებულ დამაზიანებელ კონტენტს, დაცული იქნას მომხმარებელთა ინფორმაცია და კანადური ისტორიებისა და მუსიკების პოპულარიზაციის საქმეში დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიები ჩაერთონ. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდება დიდ ტექნოლოგიურ ორგანიზაციებსა და პატარა ადგილობრივი კომპანიების არსებულ რესურსებს შორის სხვაობის შემცირებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კანონპროექტი, სახელად C-10 2020 წლის ნოემბერშიც იქნა წარმოდგენილი, თუმცა მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა. 

კანონოპროექტი C-11 ამჟამად კანადის სენატის მიერ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების კომიტეტეტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით რეგულირებას განახორციელებს კანადის რადიო-ტელევიზიისა და ტელეკომუნიკაციის კომისია. მათი მთავარი მისია იქნება ხელი შეუწყონ სამაუწყებლო სერვისებზე კანადური პროდუქტის რეკლამირებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას. მემკვიდრეობის მინისტრმა, პაბლო როდრიგესმა, C11-ის წარდგენისას განაცხადა, რომ კანონი შეეხება მხოლოდ ონლაინ სამაუწყებლო კომპანიებს. მან პარლამენტში დებატებისას დააკონკრეტა, რომ არ მოხდება მომხმარებელთა (მათ შორის იუთუბერების, ინფლუენსერების და ა.შ.) გაზიარებული/წარმოებული კონტენტის კონტროლი, რაც კანონპროექტის მე-4 მუხლის პირველ პუნქტშიც არის აღნიშნული.

trudo G20 qhalbi 1 გააკონტროლებს თუ არა კანადის მთავრობა ინტერნეტში გამოქვეყნებულ კონტენტს?

ზემოთ აღნიშნულია მაუწყებლობის აქტის კანონპროექტის დოკუმენტის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი, სადაც წერია, რომ აღნიშნული აქტი არ ეხება სოციალურ ქსელების მომხმარებელთა მიერ ატვირთულ კონტენტს, რომლებიც სხვა მომხმარებელთათვის არის განკუთვნილი. მეორე ქვეპუნქტში, დამატებით განმარტებულია, რომ აქტი არეგულირებს იმ შემთხვევებს, თუ პროგრამა ატვირთულია პროვაიდერის, მისი შვილობილი უწყების ან მათი მანდატის მქონე რომელიმე უწყების მიერ. 

ამის მიუხედავად, კანონპროექტი ხშირად ექცევა კრიტიკის ქვეშ, მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის და ქვეპუნქტების გამო, რაც თავის მხრივ, გამონაკლისების სახით, იძლევა სოციალური ქსელების გარკვეული ტიპის მომხმარებელთა (მაგალითად იუთუბერების) წარმოებული კონტენტის კონტროლის შესაძლებლობას. თავად მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ 18 მაისს სენატში განაცხადა (17:42:40), რომ არსებული კანონებით, ტექნიკურად დღესაც აქვს კომისიას  ინდივიდუალური კონტენტის რეგულირების უფლება და  საჭიროების შემთხვევაში (18:01:55) C-11 აქტიც აძლევს კომისიას მომხმარებელთა მიერ წარმოებული გარკვეული კონტენტის რეგულაციის საშუალებას, თუმცა, ისინი არ აპირებენ ამის გამოყენებას, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის ნდობაა და კომისია არსებობის მანძილზე, არასოდეს ჩარეულა ინდივიდუალურ კონტენტში.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist