Forbes უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.5k
VIEWS

განახლებული ვერსია: 2022 წლის 31 დეკემბერს ფეისბუკის მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, უკრაინელი მაღალჩინოსნების ქონება მკვეთრად გაიზარდა. კონკრეტულად ნახსენებია ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და კიევის მერი. პოსტის მიხედვით, ყველა მათგანის ქონება მილიარდ დოლარს სცდება, გარდა კიევის მერისა, რომლის ქონებაც ამჟამად 800 მილიონ დოლარადაა შეფასებული. შესაბამისად, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ მათ არ აწყობთ ომის შეწყვეტა, რადგან ისინი სწორედ ომზე მდიდრდებიან. ავტორის განცხადებით, მონაცემები Forbes-ზე დაყრდნობით BBC-მ გაავრცელა.   სოციალური ქსელის გარდა მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა რუსულ საიტებზეც (1, 2, 3).

ssss Forbes უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდებაScreenshot 3 Forbes უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდება

მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინის ზემოაღნიშნული მაღალჩინოსნების ქონება 2022 წელს მკვეთრად გაიზარდა და ბევრ შემთხვევაში მილიარდ დოლარსაც მიაღწია, არის სიცრუე. 2022 წლის ბოლოს უკრაინულმა ფორბსმა გამოაქვეყნა ქვეყნის უმდიდრესი 20 ადამიანის სია, რომელშიც პოსტში ნახსენები არც ერთი პიროვნება არაა შესული. ფორბს უკრაინის სახელით გავრცელებული ინფოგრაფიკაც გაყალბებულია და ავთენტური ვერსია როგორც შინაარსობრივად, ასევე ვიზუალურად განსხვავებულად გამოიყურება.

პოსტის კომენტარებში ედუარდ ჯიშკარიანს წყაროს  სთხოვენ, სადაც ის პასუხობს, რომ ინფორმაციას ფორბსის უკრაინულ გვერდზე მიაკვლია, თუმცა ახლა რეგისტრაციის გაუქმების გამო მასალის ნახვას ვეღარ ახერხებს.

Screenshot 4 Forbes უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდება

ფორბს უკრაინის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მსგავსი შინაარსის მასალა არ იძებნება. პოსტის და რუსულენოვანი მასალის თანდართული ინფოგრაფიკა, რომელზეც  ბრიტანული ბიბისი და getty images-ია მითითებული, გაყალბებულია. 

2022 წლის 27 დეკემბერს  ფორბსის უკრაინულმა საიტმა ქვეყნის 20 უმდიდრესი ადამიანის სია მართლაც გამოაქვეყნა, თუმცა მასში პოსტში და რუსულენოვან მასალებში მითითებული არცერთი უკრაინელი პოლიტიკოსი არ ფიგურირებს. 

Screenshot 5 Forbes უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდება

ამასთანავე,  აღსანიშნავია ისიც, რომ თავად Forbes უკრაინის ფეისბუქ გვერდზე სრულიად განსხვავებული ვიზუალის ინფოგრაფიკა იძებნება, რომელზეც უმდიდრესი ადამიანების სიაში სრულიად სხვა ადამიანები არიან ასახული.

Screenshot 6 Forbes უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდება

BBC News Ukrainian-ის ფეისბუკ გვერდზე ხელმისაწვდომ ვერსიაში კი ავთენტური ფორბს უკრაინის მონაცემებია ასახული.

akhali Forbes უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდება

Forbes უკრაინის ავთენტური მასალის თანახმად, ოცეულში პირველ ადგილას რინატ ახმეტოვი მოხვდა, 4.4 მილიარდი დოლარით, ხოლო მეოცე ადგილს 320 მილიონით ოლექსანდრ კონოტოპსკი იკავებს. სიაში არ არის არც ზელენსკი და არც პოსტში ნახსენები რომელიმე სხვა პირი. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მათი ქონება 800 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე მერყეობდეს. უფრო მეტიც, მათი ამჟამინდელი ქონება იმაზე მცირეა, ვიდრე ეს პოსტის მიხედვით 2022 წლის დასაწყისში იყო. 

უკრაინის პრეზიდენტის ქონებაზე დეზინფორმაცია 2022 წელს არაერთხელ გავრცელდა. მათ შორის ივნისში ქვეყნდებოდა სიუჟეტი, სადაც ასევე აცხადებდნენ, რომ ზელენსკი მილიარდელი გახდა. თუმცა, Forbes-ის მიხედვით, 2022 წლის აპრილისათვის ზელენსკის ქონება არა 650 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე, არამედ 20-დან 30 მილიონამდე მერყეობდა, რომლის ძირითად ნაწილს “კვარტალ 95”-ის 25% წილი შეადგენს. ეს არის კომპანია, რომელიც ქმნის კომედიურ შოუებს და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტია. 

აღნიშნულ თემაზე მითების დეტექტორი ნოემბერშიც წერდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist