Facebook სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არსებულ მედიებს მონიშნავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

MicrosoftTeams-image (2)
217
VIEWS

Facebook მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს გააგებინოს, თუ რა იმალება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ახალი ამბების უკან. რამდენიმე თვის წინ Facebook-მა დააანონსა, რომ სპეციალურ მონიშვნას გაუკეთებდა  იმ მედია საშუალებებს რომელთა სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. Facebook აპირებს მსგავსი გამოცემების გამჭვირვალობის გაზრდას, რადგან მათ აქვთ როგორც მედია ორგანიზაციის გავლენა, ისე სახელმწიფოს სტრატეგიული მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელმა უნდა იცოდეს არის თუ არა კონკრეტული ახალი ამბავი სახელმწიფოს ზეგავლენით შექმნილი.

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, Facebook წლის ბოლოდან გეგმავს იმ ფასიანი რეკლამების მონიშვნასაც, რომლებსაც მსგავსი გამოცემები იყენებენ.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები აშშ-ში იშვიათად იყენებენ რეკლამას Facebook-ზე. მიუხედავად ამისა, კომპანიამ გადაწყვიტა ზაფხულის ბოლოდან აშშ-ში მსგავსი ტიპის მედია საშუალებების რეკლამები დაბლოკოს, რითაც უსაფრთხოების დამატებით შრე შეიქმნება აშშ-ის 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოური გავლენის თავიდან ასაცილებლად.

სად გამოჩნდება მონიშვნები 

მონიშვნები მთელს მსფოლიოში გამოჩნდება გვერდების რეკლამების ბიბლიოთეკაში, გვერდებზე და გვერდის გამჭვირვალობის განყოფილებაში. აშშ-ში მონიშვნები ასევე გამოჩნდება სიახლეების ველში, გამოქვეყნებულ პოსტებზე.

ზაფხულის ბოლოს Facebook დაამატებს მონიშვნებს რამდენიმე, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია საშუალებების რეკლამებზე. ასეთ მედია საშუალებათა რაოდენობა კი დრო და დრო გაიზრდება.

Facebook -ის პოლიტიკის კრიტერიუმები

პოლიტიკის კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად, Facebook-მა კონსულტაცია გაიარა მედიის, საჯარო მმართველობის, ადამიანის უფლებებისა დ განვითარების სფეროს 65 ექსპერტთან მსოფლიოს მასშტაბით. კონსულტაციებიდან მიღებული ინფორმაცია საკვანძო იყო იმ გზებისა და ხარისხის უკეთ გასაგებად, რომელსაც მთავრობები იყენებენ მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის სამართავად. ისიც გასაგებია, რომ მთავრობები გააგრძელებენ დაფინანსების მექანიზმების გამოყენებას მედიის გასაკონტროლებლად, თუმცა ეს ამ ამბის/პრობლემის მხოლოდ ნაწილია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის განსაზღვრება სცდება მხოლოდ ფინანსური კონტროლის ან საკუთრების შეფასებას და მოიცავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მედია კონტროლის შეფასებას.

კონსულტაციებსა და კვლევებზე დაყრდნობით Facebook-მა შეიმუშავა საკუთარი პოლიტიკის კრიტერიუმები იმისი განსასაზღვრად, მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად თუ ნაწილობრივ კონტროლდება მთავრობის მიერ.

Facebook-მა განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელისუფლების მიერ სარედაქციო პოლიტიკის კონტროლზე მიანიშნებს, კერძოდ:

  • მისიის განაცხადი, მანდატი ან/და საჯარო ანგარიში იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს და ასრულებს ორგანიზაცია საკუთარ ჟურნალისტურ მისიას;
  • ინფორმაცია მესაკუთრეებზე, მეწილეებზე, საბჭოს წევრებზე, მენეჯმენტზე, სახელმწიფოს მიერ წამყვან თანამდებობებზე დანიშნულ პირებზე და საარჩევნო შტაბების ცალკეული ინდივიდების ან ორგანიზაციების პირდაპირი ან არაპირდაპირი საკუთრების გამოვლენა;
  • სარედაქციო პოლიტიკის ისეთი გზამკვლევები, როგორიცაა შინაარსის წყაროების გამჭვირვალობა, წყაროების მრავალფეროვნება და დამოუკიდებლობა;
  • ინფორმაცია “ნიუსრუმის” ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებზე;
  • დაფინანსებისა და შემოსავლების წყაროები;
  • მმართველობისა და ანგარიშვალდებულების ისეთი მექანიზმები, როგორიც არის შესწორებების პოლიტიკა, საჩივრების პროცედურა, გარე შეფასებები და სამეთვალყურეო საბჭო.

თუ Facebook დაადგენს, რომ სახეზეა სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკმარისი მექანიზმები, ამ შემთხვევაში მონიშვნას არ გააკეთებს. მედია გამოცემები, საკუთარი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ვალდებული იქნებიან, როგორც მინიმუმ წარმოადგინონ:

  • წესდება, რომელიც ნათლად იცავს ორგანიზაციის სარედაქციო დამოუკიდებლობას;
  • მედია ორგანიზაციაში დადგენილი პროცედურები, პროცესები და დაცვის მექანიზმები სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად;
  • დამოუკიდებელი, სანდო, გარე ორგანიზაციის მიერ შეფასება იმისა, თუ რამდენად სრულდება წესდება რეალობაში და დაადგენილი პროცედურები რამდენად დაცულია.

Facebook ასევე გაითვალისწინებს კონკრეტული ქვეყნის თავისებურებებს, მათ შორის პრესის თავისუფლებას. ამ მიზნით იგი გაეცნობა მეცნიერთა და წამყვან ექსპერტთა მიერ მომზადებულ კვლევებს.

თუ ორგანიზაცია ჩათვლის, რომ მონიშვნა არასწორად მიიღო, მას შეეძლება გასაჩივრება. საჩივართან ერთად, ორგანიზაციას შეეძლება დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადინოს, რომელსაც Facebook შეისწავლის.

(Tramadol)

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist