Facebook-მა ყალბი ამბების ამოცნობის მიზნით ახალი კამპანია წამოიწყო

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

MicrosoftTeams-image (2)_0
147
VIEWS

წყარო: facebook.com

Facebook-ი ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მომხმარებლებს ყალბი ინფორმაციის დადგენაში დაეხმარება. კომპანიის საჯარო პოლიტიკის მენეჯერის, მეგ ჩანგის განცხადებით, Facebook-ი მუშაობს მისინფორმაციის შემცირებაზე, განსაკუთრებით კოვიდ-19 ის შესახებ.

Facebook-ი მისცემს მომხმარებელს საშუალებას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება ინფორმაციის შესახებ და თუ საიდან მოდის ის. ამ ინიციატივის მხარდასაჭერად, კომპანია გეგმავს ახალი კამპანიის წამოწყებას რომლის საშუალებითაც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში, ასწავლიან მომხმარებელს, თუ როგორ დაადგინონ პოტენციურად ყალბი ამბები.

კომპანიამ გამართა კონსულტაციები პარტნიორ “ფაქტჩეკერ” ორგანიზაციებთან, და შეიმუშავა სამი კითხვა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეუშლის ხელს.  კითხვები შემოქმედებითი ხასიათის რეკლამებით გამოჩნდება Facebook-ზე და მოცემული იქნება ბმული სპეციალურად შექმნილ საიტზე გადასამისამართებლად www.stampoutfalsenews.com. რეკლამების მიზანი იქნება მომხმარებლებმა დასვან კითხვები ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ონლაინ ნახულობენ:

საიდან არის ეს ინფორმაცია? სანდო წყარო არის უსაფრთხო არჩევანი. თუ არ არის მოცემული წყარო, მოძებნე ის. თუ არ გამოიყურება სანდოდ, ფრთხილად იყავი.

რა ინფორმაცია აკლია? გაიგე სრული ისტორია, არა მხოლოდ სათაური. ფოტო შეიძლება გაყალბებული იყოს. ნახე რას ამბობენ სხვები.

როგორ გრძნობ თავს? ისინი, ვინც ცრუ ინფორმაციას ამზადებენ გრძნობებით მანიპულაციას ცდილობენ. თუ ინფორმაცია დაუჯერებლად კარგია, შესაძლოა ასეც იყოს. არ იყო ის ადამიანი, რომელიც ვერ მიხვდება ხუმრობას.

არ გააზიარო, თუ არ ხარ დარწმუნებული.
კამპანია თავდაპირველად ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ახლო ახმოსავლეთში, აფრიკისა და თურქეთში დაიწყება. ეს კამპანია ფეხდაფეხ მოყვა გასულ კვირას მიღებულ კონტექსტის შეტყობინებების განახლებას, რომლის საშუალებით მომხმარებელს, სტატიის გაზიარების დროს, შეუძლია გაიგოს ინფორმაცია 90 დღეზე უფრო ძველია თუ არა. ასეთი სიახლეები საშუალებას მისცემს ხალხს გაიგონ ინფორმაციის კონტექსტი და მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist